Connect with us

ჯანმრთელობა

სრული სიმართლე კომბოსტოს მოყვარულებისთვის! ყურადღება მიაქციეთ, თუ ხშირად მიირთმევთ

გემრიელი, ხრაშუნა, მჟავე…. რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელიც ამ ტრადიციულ, შინაურულ კერძს გულგრილად ჩაუვლის.

როგორც აღმოჩნდა, კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა არა მხოლოდ ნაბახუსევზე, არამედ სისუსტის, სურდოს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს. ამასთან კოსმეტოლოგიასა და დიეტოლოგიაში ეფექტურად გამოიყენება.

კომბოსტოს მწნილის ჯადოსნური თვისებები

ერთი შეხედვით უბრალო პროდუქტი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს შეიცავს: A პროვიტამინი, C, B1, B2, B3, B6, K და U ვიტამინები. სხვათა შორის, U ვიტამინი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს თავიდან აგაცილებთ.

C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით კომბოსტოს მწნილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და უჯრედების და ქსოვილების დაბერებას აფერხებს. ამ თვისებას კი ქალები განსაკუთრებით დააფასებენ. როცა კომბოსტოს მწნილს მიირთმევთ, თქვენი უჯრედები მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებულნი ხდებიან, რაც აღდგენის პროცესს ხელს უწყობს.

კომბოსტოს მწნილი ბევრ იოდს შეიცავს. მასში რძის მჟავაც შედის, რომელსაც ნაწლავის ჩხირების და სხვა სახიფათო ბაქტერიების დამარცხება შეუძლია.

ასევე დამტკიცებულია, რომ ამ ჯადოსნური პროდუქტის მოხმარებით სისხლში ქოლესტერინის დონე და სიმსივნის განვითარების რისკი მცირდება.

ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ? ამ ამოცანის შესრულებაში კომბოსტოს მარილწყალი დაგეხმარებათ, რომელიც შესანიშნავ წონის შემამცირებელ და გამწმენდ თვისებებს ფლობს. მასში დიდი რაოდენობით ტარტრონული მჟავა შედის, რომელიც ცხიმს დაგროვების საშუალებას არ აძლევს. დადებით ეფექტს საკმაოდ სწრაფად დაინახავთ.

კომბოსტოს მარილწყალი მომავალ დედებს ტოქსიკოზთან ეფექტურად ბრძოლაში დაეხმარება.

კომბოსტოს მწნილი კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. მას ხშირად სახის ნიღბების სახით იყენებენ. მაგალითად, აკნეს დროს დაორთქლილ სახეზე კომბოსტოს მწნილი სახეზე სქელ ფენად დაიდეთ, ზემოდან სალფეთქი დაიფინეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ.

თუ სახეზე ჭორფლები მოგბეზრდათ, კომბოსტოს მარილწყალის ნიღაბი სცადეთ. მასში სალფეთქი დაასველეთ და სახეზე დაიდეთ. 10 წუთის შემდეგ სალფეთქი მოიშორეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ახალი კომბოსტო და მწნილი: რომელი უფრო სასარგებლოა?

თერმული თუ სხვა დამუშავების შემდეგ პროდუქტები თავის ღირებულ თვისებას კარგავენ, მაგრამ ეს კომბოსტოს მწნილს არ ეხება. სწორედ ამიტომ, კომბოსტოს მწნილი ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ახალი!

დამწნილების პროცესში ახალი კომბოსტო ახალი ღირებული ნივთიერებებით და ვიტამინებით გაჯერებული ხდება, რომელიც პროდუქტის მომზადებიდან 10 თვე ინახება.

სხვათა შორის, დამწნილების დროს კომბოსტოს წვრილად დაჭრა აუცილებელი არაა. რაც უფრო მსხვილად დაჭრით, მით უფრო მეტ სასარგებლო ვიტამინს და მიკროელემენტს შეინარჩუნებთ.

რით არის საზიანო კომბოსტოს მწნილი

მაღალი ორგანული მჟავის შემცველობის გამო კომბოსტოს მწნილი ზოგიერთი დაავადების დროს შეიძლება საზიანო იყოს. ის თირკმელზედა ჯირკვლის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჰიპერტონიის, ნაღვლის ბუშტში კენჭების და თირკმლის უკმარისობის დროს უკუჩვენებულია.

თუ მწვავე გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული გაწუხებთ, ეს პროდუქტი სიფრთხილით უნდა მოიხმაროთ:

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კომბოსტოს მწნილის გასინჯვა ძალიან გსურთ, გამოყენების წინ მარილწყალი კარგად მოაშორეთ ან თავიდან ძალიან მცირე მარილით დაამწნილეთ.

კომბოსტოს მწნილის სარგებელი ქალებისთვის გასაგებია! მისი დახმარებით დაავადებების პროფილაქტიკა ხდება, წონაში ვიკლებთ და კანის მდგომარეობას ვაუმჯობესებთ.

რაც ყველაზე მთავარია, ცოტა კომბოსტოს მწნილი პრაქტიკულად ნებისმიერ კერძს ხიბლს მატებს.