თავის მოვლა
სქელი თმა: 3 მეთოდი თმის აღდგენისთვის
1. პირველი ნიღაბი დამეხმარა თმა 2 თვის განმავლობაში აღმედგინა, შემეჩერებინა თმის ცვენა და მისთვის მოცულობა შემეძინა. თუმცა ყურადღებით: ამ მეთოდს თმის შეღებვის ეფექტი აქვს
ამისთვის დაგჭირდებათ:
- თანაბარი რაოდენობის ინა და ბასმა (მონაცრისფრო-მომწვანო ფხვნილი, რომელიც დამზადებულია ინდიგოს ფოთლებისგან. ძველ დროში ბასმასგან მელანს და სხვადასხვა სახის საღებავებს ამზადებდნენ. აღმოსავლეთში ის ყველაზე პოპულარულ მცენარეულ საღებავად მიიჩნევა და მას ხნასთან ერთად იყენებენ. ის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ვიტამინებს შეიცავს. ბასმით თმის შეღებვა რეკომენდებულია არა უმეტეს თვეში ერთხელ. მისი გამოყენებისას, განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო მათთვის, ვისაც მშრალი თმა აქვს, ამიტომ აჯობებს თუ ბასმაში რომელიმე კოსმეტიკურ მცენარეულ ზეთს (ზეითუნი, სელი, ნუში და ა.შ) გაურევთ. შეიძინეთ სუფთა ბასმა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე!!!)
- მოხარშეთ ცხელ, მაგრამ, არა მდუღარე წყალში.
- როდესაც ოდნავ შეგრილდება, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
- 1 კვერცხის გული
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან ქაფურის ზეთი
ყველაფერი აურიეთ და თმაზე წაისვით, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით. გაიჩერეთ 1.5 – 2 საათი. შემდეგ კი თმა შამპუნითა და ბალზამით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში ორჯერ ჩაიტარეთ, 2 თვის განმავლობაში. ეს თმის ზრდას აჩქარებს და მოცულობასაც მატებს მას.
2. ეს ნიღაბი ამაგრებს ძირებს, თმას უფრო ძლიერსა და მოცულობითს ხდის. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ მიღებული მოცულობა დიდხანს შეგინარჩუნდებათ.
ნიღბის მომზადებისთვის დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა მსხვილი მარილი
- 1 ჭიქა თაფლი
- 1 ჭიქა კონიაკი
ყველა ინგრედიენტი შუშის ჭურჭელში ან ქილაში მოათავსეთ, აურიეთ, დაახურეთ თავი და ბნელ ადგილას 2 კვირით დადგით. ამ დროის გასვლის შემდეგ, ნიღაბი მზად არის გამოყენებისთვის.
ის აუცილებლად თმის ძირებში წაისვით. შემდეგ შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით და 1 საათით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ წყლით, მაგრამ, შამპუნს ნუ გამოიყენებთ. ამ ნიღბის შედეგები, მოხმარებიდან 2 კვირის შემდეგ იქნება შესამჩნევი. თმა უფრო სქელი და ჯანმრთელი ხდება. იზრდება არა მარტო მისი რაოდენობა, არამედ სისქეც! ეს რეცეფტი განსაზღვრულია სპეციალურად თხელი თმისთვის, რომლებიც სწრაფად კარგავენ მოცულობას.
3. მესამე ნიღაბი ასტიმულირებს ახალი, ჯანმრთელი თმის ზრდას, ეფექტურად ავსებს სიმელოტეს.
მის მოსამზადებლად აიღეთ:
- ნახევარი ჭიქა კეფირი
- დაუმატეთ 1 კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი
აუცილებლად კარგად აურიეთ და მისი ნაწილი თმის ძირებზე წაისვით. დაელოდეთ ოდნავ გაშრეს და შემდეგ ისევ წაისვით. ასე, 3-4 მისვლით მთლიანი მასა წაისვით. ამის შემდეგ დაიხურეთ ცელოფნის ქუდი და გაიჩერეთ 20-25 წუთით. ჩამოირეცხეთ თბილი წყლითა და საბავშვო შამპუნით, ხოლო შემდეგ ჭინჭრის ნახარში გადაივლეთ. ეს ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიკეთოთ. 2-3 თვის შემდეგ, თუ მას რეგულარულად მოიხმართ, ნახავთ რომ თქვენი თმა გაცილებით ხშირი და სქელია.
თმის აღმდგენი პროცედურები რეგულარულად ჩაიტარეთ და შედეგი მოლოდინს აუცილებლად გადააჭარბებს. ნუ დაგავიწყდებათ თმის ცვენის მიზეზების მრავალფეროვნება და ნურც ის, რომ თქვენი თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა პირდაპირ კვაშირშია თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობასთან. ამიტომ გირჩევთ თვალ-ყური ადევნოთ თქვენი ორგანიზმის არა მხოლოდ “გარეგან”, არამედ “შინაგან” მდგომარეობასაც.