სხვა
სოდა უსიამოვნო სუნების წინააღმდეგ. მითი თუ რეალობა
საკვები სოდა უსიამოვნო სუნებს ანეიტრალებს?! დიახ! უმეტეს შემთხვევებში მაცივარში უსიამოვნო სუნი ობის, სოკოსა და ლპობადი საკვების გამო ჩნდება. თუ პროდუქტებზე მავნე ბაქტერიები გაჩნდნნ ჰაერში მჟავე სუნის მქონე ნივთიერებები გამოიყოფა. ამ ყველაფერს საყოფაცხოვრებო მჟავა დაუმატეთ, რომელიც კარაქის ხანგრძლივად შენახვის შედეგად ჩნდება და ხორც პროდუქტების მიერ გამოყოფილი ამინები – შედეგად მაცივრიდან გამოსული არომატი აუტანელი ხდება…
საკვები სოდა ამფოტერულ ნივთიერებებს მიეკუთვნება. ის რეაქციაში შედის მჟავებთან და მათ სუნს ანეიტრალებს.
ძველი და ძლიერი სუნებისგან სოდა ვერ გიხსნით
სოდით სავსე ჭურჭელს თუ მაცივრის თაროზე მოათავსებთ ის რძისგან ან ყველისგან გამოწვეულ სუნებს გაანეიტრალებს. თუმცა თუ მაცივარში თევზი გაფუჭდა ამ დროს სოდა ვერ დაგეხმარებათ. ასეთ შემთხვევაში აჯობებს მაცივარი კარგად გამოწმინდოთ ძმრით და შემდეგ ნახევარი ლიმონით გაწმინდოთ.
იმსთვის, რომ მაცივარში კარგი სუნი იდგეს, მასში სოდიანი ჭურჭლის დადგმა საკმარისი არ არის.
საკვები სოდა შესანიშნავად აქრობს უსიამოვნო სუნებს, თუმცა მხოლოდ ამ პირობების დაცვით:
1. სოდა ფართო, ბრტყელ კონტეინერში შეინახეთ, სახურავის გარეშე რათა ფხვნილმა კარგად შეძლოს უსიამოვნო სუნების შეწოვა
2. კონტეინერი სუნის წყაროსთან მაქსიმალურად ახლოს დადგით
3. სოდა თვეში მინიმუმ სამჯერ უნდა შეცვალოთ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სოდა თავად ხდება ცუდი სუნის გამავრცელებელი
რით ჩავანაცვლოთ სოდა
მაცივრიდან უსიამოვნო სუნების მოსაცილებლად სხვა ნატურალური საშუალებებიც გამოგადგებათ, მათ შორის:
გააქტიურებული ნახშირი. ის შეგიძლიათ აფთიაქში აბების ან ფხვნილის სახით შეიძინოთ. უკეთესი შედეგისთვის დაფხვნილი გააქტიურებული ნახშირით სავსე კონტეინერი სუნების წყაროსთან დადგით. ფხვნილი თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა შეცვალოთ.
დაფქული ყავა. ნატურალური დაფქული ყავა საკვები სუნებს მკვეთრად ასუსტებს. პროდუქტი ეფექტური ერთი კვირის განმავლობაშია.
ძმარი. ძმარმჟავა არა მხოლოდ ანეიტრალებს უსიამოვნო სუნებს, არამედ წარმატებულად ებრძვის მავნე ბაქტერიებსაც. ჰაერის დეზინფექციისთვის თეთრი ძმრის ჭიქა მაცივარში შედგით და რამდენიმე დღით დატოვეთ. მისი მძაფრი სუნის ნუ შეგეშინდებათ – რამდენიმე საათის შემდეგ ის სხვა სუნებთან ერთად გაქრება.