Connect with us

თავის მოვლა

სულ რაღაც თეთრებად დაბერების პროცესს საგრძნობლად ვანელებ! კანი ისეთი იქნება, როგორც 25 წლის ასაკში, თუ ამას წაისვამთ

კოსმეტოლოგებიც თანხმდებიან, რომ სახლის პირობებში სახის ნიღბების გაკეთება სალონურ კოსმეტიკურ საშუალებას ბევრი არაფრით ჩამოუვარდება და ზოგჯერ სჯობს კიდეც! ქალისთვის, რომელსაც სურს მოვლილი და მიმზიდველი იყოს, სახის ნიღბების გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს.

ჩემი და ელენე ცოტა ხნის წინ 46 წლის გახდა, ამასთან 33 წელზე მეტს ვერ მისცემთ. ელენა თარჯიმანია და თავისი პროფესიის წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მოგზაურობს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ქვეყნებში.

ცოტა ხნის წინ ის ხანგრძლივი საქმიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა და ყველა ახლობელი ერთ მაგიდასთან შეკრიბა. რაღაც მომენტში დეიდამ ვერ მოითმინა და ჰკითხა, თუ კარგი ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებდა.

სახის ნიღბები ნაოჭების საწინააღმდეგოდ

„შეგინიშნავთ, როგორ გამოიყურებიან აღმოსავლეთში ქალები?“ – იკითხა ჩემმა დამ. „მათ ლამაზი სახე, იდეალური კანი და არანაირი ნაოჭები არ აქვთ“. ამ ყველაფრის უკან კი ყოველდღიური სახეზე ზრუნვა და კიდევ რამდენიმე აღმოსავლური სილამაზის საიდუმლო იმალება.

საკაიში ჩემმა დამ ერთი იაპონელი ქალი გაიცნო, რომელმაც სახის კანის მოსავლელად რამდენიმე ეშმაკური ხრიკი გაანდო.

გთავაზობთ 3 ეგზოტიკურ სახის ნიღაბს, რომლებიც ნაოჭებს მოგაშორებთ და ახალგაზრდობის დიდი ხნით შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. აღმოსავლური კოსმეტოლოგიის სასწაული!

ეს რეცეპტი წარმოშობით ინდოეთიდან არის.

ინდური ნიღაბი მწყრის კვერცხით და კურკუმათი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 მწყრის კვერცხი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 5 გრ კურკუმას ფხვნილი
  • ½ ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადება:

მოსახერხებელ ჭურჭელში კვერცხი, ზეითუნის ზეთთან, კურკუმასთან და ლიმონის წვენთან ერთად ჩანგლით ათქვიფეთ. ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახეზე კოსმეტიკური ფუნჯით ან სპონჯით წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. სახეზე დაახლოებით ნახევარი საათით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად ნიღაბი 10 დღის განმავლობაში ყოველდღე გაიკეთეთ.

ანტიასაკობრივი ეფექტით ეს ნიღაბი რეკორდსმენია! აღსანიშნავია, რომ მის შემადგენლობაში შედის კურკუმა. მათთვის, ვისაც ამ სანელებლის მიმართ ალერგია აქვთ, ნიღბის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია!

ამ რეცეპტის შესახებ ჩემს დას იაპონელმა ქალმა უამბო.

კოჭის მუსი იაპონელი გეიშასგან

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ გახეხილი კოჭის ფესვები
  • 1 კვერცხი
  • 2-3 წვეთი ქუნჟუტის ზეთი

მომზადება:

პირველ რიგში, კოჭის ფესვები წვრილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილა ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. პატარა თასში 1 ჩ/კ გახეხილი კოჭა და კვერცხის ქაფი აურიეთ. ნიღბის წასმის წინ სველი სახის კანზე რამდენიმე წვეთი ქუნჟუტის ზეთი შეიზილეთ. ზემოდან ცილა-კოჭის ნარევი წაისვით.

15 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ნიღაბი გაშრობას დაიწყებთ, კიდევ ერთი ფენა წაისვით. ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კურსებით: 3-5 დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში.

იაპონელი გეიშები ძლიერ ანტიასაკობრივ ეფექტს, ლიფტინგს და ჯანსაღ, ახალგაზრდულ სახის ფერს გპირდებიან.

კიდევ ერთი აღმოსავლური ნიღბის რეცეპტი, რომლის სამშობლოც ჩრდილოეთ ჩინეთია.

ჩინური ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 20 გრ ბრინჯის ფქვილი
  • 20 გრ წვრილი ზღვის მარილი
  • 20 გრ თაფლი
  • 100 გრ თბილი წყალი

მომზადება:

მოსახერხებელ ჭურჭელში თანაბარი პროპორციით ბრინჯის ფქვილი, წვრილი ზღვის მარილი და თაფლი აურიეთ. წყალში გახსენით, სანამ სქელ ფაფას არ მიიღებთ.

ნიღაბი მასაჟური მოძრაობით სველ ოდნავ დაორთქლილ სახეზე წაისვით. ნიღაბი 5-7 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ სახე დაიმასაჟეთ და თბილი, დამდგარი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი1-1,5 თვის განმავლობაში, 2-3 დღეში ერთხელ გაიკეთეთ.

ნიღაბს კარგი ანტიასაკობრივი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ყურადღება მიაქციეთ, თუ მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, ზღვის მარილი არ გამოიყენოთ.

გახსოვდეთ, ნებისმიერი ნიღბის გამოყენების წინ მგრძნობელობაზე ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ. ეს არასასიამოვნო შედეგების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.