Connect with us

ტესტები

სუპერ ტესტი ყურადღებაზე, რომელიც ტვინს ინტენსიურად მუშაობას აიძულებს

დაკვირვებულობა გვეხმარება დავინახოთ დეტალები, რომლებსაც სხვები ვერ ამჩნევენ. სწორედ ამიტომ, მის განვითარებაზე უნდა იზრუნოთ. ამაში საინტერესო ტესტები ყურადღებაზე დაგეხმარებათ. ქვემოთ მოცემულ სურათებზე ზედმეტი დეტალი უნდა იპოვოთ. მარტივი შესასრულებელია, მაგრამ ტვინისთვის სასარგებლო საკვებია.

Аlltime.ge–ს გთავაზობთ გასართობ ტესტებს ყურადღებაზე. იპოვეთ ზედმეტი დეტალი.

ტესტები საკმაოდ მარტივია. მოცემულ სურათებზე უნდა იპოვოთ ის, რომელიც სხვებისგან განსხვავდება. დააკვირდით, რამდენად სწრაფად შეძლებთ ტესტის ამოხსნას. თუ თქვენი თავის შემოწმება გსურთ, სტატიის ბოლოს პასუხებს გადახედეთ.

ყურადღებიანი ძაღლები

ამ სურათზე საყვარელი ძაღლებია გამოსახულია. იპოვეთ ერთი შეხედვით ერთნაირ ძაღლებს შორის განსხვავებული. 30 წამი საკმარისია?

მოფარფატე პეპლები

თუ განსხვავებული ძაღლი სწრაფად იპოვეთ, რთულ ამოცანაზე გადადით. ამ ლამაზ პეპლებს შორის იპოვეთ ის, რომელიც სხვებისგან ოდნავ გამოირჩევა.

მომღიმარი ყვავილები

ყურადღებას დროდადრო გადართვა სჭირდება. წინა ორი მაგალითი ცხოველებზე იყო, ახლა ბუნებაზე გადავიდეთ. დააკვირდით, რომელია ზედმეტი ამ ყვავილებს შორის.

თავნება ჩიტები

ამ სურათზე ჩიტები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაგრამ მათ შორის ერთი განსხვავებული იმალება. შეძლებთ სწრაფად პოვნას?

მხიარული ჩაიდნები

ეს დღეს ბოლო ტესტია. მოცემულ სურათზე მომღიმარი ჩაიდნებია გამოსახული. ყურადღება არ გაგეფანტოთ. ზედმეტი ჩაიდანი იპოვეთ.

პასუხები:

  1. როგორც ჩანს, ბოლო რიგში ძაღლმა ძვალი დაკარგა.
  2. მეორე რიგში პეპელას ქვედა ფრთაზე ოდნავ განსხვავებული ფერი აქვს.
  3. ცენტრში ყვავილს ღაჟღაჟა ლოყები არ აქვს.
  4. როგორც ჩანს, მეორე რიგში ჩიტმა თავისი ბუმბული დაკარგა.
  5. პირველ რიგში ჩაიდანს ოდნავ განსხვავებული არშია აქვს.

დათვალეთ, რამდენი სწორი პასუხი გაქვთ. თუ ყველას სწორად უპასუხეთ, გამოდის, რომ დაკვირვებული ხართ და დეტალები თქვენს მახვილ თვალს არ გამოეპარება. თუ სწორად მხოლოდ რამდენიმეს უპასუხეთ, უნარების განვითარებაზე იზრუნეთ. ამაში საინტერესო ტესტები ყურადღებაზე დაგეხმარებათ.

Advertisement