Connect with us

საკითხავი

სოდა, საპონი და კიდევ 1 ინგრედიენტი ჭურჭლის სარეცხი გელის გასაკეთებლად

ყოველთვე საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო საშუალებებზე ფასები მატულობს. მათ გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით. ჭურჭლის სარეცხი სითხე, სარეცხი ფხვნილი ოჯახში საჭირო ნივთებია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ეფექტურ ხრიკს ბიუჯეტის დასაზოგად.

ჭურჭლის სარეცხი სითხე სახლის პირობებში გააკეთეთ. საჭირო ინგრედიენტებს სამზარეულოში იპოვით. ასე ფულს დაზოგავთ და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ. ხელნაკეთი გელი ადვილად ირეცხება, ზედმეტად არ ქაფდება და ნატურალურია.

ხელნაკეთი ჭურჭლის სარეცხი გელი

ინგრედიენტები:

  • 50 გ სარეცხი საპონი
  • 3 ს/კ სოდა
  • 1 ლ ცხელი წყალი
  • 4 ს/კ ნიშადურის სპირტი
  • 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. წვრილად გახეხილ სარეცხ საპონს 300 მლ ცხელი წყალი დაასხით. საპნის გახსნამდე აურიეთ.

2. მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. სოდა და კიდევ 700 მლ ცხელი წყალი დაუმატეთ.

4. ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. სარეცხი გელი გააგრილეთ და ბოთლში ჩაასხით.

ცივი ნატურალური სარეცხი გელი ოდნავ გასქელდება. ისე გამოიყენეთ, როგორც ნაყიდი სარეცხი საშუალება. სასურველია, რომ ხარისხიანი სარეცხი საპონი შეიძინოთ, რომელიც ცხიმებს შლის. ასე რთულ ლაქებსაც მარტივად მოიშორებთ. თუ ნიშადურის სპირტი არ მოგწონთ, საერთოდ ამოიღეთ. თუმცა ნიშადურის სპირტი ნამწვის მოშორებას ამარტივებს.

ასეთი ჭურჭლის სარეცხი გელი ჭურჭელს სხვადასხვა სახის ჭუჭყს კარგად აშორებს. ნარევის გამოყენებით ქურა და სამუშაო ზედაპირიც შეგიძლიათ გაწმინდოთ. ასე ყველაფერი სისუფთავით იბრწყინებს. საპნიან ნადებს არ ტოვებს.

Advertisement