Connect with us

თავის მოვლა

სუპერ საშუალება სახის კანის გასაახალგაზრდავებლად

ალფა-ლიპოური მჟავა ნიკოლას პერიკონის ბესტსელერის „როგორ მოვიშოროთ ნაოჭები“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე. ამ წიგნის წაკითხვას ყველას გირჩევთ!

ავტორის აზრით და ხანგრძლივი კვლევის შედეგებით მჟავას კანზე სასწაულის მოხდენა შეუძლია.

ალფა-ლიპოური მჟავის მოქმედება

ალფა-ლიპოური მჟავა უნიკალურ თვისებას ფლობს – ის ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს. ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, შესაბამისად, ენერგიის წარმოება მცირდება. ეს კი თავის მხრივ აღდგენის შესაძლებლობას ამცირებს. ალფა-ლიპოური მჟავა უჯრედებს უფრო მეტი ენერგიის წარმოებას და აღდგენას აიძულებს.

  • ალფა-ლიპოური მჟავა წყალსა და ცხიმში იხსნება და ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.
  • A და C ვიტამინებს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება.
  • გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
  • შაქარს კოლაგენთან შეერთების საშუალებას არ აძლევს (შაქარი კოლაგენთან შეერთების შემდეგ კანს აზიანებს და მის მოქნილობას და ელასტიკურობას ამცირებს).

ექიმი ნიკოლას პერიკონი მოხალისეებზე ალფა-ლიპური მჟავის ტესტირებას ატარებდა – მათ სახეზე 1%-იანი ალფა-ლიპოური მჟავას ლოსიონის სახით უსმევდა. 20 წუთის განმავლობაში თვალების ქვეშ შეშუპება მცირდება, სახის ფერი უმჯობესდება და ჩამოწეული ქუთუთოები ზემოთ იწევა.

2 კვირის შემდეგ – ფორები ვიწროვდება, სახის ფერი უფრო მკვეთრი ხდება, თვალების ქვეშ მუქი წრეები ზომაში 2-ჯერ მცირდება, ჩამოწეული ქუთუთოები ზემოთ იწევა.

3 თვის შემდეგ – კანის ფაიფურივით ხდება, წვრილი ნაოჭები ქრება, ნაწიბურები მცირდება და როზაცეას გაქრობა აღინიშნება. ტესტირებების შედეეგებით ნიკოლას პერიკონი ალფა-ლიპოური მჟავის გამოყენებას შემდეგ შემთხვევებში გირჩევთ:

  • წვრილი ნაოჭები
  • თვალების ქვეშ მუქი წრეები, სილურჯე და შეშუპება
  • გაფართოებული ფორები
  • პოსტაკნე
  • ჩამოწელილი კანი ყვითელი შეფერილობით

ალფა-ლიპოური მჟავა შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, შემდეგი დასახელებებით: ბერლიტიონი, ლიპამიდი, ლიპოური მჟავა, ოკტოლიპენი, ტიოგამა, ტიოქტის მჟავა, ტიოქტაციდი, თიოლეპტა, ესპა-ლიპონი.

ალფა-ლიპოური მჟავის გამოყენების ვარიანტები

საღამოს ნიღბების სახით ზეთთან ერთად უშუალოდ გამოყენების წინ. ზეთი არ შეათბოთ.

ტიოგამის პრეპარატის გამოყენება საღამოს ტონიკის სახით დაბანის, გაწმენდს შემდეგ და კრემის წასმის წინ (1,2% ალფა-ლიპოური მჟავა 50 მლ ხსნარი).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ალფა-ლიპოური მჟავა სინათლეზე თავის თვისებებს ძალიან სწრაფად კარგავს. ბნელ ადგილას შეინახეთ და კოსმეტიკურ საშუალებებს უშუალოდ გამოყენების წინ აურიეთ!

ალფა-ლიპოური მჟავა გლუკოზის და სპირტის შემცველ საშუალებებთან შეუსაბამოა.

ალფა-ლიპოური მჟავა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოიყენეთ, ხოლო მზის აქტივობის გაზრდასთან ერთად მისი მოხმარება შეამცირეთ.