Connect with us

მოდა და სტილი

სტილისტის რჩევები, როგორ ჩაიცვათ თეთრი ტანსაცმელი სწორად, როცა გარეთ თოვლ–ჭყაპია

თეთრი ფერის ნივთები ზამთრის გარდერობში იშვიათად გვხვდება. ცივ სეზონზე მასზე უარს რამდენიმე მიზეზით ამბობენ. მაგალითად, ზოგი შიშობს, რომ თოვლ–ჭყაპში თეთრი ტანსაცმელი დაისვრება. სხვები ფიქრობენ, რომ თეთრი ტანსაცმელი ზამთარში სასაცილოდ გამოიყურება. Аlltime.ge–ს რედაქცია დაგიმტკიცებთ, რომ თეთრი ტანსაცმელი ზამთარში ისე აქტუალურია, როგორც სხვა სეზონზე.

თუ გსურთ ნაცრისფერ ბრბოში არ დაიკარგოთ და თქვენი ინდივიდუალობა წარმოაჩინოთ, ღია ფერის ნივთებს უპირატესობა მიანიჭეთ. ასე ზამთარში დახვეწილ და ელეგანტურ სტილს შექმნით. თეთრი პალტო საკმარისია, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ.

როგორ ჩავიცვათ თეთრი ტანსაცმელი ზამთარში სწორად

მუქი აქცენტები

თეთრი ტანსაცმელი სხეულზე ტომარასავით ჩამოკიდული რომ არ იყოს, ვერტიკალური ხაზები გამოიყენეთ. ასე ტანი უფრო მოხდენილი გამოჩნდება. ვერტიკალური ხაზების შესაქმნელად მუქი აქცენტები გამოიყენეთ. მაგალითად, შარფი და ფეხსაცმელი, ქუდი და ყელიანი ფეხსაცმელი, ჩანთა და ჩექმა. ასე უჩვეულო და ნათელ სტილს შექმნით.

ფერების შერევა

ღია სტილში სხვადასხვა ფერის შერევის არ შეგეშინდეთ. მოდური ლუქის შესაქმნელად ტემპერატურით განსხვავებული ფერები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ. ერთ სტილში გამოყენებულ ნივთებს ერთნაირი სიკაშკაშე უნდა ჰქონდეს.

ფერების წარმატებული კომბინაცია

ერთფერიანი და მოსაწყენი სტილის ნაცვლად ახალი და უჩვეულო ვარიანტებს უპირატესობა მიანიჭეთ. ამ მიზნით თეთრი და ნაცრისფერი ერთმანეთს შეუხამეთ. წარმატებული კომბინაციაა, რომელიც ყოველთვის მოდაში დარჩება. ასე ლაკონურ და მოდურ სტილს მიიღებთ. ცივ სეზონზე დათოვლილ ქუჩებზე მომგებიანად გამოიყურება.

თუ ჯერ კიდევ თეთრი პალტოს ან ქურთუკის ყიდვას ვერ ბედავთ, პატარა ნივთებით დაიწყეთ. აქსესუარების დახმარებით ღია ფერებს შეეჩვევით. მაგალითად, თეთრი ქუდი, შარფი ან ჩანთა შეიძინეთ. ეს აქსესუარები მოსაწყენ მუქ ნივთებს სწრაფად ჩაგინაცვლებთ. თეთრი ტანსაცმელი ზამთარში კარგი ვარიანტია, რომ ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდეთ.

Advertisement