Connect with us

საკითხავი

სოკრატე და მისი სამმაგი ფილტრის მეთოდი, რომლის დახმარებით სიმართლეს სიცრუისგან გაარჩევთ

ძველ საბერძნეთში ითვლებოდა, რომ სოკრატე ცოდნას დიდად აფასებდა. ერთხელ, დიდ ფილოსოფოსს ნაცნობი შეხვდა და თითქოსდა შემთხვევით ჰკითხა: „იცით, რა გავიგე ახლახანს თქვენი მეგობრის შესახებ?“ ფილოსოფოსის პასუხი საოცარი და თითოეული ჩვენგანისთვის ჭკუის სასწავლებელია.

– ერთი წამით, მოიცადე – უპასუხა ჩაფიქრებულმა სოკრატემ.

– მოდი, სანამ ჩემს მეგობარზე რამეს მეტყვი, რამდენიმე მომენტი გამოვყოთ და გავფილტროთ ის, რის თქმასაც აპირებ.

სწორედ ამიტომ, ამ მეთოდს (ტესტს) ხშირად სოკრატეს სამმაგ ფილტრს უწოდებენ.

ფილტრი ნომერი 1: ჭეშმარიტება. დარწმუნებული ხარ, რომ ის, რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

– არა, სინამდვილეში, ამას ყური მოვკარი – თქვა მამაკაცმა.

– კარგი. გამოდის, ნამდვილად არ იცი, ეს სიმართლეა თუ შეთხზული ტყუილი. ახლა მეორე ფილტრი გამოვიყენოთ, – უპასუხა სოკრატემ.

ფილტრი ნომერი 2: სიკეთე. ჩემს მეგობარზე რაიმე კარგის თქმას აპირებ?

– ჰმმ, არა, უფრო პირიქით, ცუდის… – ორჭოფობა დაიწყო მოსაუბრემ.

– მოკლედ, ჩემს მეგობარზე რაღაც ცუდის თქმას აპირებ და დარწმუნებული არ ხარ, რომ ჭეშმარიტი სიმართლეა. მოდი, შენი ინფორმაცია მესამე ფილტრში გავატაროთ – გააგრძელა სოკრატემ.

ფილტრი ნომერი 3: სარგებლობა. მითხარი, გთხოვ, ჩემს მეგობარზე სასარგებლო ინფორმაციის თქმას აპირებ? თუ ნამდვილად არ ხარ დარწმუნებული, რომ ჩემთვის სასარგებლო იქნება?

– კარგი, თუ ის, რის თქმასაც აპირებ, არ არის ჭეშმარიტება, არც კარგი და არც სასარგებლო. მაშინ რატომ უნდა მითხრა პრინციპში?

აი, სოკრატეს ფილოსოფია, თუ როგორ გავფილტროთ სწორად მონაცემები, რომელთა მოწოდებას თქვენთვის აპირებენ. ასე ყალბი, ცუდი და უსარგებლო ინფორმაციის ამოცნობას შეძლებთ. ამ მეთოდით საკუთარ თავს, მეგობრებს, ნათესავებს და ახლობლებს ჭორებისა და ავი სიტყვისგან დაიცავთ. ასე სუფთა ფსიქიკას და მშვიდ სულს შეინარჩუნებთ!