ჰოროსკოპი
სპილო, დათვი თუ ყორანი: რომელია თქვენი ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის მიხედვით
ნუმეროლოგიაში მცირე ცოდნაც დაგეხმარებათ, ადამიანის სულში ღრმად ჩახედვა შეძლოთ. საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ იმ მახასიათებლების გაგება, რომელზეც ადრე დეტალურად არ დაფიქრებულხართ. ტოტემური ცხოველი ყველა ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება. მის განსასაზღვრად ნუმეროლოგიური საფუძვლები საჭიროა.
სპეციალური და მარტივი გამოთვლა ჩაატარეთ, რომ გაიგოთ, რომელია თქვენი ტოტემური ცხოველი. თქვენი დაბადების რიცხვის ყველა ციფრი შეაჯამეთ. მიღებული რიცხვი გაამარტივეთ. საბოლოოდ, 1–დან 9–მდე ციფრი უნდა მიიღოთ. მაგალითად, თუ დაიბადეთ 1982 წლის 10 მაისს. ამ შემთხვევაში მივიღებთ: 1 + 0 + 0 + 5 + 1 + 9 + 8 + 2 = 26. მიღებული რიცხვით კიდევ ერთი მოქმედება შეასრულეთ, გაამარტივეთ: 2 + 6 = 8. ეს ციფრი მიუთითებს თქვენს ტოტემურ ცხოველზე, რომელიც გფარველობთ.
ტოტემური ცხოველი დაბადების თარიღის მიხედვით: დეტალური დახასიათება
1
თუ საბოლოოდ ერთიანი მიიღეთ, თქვენი მფარველი ცხოველია დათვი. ძალიან ბრძენი და საკმაოდ მშვიდია. სწორედ ამიტომ, ამ ტოტემური ცხოველის მფლობელი საკმაოდ გონიერია. გადაწყვეტილებას ყოველთვის დაფიქრებულად იღებს და იმპულსურად არ მოქმედებს.
2
ორიანი ამბობს, რომ თქვენი ტოტემური ცხოველია სპილო. შვილებზე ზრუნვით ცნობილია. თუ თქვენი მფარველია სპილო, სავარაუდოდ, კარგი მეოჯახე ხართ. თქვენთვის ოჯახის ბედნიერება პირველ ადგილზეა.
3
თქვენი ტოტემური ცხოველია თახვი, რომელიც ჩაკეტილობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. მისი მფარველობის ქვეშ ადამიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს, საუკეთესო შედეგის მიღებას ცდილობს. ოღონდ ამას მარტო აკეთებს. გუნდური მუშაობა მისთვის არაა.
4
თქვენი მფარველია არწივი. ეს ტოტემი სასიცოცხლო პრიორიტეტების სწორად დასახვაში გეხმარებათ. ფრინველი ძალიან კარგად ხედავს, ამიტომ შორსმიმავალი გეგმების სწორად შედგენა შეგიძლიათ.
5
ეს ციფრი მიუთითებს, რომ თქვენი მფარველი ცხოველია კუტკალია. ასეთი ტოტემის მქონე ადამიანი ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსეა. მარდია. დაუძლეველი სურვილი აქვს, რომ ყოველთვის მაქსიმალურად პოზიტიური ემოციები მიიღოს (თუნდაც წვრილმანიდან).
6
თქვენი მფარველია ხარი, რომელიც უკან არასდროს იხევს. საკმაოდ ჯიუტი და მიზანდასახული ხართ, წინ ჯიქურად მიიწევთ. იშვიათად წარმოქმნილ კონფლიქტში ახერხებთ ოპონენტი თქვენს სიმართლეში დაარწმუნოთ.
7
ყორანის მფარველობის ქვეშ ხართ. ჩვეულებრივ, ადამიანი ასეთი ტოტემით ძალიან შემოქმედებითია. ორიგინალური და არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევით. განსაკუთრებულ ნიჭს ფლობთ. ეს კარგი ინტუიციაა.
8
ეს ციფრი ამბობს, რომ თქვენი ტოტემური ცხოველია ბაყაყი. სწორედ ამიტომ, თქვენთვის ფინანსური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია. გსურთ, ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყოთ. ამ გრძნობას მოაქვს ფული, რომლის მისაღებად ენერგიის გამოცლამდე მუშაობთ.
9
ამ ციფრს შეესაბამება ძაღლი. ამ ცხოველის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანი ძალიან ერთგული მეგობარი და შეყვარებულია. გარდა ამისა, მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩევა.