ყვავილები
სტუმრები მეკითხებიან, როგორ გავზარდე ბანანი სახლში, მაგრამ დასამალი არაფერია
სახლში სხვადასხვა თესლის გაღვივება ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. მგონი, ბევრმა უკვე სცადა ავოკადოს და ლიმონის გაზრდა. რას იტყვით უფრო ეგზოტიკურ მცენარეზე? უმეტესობა მათგანი ბინაში თავს კარგად გრძნობს. Alltime–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ბანანი სახლის პირობებში.
როგორ გავზარდოთ ბანანი
პირველ რიგში, ბანანის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გიზიარებთ. იქნებ ყველამ არ იცის, რომ ბანანი ხილი კი არა, კენკრაა. უფრო მეტიც, სამეცნიერო ლიტერატურის თანახმად, ბანანი არა ხეზე, არამედ ბალახზე იზრდება. დიახ, სწორედ ასე! ბანანის პალმა კლასიფიცირდება როგორც ბალახი, თუმცა მისი სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.
არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბანანის სახლში გაზრდა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ შენობაში ტემპერატურა +18 გრადუსზე დაბალი არ იქნება. სახლში მცენარე მაქსიმუმ 2 მ სიმაღლეს აღწევს, ასე რომ ჭერს არ მიწვდება. რა გვჭირდება ბანანის გასაზრდელად? ყველაფერი ძალიან მარტივია.
პირველ რიგში, თესლი უნდა მოიპოვოთ. თუ საქმის გამარტივება გსურთ, ონლაინ შეუკვეთეთ. თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მოიპოვონ. სამწუხაროდ, ერთი დეტალი არსებობს: ჩვენთან ჯერ კიდევ მწვანე ნაყოფს აგზავნიან, ამიტომ მასალა შეიძლება ხარისხიანი არ იყოს, მაგრამ სცადეთ.
თესლის გაღვივება
1. მოკლედ, ბანანი აიღეთ და თბილ, ბნელ ადგილას შეინახეთ, რომ მომწიფდეს და გაშავდეს. სხვათა შორის, სჯობს პატარა ზომის ბანანი აიღოთ – მასში უკეთესი თესლია.
2.მწიფე ბანანი შუაზე გაჭერით. შავი წერტილები თესლია.
3. დანით ან კოვზით თესლი ფრთხილად ამოიღეთ. პატარა ჭურჭელში მოათავსეთ და ძირში წყალი ჩაასხით. თესლი წყალში 1 დღე გააჩერეთ.
4. ამის შემდეგ ქოთანი მოამზადეთ, რომელშიც ჩვენი ბანანი გაღვივდება. ასევე მიწაც. ქოთნის ძირში დრენაჟი ჩადეთ.
5. მიწისთვის ასეთი ნარევი გამოიყენეთ: ცოტა ქვიშა, ხავსი, პერლიტი და ნოყიერი მიწა. ყველაფერი კარგად აურიეთ. ბანანისთვის ფხვიერ, ნოყიერ მიწას მიიღებთ. ამით ქოთანი გაავსეთ.
6. ჩვენი გასივებული თესლი მიწას დაუმატეთ. პულვერიზატორით ოდნავ დანამეთ. არ ჩამარხოთ და მიწა არ მოაყაროთ, რადგან თესლი ძალიან პატარაა. შეგიძლიათ ოდნავ ქვიშა მოაყაროთ.
7. სათბურის პირობები შექმენით. ამისთვის პოლიეთილენის პარკი აიღეთ და ქოთანი სრულად შეფუთეთ. თბილ ადგილას შეინახეთ.
ახლა მხოლოდ ლოდინი დაგრჩათ. როცა თესლი აღმოცენდება, პარკი მოაშორეთ და ძალიან სუსტი ყლორტები მოაშორეთ. ქოთანი ფანჯრის რაფაზე გაიტანეთ, სადაც ბევრი სინათლეა. როცა ბანანი გაიზრდება, ცალკე ქოთანში გადარგეთ.
ბანანს ზუსტად ისეთი მოვლა სჭირდება, როგორც სხვა ტროპიკულ მცენარეს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ნამდვილი ლამაზმანი გაიზრდება. რა თქმა უნდა, დიდი ნაყოფის მიღებას არ ელოდოთ, როგორსაც მაღაზიის დახლებზე ხედავთ. ოთახის ბანანის მთავარი დანიშნულება ინტერიერის გაფორმებაა.
თუ ექსპერიმენტები გიყვართ, ხომ არ ცდით ბანანის გაზრდას? იქნებ, უკვე გაქვთ ასეთი გამოცდილება? გვიამბეთ კომენტარებში!