Connect with us

ჯანმრთელობა

სრული სია იმ პრობლემებისა, რომელთაც აქტივირებული ნახშირით გაუმკლავდებით

ნახშირი მთელი ორგანიზმისთვის უბრალოდ „შავი ოქროა“. მისი დახმარებით მთელ რიგ პრობლემებს გაუმკლავდებით.

1. საშუალება მეტეორიზმის და შებერილობის დროს

გაზები ყველას აქვს. საშუალოდ ადამიანი დღეში 14-ჯერ გაზს უშვებს და ეს ნორმალური მოვლენაა. თუმცა, თუ მეტეორიზმი ან მუცლის მტკივნეული შებერილობა გაწუხებთ, თქვენ აქტივირებული ნახშირი გჭირდებათ!

კვლევებმა აჩვენა, რომ ჭამამდე აქტივირებული ნახშირის მიღება ნაწლავებში გაზების წარმოქმნას მნიშვნელოვნად ამცირებს.

2. ქოლესტერინის დონის შემცირება

ქოლესტერინის მაღალი დონე გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ორჯერ ზრდის. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც 1 თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ 8 გრ აქტივირებულ ნახშირს ღებულობდნენ, ცუდი ქოლესტერინის დონე 41%-ით შეუმცირდათ, ხოლო კარგი ქოლესტერინი 8%-ით გაეზარდათ! ამასთან არანაირი გვერდითი ეფექტი არ დაფიქსირებულა!

3. ჯანსაღი თირკმლების მხარდაჭერა

ყოველდღე თირკმლები დაახლოებით 115-140 ლ სისხლს წმენდენ და  1-2 ლ შარდს გამოყოფენ, რომელიც ნარჩენებისა და ჭარბი სითხისგან შედგება. ღვიძლთან ერთად თირკმლები ბუნებაში ყველაზე სრულყოფილ გაწმენდით სისტემას წარმოადგენს.

თუმცა საკვებში შაქრის, მარილის, ცხოველური ცილების, ცხიმებისა და კონსერვანტების გამოყენება თირკმლების უკმარისობას იწვევს. აქტივირებულ  ნახშირს შარდოვანა და სხვა შარდის ტოქსინები გამოაქვს, ეს კი თირკმლების ჯანმრთელობას ხელს უწყობს.

4. საკვებით მოწამვლის დროს სწრაფი გამოჯანმრთელება

საკვებით მოწამვლა ძალიან გავრცელებული მოვლენაა – მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 48 მლნ შემთხვევა ფიქსირდება!

ღებინების, დიარეას, მუცლის ტკივილის და დაკარგული დღეების თავიდან ასაცილებლად მოწამვლის პირველივე ნიშნების დროს აქტივირებული ნახშირი უნდა მიიღოთ. ნახშირი ტოქსინებს სწრაფად ანეიტრალებს.

5. რბილი კანის საიდუმლო

ჭუჭყი და ცხიმი სახის კანის ფორებს ახშობს და გარეგნობას „აბერებს“, ბევრი გამწმენდი საშუალება კი მავნე ქიმიას შეიცავს. აქტივირებულ ნახშირს მაგნიტის მსგავსად ფორებიდან ჭუჭყი და ცხიმი გამოაქვს, რითაც კანს სუფთას და რბილს ხდის!

6. მდიდრული თმა

იგივე ტოქსინები, ჭუჭყი და ცხიმი, რომლებიც კანს აბინძურებენ, თმასაც აზიანებენ და უსიამოვნო შესახედაობას ანიჭებენ. აქტივირებული ნახშირი თმის ბოლქვებს ასუფთავებს, მას ბრწინვალებას და ხავერდოვნებას ანიჭებს.

შამპუნისგან განსხვავებით, რომლებიც მავნე ქიმიკატებისგან შედგება, აქტივირებული ნახშირი 100%-ით ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა.

7. კბილების გათეთრება

ჰოლივუდის ღიმილის მიღება გსურთ ისე, რომ ძვირადღირებულ პროცედურებზე ბევრი ფული არ დახარჯოთ? საკმარისია აქტივირებული ნახშირით კბილები კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდოთ.

აქტივირებული ნახშირი კბილის ემალს წმენდს. ის მიკროსკოპულ ნაწილაკებს აშორებს, რომლებიც ნადებს ქმნიან.

8. სასიამოვნო სუნი პირიდან

პირიდან უსიამოვნო სუნი გაწუხებთ? აქტივირებული ნახშირი აქაც დაგეხმარებათ. ეს არა მხოლოდ ეფექტური დეზოდორანტია, არამედ პირის ღრუს მჟავე-ტუტე ბალანსაც არეგულირებს, რაც კბილებსა და ღრძილებს ბაქტერიებისა და დაავადებისგან იცავს.

კბილები ნახშირით გაიწმინდეთ. მას გემო არ აქვს და შავი ფერიც უკვალოდ ქრება!

9. ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკა

აქტივირებული ნახშირი გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს არა მხოლოდ იმით, რომ კანს აახალგაზრდავებს, თმას აჯანსაღებს და ქათქათა ღიმილს განიჭებთ.

დამტკიცებულია, რომ აქტივირებული ნახშირის რეგულარულ გამოყენებას ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები გამოაქვს, რომლებიც ორგანოებს აზიანებენ, უჯრედებს ანადგურებენ და სხეულის დაბერებას აჩქარებენ.

გასაოცარი არაა, რომ გვინეტ პელტროუს ნახშირი ასე ძალიან უყვარს!

10. ნაბახუსევის პროფილაქტიკა

ბევრი დალევა მოგიწიათ? დალევის მეორე დღეს რთული შეგრძნება ალბათ, ყველასთვის ცნობილი სიტუაციაა. თავის ტკივილის, გულის რევის და ზოგადი სისუსტის მოშორებას შესანიშნავი მეთოდით შეძლებთ: დალევის დაწყებამდე აქტივირებული ნახშირი მიიღეთ!

ის ალკოჰოლს არ უკავშირდება, მაგრამ ბევრი ფერმენტული შუალედური პროდუქტი გამოაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რო დილით ნაბახუსევი არ შეგაწუხებთ და თავს შესანიშნავად იგრძნობთ!

11. საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდა

ბოსტნეულსა და ხილში შემავალი პესტიციდები, ზრდის ჰორმონები ხორცში, ქიმია საკვებ წყალში – ჩვენ ძალიან ტოქსიკურ გარემოში ვცხოვრობთ.

როცა ეს ყველაფერი ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში გროვდება, ანთებას და სისუსტეს იწვევს.

ძლიერი ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისთვის საჭმლის მომნელებელი სისტემის რეგულარულად გაწმენდა აუცილებელია.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.