ვიდეო
სპა პროცედურები თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის. მარტივი და ეფექტური მეთოდი.
თუ ხავერდოვანი თმის მიღება გსურთ, ეს რეცეპტები აუცილებლად გამოიყენეთ.
თმის სპა პროცედურა 3 ძირითად ეტაპს მოიცავს – ღრმა კონდიციონირება, ნიღბის წასმა, ასევე არომატული ბალახის გადავლება.
იდეალური და ბუნებრივი სპა პროცედურის პირველ ეტაპს ნატურალური საპნის ან რამდენიმე ნატურალური ზეთის ნარევის გამოყენებით თავის კანის მასაჟი წარმოადგენს.
ამ რეცეპტში ყველა ნატურალური ზეთია მოცემული, რომლებიც თმის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
შედეგად, თავის კანსა და თმის ბოლქვებში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და თმის ზრდა ჩქარდება.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/კ ნუშის ზეთი
- 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
- 1 ჩ/კ სეზამის ზეთი
წაისვით და დარწმუნდით, რომ ზეთი თმას მთლიანად, ძირებიდან ბოლოემდე ფარავს. თავის კანი მინიმუმ 1-2 წუთით დაიმასაჟეთ. საშხაპე ქუდი დაიხურეთ და ზემოდან პირსახოცი ან შარფი შემოიხვიეთ.
15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი სპა პროცედურის მომავალი ნაბიჯებით მოიშორეთ.
თაფლის ნიღაბი თმისთვის
ნიღბების გამოყენება თმის სპა პროცედურის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ეს პროცედურა ღრმად მუშაობს. შედეგად თმა რბილი და ხავერდოვანი ხდება.
ავოკადოში შემავალ სასარგებლო ცხიმებს დამარბილებელი თვისებები აქვს, რომლებიც თმის ღეროებში მარტივად აღწევენ. ასევე თაფლი თავის კანს ატენიანებს და თავის კანის ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს.
ეს ნიღაბი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
ინგრედიენტები:
- 1/3 ავოკადო
- 1 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ იოგურტი
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. თავი დაიბანეთ და ნარევი სველ თმაზე წაისვით და საშხაპე ქუდი დაიხურეთ.
20 წუთით გაიჩერეთ, წყლით კარგად ჩამოიბანეთ და თავი რბილი შამპუნით დაიბანეთ.
ბანანის და კვერცხის ნიღაბი
ბანანი სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებით არის მდიდარია. განსაკუთრებით ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც სახლის სპა პროცედურისთვის მნიშვნელოვანია.
შედეგად მწიფე ბანანი თმის ბუნებრივ ელასტიკურობას ზრდის, თმის ცვენას და ბოლოების გაყოფას აფერხებს.
ასევე თმის დარბილებას ხელს უწყობს და ღია კუტიკულას ხურავს.
კვერცხი ცილების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელიც თმის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს.
ინგრედიენტები:
- 1 მწიფე ბანანი
- 1 კვერცხი
- 2 ს/კ თაფლი
- 3 ს/კ რძე
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
ბანანი დაჭყლიტეთ და ათქვეფილი კვერცხი, თაფლი, რძე და ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. თმაზე თანაბრად წაისვით და საშხაპე ქუდი დაიხურეთ. 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით კარგად ჩამოიბანეთ. თმა რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
დაბანის შემდეგ თავზე ბალახების ნაყენი გადაივლეთ. შედეგად თმა უფრო ჯანსაღი გახდება და გარეგნული მხარე გაუმჯობესდება. განსაკუთრებით რეკომენდებულია ჭინჭრის, ოროვანდის ფესვების და სალბის ნაყენები. წყლით არ ჩამოიბანოთ და მომავალ დაბანამდე მოქმედების საშუალება მიეცით.
ეს შინაურული სპა რეცეპტები თმის პრობლემებს ნამდვილად მოაგვარებს. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.