ყვავილები
სტაფილო კარგი მოსავლის მისაღებად ნოემბერში დათესეთ. ყველა წესი, რაც უნდა იცოდეთ
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მებოსტნეები გირჩევენ, რომ სტაფილო ნოემბერში დათესოთ, თუ ნაადრევი კარგი მოსავლის აღება გსურთ. ასეთი სტაფილო დიდი და წვნიანია, რასაც ნაადრევ გაზაფხულზე ჭარბი ტენიანობა ხელს უწყობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დათესოთ სტაფილო ნოემბერში, რომ ზაფხულის დასაწყისში გემრიელი ნაყოფი მიირთვათ.
სტაფილოს დათესვა
დათესვის დროის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან წელს ძალიან თბილი შემოდგომა გვქონდა, ნოემბერი დასათესად შესაფერისი დროა. კარგი მოსავლის მისაღებად სტაფილო მხოლოდ ძლიერი აცივების შემდეგ დათესეთ. დღის საშუალო ტემპერატურა 0-დან -2 გრადუსამდე უნდა იყოს.
გირჩევთ, რომ სტაფილო გაყინულ მიწაში, ძლიერი ყინვების დაწყებამდე დათესოთ. ამინდი არაპროგნოზირებადია, ამიტომ ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვით. არ იჩქაროთ, რადგან თბილ მიწაში თესლი გაიზრდება, ხოლო შემდეგ ამოსულ ყლორტებს ყინვა გაანადგურებს. ნოემბრის ბოლოს შეიძლება შესაფერისი ამინდი დაიჭიროს. 13-დან 25 ნოემბრამდე შესაფერისი დღე შეარჩიეთ.
ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მიღებული მოსავლით კმაყოფილი დარჩეთ. თქვენს ნაკვეთზე ოდნავ შემაღლებული ადგილი გამოიყენეთ. ასე გაზაფხულზე გამდნარი თოვლი მიწას არ დატბორავს. სტაფილოს რბილი, ფხვიერი მიწა უყვარს. მზე აქტიურად უნდა ანათებდეს, რომ გაზაფხულზე თოვლი სწრაფად გადნეს.
სტაფილო ქარიან ამინდში არ დათესოთ. თესლი 5 სმ სიღრმეში დათესეთ, ერთმანეთს თანაბრად დააშორეთ. დათესვის შემდეგ მიწას მულჩი დააფარეთ.
თესვის წესები
დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი წესები. მხოლოდ მშრალი თესლი გამოიყენეთ. სველი თესლი ნაადრევად განვითარდება. სტაფილოს ჯიში სწორად შეარჩიეთ. მოსავლის სწრაფად მისაღებად ნაადრევი ან საშუალო ჯიშები გამოიყენეთ. ყინვაგამძლე ვარიანტებიც არსებობს.
მას შემდეგ, რაც სტაფილოს დათესავთ, გაზაფხულამდე არ გამოკვებოთ და მორწყათ. საკმარისია, რომ დათბუნოთ და გაზაფხულის დადგომას დაელოდოთ.
იმის მიუხედავად, რომ რთულია ზუსტად განსაზღვრა, როდის სჯობს სტაფილოს დათესვა ზამთრისთვის, მებოსტნეები ამ მეთოდზე უარს ამბობენ. ასე სტაფილოს მეტ მოსავალს იღებენ. მსხვილი და წვნიანი ნაყოფი ადრე მწიფდება.