ჰოროსკოპი
სლავური რუნები დაბადების თარიღით. რომელი რუნა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში
ქრისტიანობის მოსვლამდე სლავური კულტურა მრავალმხრივი და საინტერესო იყო. მათი ცხოვრება სლავური რუნებით, წარმართული ღვთაებებით, რიტუალებით, ქურუმებით, კერპებით და კულტებით იყო სავსე.
ითვლებოდა, რომ თითოეულ ადამიანს რომელიმე ღმერთი იცავს. გარდა ამისა, სწორად შერჩეული რუნი შეიძლება გახდეს თილისმა, რომელიც პრობლემის მოგვარებასა და მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. რუნა დაბადების თარიღის მიხედვით შეარჩიეთ. მისი პერიოდები თანამედროვე ზოდიაქოს ნიშნებს ჰგავს, მაგრამ 12 კი, არა მთელი 16 პერიოდია.
სლავური რუნები: პირადი ამულეტი დაბადების თარიღის მიხედვით
ქალწული (28 აგვისტო – 20 სექტემბერი)
ამ პერიოდში დაბადებულ ხალხს ქალღმერთი ჯივა მფარველობს. ადამიანი მუდმივად განვითარებაშია, შეუპოვრობით და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ხალხთან საერთო ენას ადვილად პოულობს, ნებისმიერი საუბრის მხარდაჭერა შეუძლია. სხვებს მასთან ყოფნა მოსწონს. ნათელმხილველობის უნარის წყალობით მომავლის პროგნოზირება შეუძლია.
რუნა არსებობა – საშუალებას გაძლევთ, რომ სულიერად განვითარდეთ, ამავდროულად წარმატებას იზიდავს.
რუნა წყარო – შეუცვლელია, როცა ადამიანს გაჩერება, მიმართულების და ჭეშმარიტი სურვილების გარკვევა სჭირდება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
გარეული ღორი (20 სექტემბერი – 12 ოქტომბერი)
ეს ხალხი ღმერთ რაჰმატის მფარველობის ქვეშაა. ძალის და სამართლიანობის სიმბოლოდ ითვლება. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ტყუილს და ფარისევლობას ვერ იტანს, მუდმივად სიმართლის ძიებაშია. პროვოკაციას და სუსტების შეურაცხყოფის მცდელობას ვერ იტანს. როგორც წესი, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მომთხოვნია, ზოგჯერ გამოთქმებში შეიძლება მკვეთრი იყოს. უმეტესად, კეთილსინდისიერად ცხოვრობს.
რუნა მშვიდობა – ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, ოჯახური და ფინანსური კეთილდღეობის პოვნაში დაგეხმარებათ, ქორწილს გააძლიერებს.
წერი (12 ოქტომბერი – 3 ნოემბერი)
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს ქალღმერთი როჟანა მფარველობს. ის ეხმარება ხალხს, ვინც ოჯახური ტრადიციების გამრავლებას და შობადობის შენარჩუნებას ცდილობს. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ოჯახურ ღირებულებებს დიდ პატივს სცემს. ახლობლების კეთილდღეობა მისი მთავარი პრიორიტეტია. შეიძლება ეგოისტი იყოს და საკუთარი ინტერესები სხვებზე მაღლა დააყენოს.
რუნა ჩერნობოგი – დაგეხმარებათ, რომ მავნე ჩვევები ადვილად მოიშოროთ, აზროვნება შეიცვალოთ და დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
გედი (3 ნოემბერი – 24 ნოემბერი)
ამ ხალხს ქალღმერთი მაკოში მფარველობს. ნოემბერში დაბადებული ადამიანი მოთმინებით და გამჭრიახობით გამოირჩევა. ინტუიცია განვითარებული აქვს. კარგი მეოჯახეა. ამავდროულად, ზედმეტად ემოციური შეიძლება იყოს და სიბრაზეში განრისხდეს. საკუთარი თავის ფასი იცის, მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევა. მთელი ცხოვრება საკუთარ დანიშნულებას ეძებს.
რუნა ალატირი – შინაგან ენერგიებს აბალანსებს, ინტუიციას აძლიერებს, საკუთარ თავთან და ბუნებასთან ჰარმონიის პოვნაში დაგეხმარებათ.
გველი (24 ნოემბერი – 17 დეკემბერი)
ცეცხლის ღმერთი სემარგლი გველის პერიოდში დაბადებულ ხალხს იცავს. სამყაროებს შორის შუამავლად ითვლება. ამ პერიოდის ადამიანი გამოირჩევა ემოციურობით, მგრძნობელობით და მაღალი ინტელექტუალური თვისებებით. გონიერია და საკუთარ მოსაზრებას ბოლომდე იცავს. დამოუკიდებელი, ძლიერი ნებისყოფა აქვს.
რუნა ცისარტყელა – პოზიტიურ ცვლილებებს და სულიერ განვითარებას აჩქარებს.
ყორანი (17 დეკემბერი – 8 იანვარი)
ყორანის პერიოდში დაბადებულ ადამიანებს კოლიადა იცავს. გულმოწყალე და კეთილგანწყობილი ადამიანია, შემოქმედებითი პოტენციალით დაჯილდოებულია. ცვალებადი განწყობის გამო სწორი გადაწყვეტილების მიღება ხშირად უჭირს. დამკვირვებლის და ფილოსოფოსის პოზიცია უფრო იზიდავს. ყველაფერში კარგად გარკვევის შემდეგ იცის, როგორ მოიქცეს სწორად. სწრაფი გადაწყვეტილება მასზე არაა.
რუნა საჭიროება – სამსახურსა და ახლობლებთან ურთიერთობაში სიტუაციას ასტაბილურებს.
დათვი (8 იანვარი – 1 თებერვალი)
ამ პერიოდში ძლიერი ნებისყოფის, თვითკმარი და მიზანდასახული ადამიანი იბადება. მას ღმერთი სვაროგი მფარველობს. ოჯახისა და ახლობლების კეთილდღეობისთვის თავს არ ზოგავს. საკუთარი გზა კარგად იცის და სხვების მინიშნებები არ სჭირდება. ამ პერიოდის ადამიანი შეიძლება იყოს ფეთქებადი და კატეგორიული, თუ რაღაც არ მოსწონს, ან მგრძნობიარე და მშვიდობიანი, თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდის.
რუნა კოცონი – უშიშრად და ეჭვების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ახალ პერსპექტივებს გზებს უხსნის.
ყარყატი (1 თებერვალი – 25 თებერვალი)
ამ პერიოდში დაბადებული ყარყატის მფარველობის ქვეშაა. ნათელი გონება აქვს, მაგრამ მისი გადარწმუნება რთულია. ბევრს მუშაობს, კარგად სწავლობს და დისციპლინას მკაცრად იცავს. რბილი ადამიანია, მაგრამ რთული ხასიათი აქვს.
რუნა თხოვნა – მამაცობას ავითარებს და სასურველის მიღწევაში გეხმარებათ. მზად იყავით, რომ მიზნის მისაღწევად რაღაცის მსხვერპლად გაღება მოგიწევთ.
მგელი (25 თებერვალი – 22 მარტი)
ამ ადამიანს ღმერთი ველესი იცავს. ამ პერიოდის ქვეშ დაბადებული ადამიანი მარტოობაში თავს მშვენივრად გრძნობს. ოჯახის ღირებულებას აცნობიერებს, კარგი მეუღლე და მშობელი, ერთგული მეგობარი და თანამებრძოლია. საკუთარი კეთილდღეობის მისაღწევად ბევრი რამისთვის მზადაა. თამამია და ცხოვრებაში ბანალურ გზას არ ირჩევს.
რუნა ძალა – პრობლემებისგან დაგიცავთ და მიზნის მიღწევის შანსებს გაზრდის.
მელა (22 მარტი – 15 აპრილი)
ქალღმერთი მორენა იცავს. ბევრი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იბადება. ხშირად ნათელმხილველობის ნიჭი აქვს. ჭკვიანი და ეშმაკია, რთულ სიტუაციაში გამოსავალს ადვილად პოულობს. გარდა ამისა, სიბრძნით დაჯილდოებულია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
რუნა ქარი – ახალი გადაწყვეტილების და იდეის პოვნაში დაგეხმარებათ. ახალი მიზნის მისაღწევად ენერგიას მოგცემთ.
ტურა (15 აპრილი – 7 მაისი)
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ღმერი ლელიას მფარველობის ქვეშ იმყოფება. მომთმენი, ამტანი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანია. საქმის შუა გზაზე მიტოვებას მიჩვეული არაა. გარდა ამისა, გულკეთილობით გამოირჩევა, სხვებს სიხარულით ეხმარება. ემპათიის გრძნობა ძლიერ განვითარებული აქვს, რაც ეხმარება, რომ კარგი მსმენელი და მეგობარი იყოს.
რუნა ბერეგინია – დაავადებებს თავიდან აგაცილებთ, ჯანმრთელობას გააძლიერებს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას აუმჯობესებს.
ლოსი (7 მაისი – 30 მაისი)
ქალღმერთი ლადა მფარველობს. შრომისმოყვარე და მომთმენია. გარდა ამისა, ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ხალხის გაძღოლა შეუძლია. ჯიუტი, გულმოდგინე და ჭკვიანია. მიზნისკენ შეუპოვრად მიიწევს. ამავდროულად, მზადაა, რომ ახლობელს უკანასკნელი პერანგი აჩუქოს. პირდაპირია, ზოგჯერ ზედმეტად.
რუნა უდი – ქვეცნობიერს აღვიძებს და ძალას აძლევს.
ფინისტა (30 მაისი – 21 ივნისი)
ამ ხალხს ღმერთი ვიშენი იცავს. ადამიანებს ენერგიით, სიმამაცით, სამართლიანობის გრძნობით და ბევრი ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარით აჯილდოებს. თამამი და შეუპოვარია. მათ შორის ბევრი შემოქმედებითი და გენიალური ადამიანია. ხშირად სამყაროს აიდეალებს, რის გამოც შეიძლება მარტო დარჩეს.
რუნა ლელია – სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება, დაცვას აძლიერებს.
რუნა ბედი – ნეგატივისგან იცავს, ახალი შესაძლებლობების დანახვას ეხმარება.
ცხენი (21 ივნისი – 13 ივლისი)
ამ კომუნიკაბელურ და მხიარულ ხალხს ღმერთი კუპალა იცავს. ადრენალინზე მონადირეა, საფრთხე და აკრძალული ადგილები მოსწონს. რთული და ცვალებადი ხასიათი აქვს. მხოლოდ საკუთარი სურვილით და მხოლოდ შთაგონების გავლენით მუშაობა შეუძლია. რაღაცის გაკეთებას თითქმის ვერ დაავალებთ.
რუნა საყრდენი – ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.
არწივი (13 ივლისი – 4 აგვისტო)
ღმერთი პერუნი ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იცავს. ძლიერი პიროვნებაა, არაფერი აშინებს და საკუთარ თავში ეჭვი არ ეპარება. ამაყი და მიზანდასახულია, ადამიანის ნამდვილი მეს დანახვა შეუძლია. იშვიათად ზარმაცი და აპათიური შეიძლება იყოს. თავდაჯერებულობა შეიძლება სიამაყეში გადაიზარდოს.
რუნა დაჯდბოგი – კარიერული ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს ავლენს, ემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს.
ჯიქი (4 აგვისტო – 28 აგვისტო)
ამ ადამიანებს ერთ–ერთი უძლიერესი ღმერთი დაჯდბოგი იცავს. საჭირო მომენტს მოთმინებით ელოდება. შეუპოვარი და ძლიერი ნებისყოფის ადამიანია. დასახული მიზნის მიღწევას მიჩვეულია.
რუნა პერუნი – ძლიერია, ზოგჯერ სახიფათო რუნა, რომელიც ფრთხილად უნდა გამოიყენოთ. ყველა სფეროში გამარჯვებას მოგიტანთ, მტრების დამარცხებაში დაგეხმარებათ.
ახლა როცა სლავური რუნების შესახებ იცით, შეგიძლიათ შესაფერისი თილისმა შეიძინოთ. სლავური რუნები დაბადების თარიღის მიხედვით უსიამოვნებებისგან დაგიცავთ და სასურველის მიღებაში დაგეხმარებათ.