კულინარია
სუფთა ჩაიდანი ნადების გარეშე: 5 მოქმედი მეთოდი
1. როგორ გავწმინდოთ ჩაიდანი ლიმონის მჟავით
ლიმონის მჟავით ჩაიდნის გაწმენდა უნივერსალური მეთოდია, რომელიც როგორც ჩვეულებრივი, ასევე ელექტრო (ლითონის და პლასტმასის) ჩაიდნისთვის თანაბარი ეფექტურობით გამოიყენება. ლიმონის მჟავა წყალში (2 ჩ/კ 1 ლიტრზე) გახსენით. ხსნარი ჩაიდანში ჩაასხით და აადუღეთ.
რჩევა: ჭურჭელი იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანოთ, რომ ნადების მოსაშორებლად უფრო უხეში გაწმენდა დაგჭირდეთ. ლიმონის მჟავის დახმარებით პროფილაქტიკა ჩაატარეთ: როგორც კი ჩაიდნის კედლებზე პატარა ყვითელი ნადები გაჩნდება ხსნარი ჩაასხით და რამდენიმე საათით გააჩერეთ.
2. როგორ მოვაშოროთ ნადები სოდით
სოდას ისე იყენებენ, როგორც ძმარს, მაგრამ უფრო დიდხანს ადუღებენ. სოდის და წყლის ნარევი (1 ლიტრ წყალზე 1 ს/კ) ჩაიდანში ჩაასხით, აადუღეთ, გაზს მინიმუმამდე დაუწიეთ და კიდევ ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ ხსნარი ოდნავ დუღდეს.
ამის შემდეგ სითხე გადაასხით და ჩაიდანი კარგად გარეცხეთ. ახლა სუფთა წყლით აავსეთ, კვლავ აადუღეთ და ეს წყალიც გადაასხით.
3. საწმენდი საშუალებები ნადების საწინააღმდეგოდ
ეს ძველი მეთოდებია, რომელთაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ. საწმენდი საშუალების სახით კარტოფილი და ვაშლი გამოიყენება (არა სახამებელი, არამედ მჟავა). ნადების მოშორება მარტივია: ნათალი ჩაიდანში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით.
წყლის ადუღების შემდეგ გაზიდან გადმოდგით, რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ სითხე გადაასხით და ჩაიდანი კარგად გარეცხეთ. პროცედურამდე საწმენდი საშუალება კარგად გარეცხეთ, თუ კარტოფილის ნათალს იყენებთ.