Connect with us

ჰოროსკოპი

სუნამო ვერძისთვის. არომატები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ვერძი ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში პირველია. მისი მმართველი პლანეტა მარსია, რომელიც გაბედულს ხდის, შიშისა და ეჭვებისგან ათავისუფლებს. მეგობრული ნიშანია. სამართლიანობის გრძნობა გამძაფრებული აქვს. ენერგიის უშრეტი წყარო აქვს. მისი სუნამო გამორჩეული უნდა იყოს.

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლის სუნამო მის მამაც და შეუპოვარ ხასიათს უნდა წარმოაჩენდეს. მას არ შეეფერება ნაზი არომატები, როგორც ეს უფრო რომანტიკულ ქალებს მოსწონთ. ტრადიციული პარფიუმიც მისი შესაფერისი არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ შეარჩიოთ სუნამო ვერძისთვის.

სუნამო ვერძისთვის: რა ავარჩიოთ

პარფიუმი წვეულებისთვის

პარფიუმი, რომელიც ხის ან სანელებლების აღმოსავლურ ნოტებს შეიცავს, ვერძისთვის შესაფერისია. მაგალითად, სუნამოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სანელებელი, სანდალის ხე და დარიჩინი. ასეთი სუნამო საკმაოდ მძაფრია, ამიტომ ყოველდღე ვერ გამოიყენებთ. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ზეიმისთვის, იუბილესთვის შეინახეთ.

ყოველდღიური პარფიუმი

სუნამო, რომელსაც ყვავილების და სანელებლების სუნი აქვს, ყოველდღე შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ვერძს მიხაკის და ვარდის სურნელი მოუხდება. მასში შეიძლება დამატებით შეგხვდეთ თეთრი წიწაკა, მუსკატი და ზაფრანა. ასეთი სურნელი ვერძის სამუშაო დღეებს იდეალურად შეავსებს.

ხრიკი, როგორ შეარჩიოთ თქვენი არომატი. პარფიუმი, რომელსაც ვერ გრძნობთ, თქვენია. თუ მთელი დღე ნაპკურებ სუნამოს გრძნობთ, თქვენი არაა. სწორი არომატის შესარჩევად და კვლევისთვის ტესტერები შეიძინეთ. ასე შესაფერის სურნელს სწრაფად და ზედმეტი ხარჯის გარეშე იპოვით.

Advertisement