ტესტები
სურათებით მკითხაობა: რა გელოდებათ 2020 წლის ნოემბერში
ბევრი შემოდგომის ბოლო თვეს გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება. უამრავი საქმე, წლის დასასრული და განწყობის სწრაფი ცვლილებები – ამ ყველაფერმა შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოთ. სურათებზე მკითხაობის დახმარებით გაიგებთ, თუ რას უნდა ელოდოთ ნოემბერში და როგორ მოვიზიდოთ პოზიტიური ცვლილებები ცხოვრებაში.
სურათებით მკითხაობა შესანიშნავი მეთოდია გაიგოთ, თუ რა გელოდებათ უახლოეს მომავალში. ექსპერტები გირჩევენ ინტუიციას ენდოთ, რადგან შინაგანი ხმა თითოეულ ჩვენგანს აქვს და ის საიდუმლოს გაგებაში დაგეხმარებათ. ცოდნით შეიარაღებულს პირადი ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვა უფრო გაგიადვილდებათ.
1. ნოემბერი გაურკვეველი პერსპექტივების თვე იქნება, მაგრამ აქტიური მოქმედების გარეშე ბედის საჩუქარი შეგიძლიათ დაივიწყოთ. ბუნდოვანი მომავლის მიუხედავად წინ ნაბიჯი გადადგით, რომ შემდეგ დაკარგულ შესაძლებლობებზე არ ინანოთ. შიში და ეჭვები მხოლოდ ხელს შეგიშლით და სჯობს ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოიშოროთ. ინტუიციის მოსმენის უნარით და შეუპოვრობით გზის არჩევაში არ შეცდებით.
2. ნოემბერში თამამი იდეების განხორციელებას შეიძლება ყველაფერმა ხელი შეუშალოს: მოღრუბლური ამინდი, განწყობა, სამყაროსგან დამალვის სურვილი და შემოდგომის სევდის სხვა ნიშნები. მათთან უნდა იბრძოლოთ, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა თვითკვლევამ არ დაჩრდილოს. დრო არ დაკარგოთ, რადგან ანაზღაურება გაგიჭირდებათ. ყოველდღიურ ნივთებში სილამაზის დანახვა დაგეხმარებათ.
3. გზაზე სირთულეები ნებისმიერ ადამიანს ხვდება და მათი გადალახვა თამაში ხდება, რომელიც დაგეხმარებათ ნებისყოფის განვითარებაში, პერსპექტივების დანახვასა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. 2020 წლის ნოემბერში დაბრკოლებების გადალახვაში სიყვარული და სასურველის მიღწევის უნარი დაგეხმარებათ. ამ ბრძოლაში სიტყვა–პაროლი ურიგო არ იქნება, მისი დახმარებით ბედის მოულოდნელ შემობრუნებას გაუმკლავდებით.
4. შემოდგომაზე მარტოობა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა, მაგრამ სასოწარკვეთაში ყოფნა წაგებას ნიშნავს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მარტოობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. ფიქრებთან მარტო დარჩენისას სასოწარკვეთის უფსკრულში კი არ გადაეშვათ, არამედ ახალი იდეები მოძებნეთ და დაგეგმეთ, რაც უზრუნველ ცხოვრებამდე მიგიყვანთ. სტრესთან გამკლავებას არტ–თერაპიით შეძლებთ. ასე ფარულ შემოქმედებით შესაძლებლობებს განავითარებთ.
5. ნოემბერში გრძნობები და ემოციები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და არ უნდა ჩაიკეტოთ. ნათელი ემოციების დახმარებით ნებისმიერ სტრესს გაუმკლავდებით და პრობლემებთან პირისპირ შეხვედრა არ შეგაშინებთ. ახლობლები დროებითი სირთულის გამკლავებაში დაგეხმარებიან და მხარს დაგიჭერენ. მთავარ როლს თამაშობს სიყვარული, რომელიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ მეგობრული, არამედ სწორედ ის, რომელსაც გზაზე ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
6. ნოემბერი – დრო, როცა ამინდს მრავალი სიურპრიზის მოტანა შეუძლია და განწყობას მეფოკუსესავით ცვლის. ამის მიუხედავად, ბედნიერი ცხოვრებისთვის შინაგანი წონასწორობის მიღწევა აუცილებელი იქნება. ცივ საღამოს არ მოიწყინოთ და მწუხარების უფსკრულში არ გადაეშვათ. ამ დროს სჯობს ძალები მოიკრიფოთ და ძლიერი ემოციების ფონზე შექმნილი სირთულეები გადალახოთ და განახორციელოთ იდეები, რომლებიც თქვენს საათს ელოდება.