Connect with us

საკითხავი

სრული სიმართლე პროდუქტების დამუშავების და ორგანიზმზე მათი გავლენის შესახებ

თუ თქვენ მოუსმენთ ყველა იმ არსებულ სიახლეს, თუ როგორ და რით ამუშავებენ პროდუქტებს, სანამ ჩვენს სუფრაზე მოხვდებიან, თქვენ ყველაფერზე უარს იტყვით. ერთი მხრივ, ამ საშინელი ისტორიების დაჯერება არ გვინდა, მეორეც, საყვარელი ვაშლის ჭამის დროს მოდუნება უკვე შეუძლებელია.

დღეს პროდუქტების ზიანის შესახებ 7 გავრცელებული მითი შევაგროვეთ და უარვყავით. ეს სტატია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რომელი პროდუქტების ჭამა შეიძლება ისე, რომ საკვებით მოწამვლასა და შესაძლო დაავადებებზე არ იფიქროთ.

ცვილით დაფარვა

ალბათ საშინელი ცვილით დაფარვაზე გსმენიათ, რომელსაც ხილს უსვამენ, რომ მათი ტრანსპორტირება გარეგნული დაზიანების გარეშე შეძლონ. აღმოჩნდა, რომ ამაში სახიფათო არაფერია. ხილი, რომელიც ხიდან მოკრიფეს და ჯერ არ გარეცხილა, ასევე ცვილის თხელი ფენით არის დაფარული, ოღონდ ნატურალურით. ვაშლს მოსავლის აღების შემდეგ რეცხავენ, რომ ქიმიკატები და მტვერი მოაშორონ. ამ დროს ნატურალური ცვილიც ირეცხება, რომელიც შემდეგ სხვა საშუალებით იცვლება.

სხვათა შორის, არასწორი წარმოდგენების მიუხედავად ცვილი გამოიყენება საკვებად და რამდენიმე წვეთის სახით ნაყოფზე. ასეთი რაოდენობით ორგანიზმში უბრალოდ არ შეიწოვება და ზიანს არ აყენებს. მთავარია, ხილის გარეცხვა არ დაგავიწყდეთ.

ბანანების გაზაცია

ამ სიტყვათშეთანხმებამ შეიძლება ბევრი შეაშინოს. ბანანს ნამდვილად ამუშავებენ გაზით, რომელიც აზოტს და ეთილენს შეიცავს, რომ სწრაფად დამწიფდეს, რადგან მას ჯერ კიდევ მწვანეს წყვეტენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მთელ მსოფლიოში მისი ტრანსპორტირება. ბანანის მომწიფების პროცესი შეგიძლიათ სახლის პირობებში გაიმეოროთ. ამისთვის ბანანი პაკეტში ახალ ვაშლთან ერთად მოათავსეთ, რომელიც ეთილენს გამოყოფს. ჰერმენტულად დაახურეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ. აზოტი, რომელიც გაზის ნაწილია, ჰაერშიცაა.

აი, პლანტაციებზე ბანანს თიაბენდაზოლით ამუშავებენ, რომ ხილი არ დალპეს და მასზე სოკო არ გაჩნდეს. გამოიყენება ძალიან მცირე რაოდენობით, რომელიც ორგანიზმისთვის საზიანო არაა. ცივი წყლით კარგად შორდება.

ღრმა გაყინვა

დადის მოსაზრება, რომ ბოსტნეულის და ხილის ღრმად გაყინვა სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების დაკარგვას იწვევს. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი უფრო პირიქითაა – გაყინვა სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას ხელს უწყობს. აი, მაღაზიის დახლებზე ხილი და ბოსტნეული თავიანთ ვიტამინებს კარგავენ.

მხოლოდ პომიდვრის გაყინვა არ ღირს. მცირე გაგრილების დროსაც კი ფერმენტები ნადგურდება, რომლებიც არომატსა და გემოზე არიან პასუხისმგებელნი.

რძის ულტრაპასტერიზაცია

ბევრი ულტრაპასტერიზებულ რძეს არ ყიდულობს და არჩევანის არგუმენტად ის ფაქტი მოყავს, რომ მასში ვიტამინები განადგურებულია. ეს სიმართლეა, თუმცა რძეს არა მისი ვიტამინების შემადგენლობის გამო, არამედ ცილების, ცხიმების, ნახშიწყლების და კალციუმის გამო ვაფასებთ, რომლებიც ულტაპასტერიზებულ პროდუქტებში სრულად შენარჩუნებულია. ასეთი დამუშავების შემდეგ პროდუქტით მოწამვლის რისკი მცირდება და შეგიძლიათ მაცივარში დიდხანს შეინახოთ.

წიწიბურის თბოდამუშავება

ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწვანე წიწიბურას იღებს, რადგან ყავისფერი წიწიბურა წარმოების პროცესის გამო, უფრო კონკრეტულად, თბოდამუშავების გამო ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. სინამდვილეში სხვაობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ სერიოზულად მისი აღქმა არ ღირს. ამასთან, სასარგებლო მიკროელემენტები და ვიტამინები, რომლის გამოც წიწიბურას ვაფასებთ, თბოდამუშავების შემდეგაც რჩება.

სულფიტირება

ჩირის და ზოგიერთი ხილის უმეტესობა სულფიტირების ან გოგირდის დიოქსიდით დამუშავების პროცესს გადის, რომელიც შეფუთვაზე აღინიშნება როგორც E220. ეს ნივთიერება ხილს მავნებლებისგან იცავს და სასიამოვნო ფერის შენარჩუნებაში ეხმარება. გოგირდის დიოქსიდი კვების მრეწველობაში უფრო დიდხანს გამოიყენება და ამ ნივთიერებით დამუშავება თუ სწორად და მოთხოვნების შესაბამისად მოხდება, სახიფათო არაფერია.

ფრიტიურში შეწვა

ყველასთვის ცნობილია, რომ ფრიტიურში პროდუქტების შეწვა საზიანოა. თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ბოსტნეული ასეთი დამუშავების შემდეგ უფრო სასარგებლო ხდება. მას მიეკუთვნება კარტოფილი, გოგრა, ბადრიჯანი და პომიდორი. თუმცა ხარისხიანი, ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი უნდა გამოიყენოთ, რომ ბოსტნეულის ფრი ნამდვილად სასარგებლო იყოს.

როგორც ხედავთ, ბევრი კვების პროდუქტი დამუშავების პროცესს ნამდვილად გადის, სანამ მაღაზიის დახლამდე მოაღწევს. თუმცა ყველა სახის დამუშავება ისეთი სახიფათო არაა, როგორც ამბობენ, ხოლო ბევრი ნივთიერება შეგიძლიათ უბრალოდ წყლით ჩამორეცხოთ. უფრო სასიამოვნოა, როცა პროდუქტების შესახებ სიმართლე იცით და ამ საშინელ ისტორიებს არ ისმენთ.