Connect with us

ჯანმრთელობა

სოდის და ლიმონის ნარევი ყოველწლიურად ათასობით ადამიანს შველის. ნამდვილი უფლის სასწაული

Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სასწაულმოქმედ ნარევს, რომელსაც მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია. ჩვეულებრივ, საკვები სოდისა და ლიმონის წვენის ნარევს ღვეზელის მოსამზადებლად ვიყენებთ, მაგრამ არა სამკურნალოდ. ასეთმა რეცეპტმა ბევრი კამათი გამოიწვია, რამაც ჭეშმარიტება დაბადა. დღეს გიამბობთ, რატომ არის სასარგებლო ლიმონის და სოდის ერთად მიღება და როგორ მიიღოთ.

სოდა ლიმონთან ერთად

ლიმონის წვენის და სოდის ნარევი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალს და მიკროელემენტს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან იცავენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი პროდუქტები მედიკამენტები არაა, ორგანიზმს მხოლოდ ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება.

სოდა ლიმონთან ერთად ორგანიზმს წმენდს, მიკრობებს ებრძვის და ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა. სოდით მკურნალობის ერთ–ერთი მთავარი მხარდამჭერი პროფესორი ივან ნეუმივაკინია, რომლის კვლევამ არატრადიციულ მედიცინაში ათასობით ადამიანს მძიმე უსიამოვნებების დამარცხებაში დაეხმარა.

სასარგებლო თვისებები

„ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იცხოვროს და გონივრულად გამოიყენოს ის, რასაც ბუნება აძლევს“ – ირწმუნება პროფესორი. რა სარგებელი იმალება სოდისა და ლიმონის ნარევში? როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს სამკურნალო საშუალება?

1. ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან წმენდს

სოდა და ლიმონის წვენი – საწყობია მათთვის, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. დილით დალეული 1 ჭიქა წყალი ლიმონის ნაჭერთან და სოდასთან ერთად ენერგიით დაგმუხტავთ და იმუნიტეტს გააძლიერებს. სასმელი ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რაც სასმელს გამწმენდ თვისებებს ანიჭებს. ასეთი ნარევი ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში საიმედო დამხმარეა.

2. მჟავე–ტუტე ბალანსს არეგულირებს

ლიმონის და სოდის ნარევს ორგანიზმში მჟავე–ტუტე ბალანსის შენარჩუნება შეუძლია. სწორედ დისბალანსია მრავალი მწვავე და ქრონიკული დაავადების მიზეზი. მჟავე გარემო ყველა შესაძლო ინფექციის გასავითარებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის, ამიტომ დროდადრო ორგანიზმის გატუტოვნება სასარგებლოა.

3. საჭმლის მომნელებელ პროცესებს აუმჯობესებს

სოდის და ლიმონის კომბინაცია კუჭის გაზრდილ მჟავიანობას შესანიშნავად ებრძვის, გულძმარვის და ნაწლავებში დაგროვილი გაზის მოშორებაში დაგეხმარებათ. ლიმონმჟავას შეუძლია თირკმლებში კენჭების დაშლაში დაგეხმაროს, ღვიძლის ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენას ახდენს, ასევე დისპეფსიურ სიმპტომებს ებრძვის.

4. სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს

სასწაულმოქმედი ნარევის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება – სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დარეგულირება. 1 ჭიქა წყალი ლიმონით და სოდით თქვენს გულ–სისხლძარღვღა სისტემას სერიოზული დაავადებებისგან იცავს, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

მომზადება და გამოყენება

ასეთი სასარგებლო საშუალების მომზადება ძალიან მარტივია! ოთახის ტემპერატურის (არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი) სუფთა წყალი აიღეთ . 1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ სოდა და ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. საშუალება მზადაა! ასეთი საუზმე დილით, საუზმის მიღებამდე დალიეთ.

გირჩევთ, ყოველდღე ახალი ნარევი მოამზადოთ, რადგან ხანგრძლივი შენახვისას თავის სამკურნალო თვისებებს კარგავს. 2 კვირიანი თერაპიის შემდეგ შეისვენეთ და კიდევ 2 კვირის შემდეგ მკურნალობა გაიმეორეთ.

ხალხურ მედიცინას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ლიმონის წვენის და სოდის ნარევი არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ მარტივად მოსამზადებელი საშუალებაა.

შეგახსენებთ, ინფორმაცია გაცნობით ხასიათს ატარებს. ხალხური მედიცინის ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.