Connect with us

ყვავილები

სლავური მაგია: როგორ შეუძლიათ ბალახებს თქვენი დახმარება, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში

ბალახები – ეს ყველაზე ძლიერი და უძველესი სამკურნალო ძალაა. ელემენტარული ბოტანიკის მეშვეობით საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლასაც შეძლებთ.

დააფრთხობს მოშურნეებსა და არაკეთილმოსურნეთ

თუ სამსახურში არც ისე კარგი კოლექტივი გყავთ და თქვენსკენ მუდმივად იგზავნება სიბოროტისა და შურის იმპულსები, მათგან თავდაცვა ღვიის საშუალებით შეგიძლიათ. ის ძლიერი ავი სულების დამაფრთხობელი მცენარეა. აფრქვევს შესანიშნავ არომატს და ასუფთავებს ენერგიას.

კარიერის გაუმჯობესება

დაალაგეთ სამი დიდი, ლამაზი დაფნის ფოთოლი ოთახის ჩრდილოეთით. დაფნა – ეს გამარჯვებულთა მცენარეა. ძველ საბერძნეთში გამარჯვებულებს სწორედ დაფნის გვირგვინით მოსავდნენ. ჩრდილოეთი კი კარიერული ზრდის ზონაა, ის კარიერულ ზრდაზეა პასუხისმგებელი. ფოთლები რაც შეიძლება დიდები, ლამაზები და გლუვები უნდა ავარჩიოთ.

ფულის შემოტყუება

ერთ-ერთი ყველაზე ფულიანი მცენარეები – ლავანდა და გერანი არიან. საფულეში მათი გამხმარი ყვავილები ჩაილაგეთ და ის არასდროს დაცარიელდება. ფულის შენახვა ლავანდისა და გერანის ქოთნებთანაც შეიძლება.

გადაწყვეტილების მიღება

გადაწყვეტილების მიღებაში ლემონგრასისა და ფიჭვის არომატები დაგეხმარებიან. არომატული ზეთი – მცენარის სულია. 2 წვეთი ლემონგრასისა და 1 წვეთი ფიჭვის ზეთი დაასხით ხელსახოცზე და ახლოს დაიდეთ. ინტუიცია და გონებრივი შესაძლებლობები უფრო გაგიმძაფრდებათ.

გათავისუფლდით სტრესის, დაღლილობისა და უიღბლობისგან

კედარი – ეს მცენარე ქირურგია. ის გვეხმარება ყველაფერი ზედმეტისა და არასაჭიროსგან გათავისუფლებაში. აიღეთ ზღვის მარილი – 7 სურის კოვზი, 5 წვეთი კედრის ეთერზეთი და მიიღეთ არომატული აბაზანა.

საერთოდ ყველა წიწვივანი მცენარე, ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. თუ სახლში ავადმყოფი ან მისუსტებული ადამიანი გყავთ, მისი საწოლის თავზე ფიჭვის, ნაძვის ან კედრის ფოტო დაკიდეთ.

ბინის გაწმენდა

თუ თქვენს სახლში ხშირად ჩხუბობდით ან შურიანი და არაკეთილმოსურნე ადამიანები გსტუმრობდნენ, ე.ი. თქვენ ენერგეტიკული წმენდა გესაჭიროებათ. სახლში სადაც ბევრი ნეგატიური ენერგიაა დაგროვილი, ძნელია გაჩერება, იწყება თავის ტკივილები, გეცლებათ ძალა, უმიზეზოდ გიფუჭდებათ ხასიათი. ნეგატივის წინააღმდეგ კარგად მუშაობს აბზინდა. საჭიროა ამ მცენარის კვამლით სახლის კედლები გავბოლოთ და მთელი ნეგატივი გაქრება. მეორე საშუალებაა – სამ სუფრის კოვზ აბზინდას დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე, დავუმატოთ იატაკის საწმენდ სათლში და გამოვწმინდოთ სახლი.

ბოროტი მეზობლებისგან თავის დასაცავად

შესასვლელი კარის თავზე შეიძლება ნარშავის შეკვრის დაკიდება. ეს თქვენი საშინაო თილისმა იქნება. ან დაელოდეთ სავსემთვარეობას, აიღეთ ჩვეულებრივი ხახვი და გაჭერით ორად, ერთი ნახევარი შესასვლელი კარის უკან დადეთ, მეორე კი შესასვლელი კარის წინ, კარის ზღურბლთან. დატოვეთ ზუსტად 1 დღე-ღამის განმავლობაში. ის იმუშავებს როგორც მტვერსასრუტი და ბინიდან მთელს ბოროტ და უარყოფით ენერგიას გაიტანს.

განწყობის ამაღლება

ძალიან პოზიტიურ და ძალისმომცემ ხედ ითვლება ოდითგანვე – არყის ხე. დაინახეთ არყის ხე? ჩაეხუტეთ მას და 5 წუთით გაჩერდით, მალე იგრძნობთ თუ როგორ აივსეთ ენერგიით. ფოტოები სადაც არყის ხის ფონზე ხართ გადაღებული შეგიძლიათ თამამად დადოთ სოციალურ ქსელებში და დარწმუნებული იყოთ, რომ ვერავინ გაგთვალავთ.

ხოლო ვერხვისა და ალვის ხეებს ქალბატონები უნდა ერიდონ, რადგან ისინი ვამპირ მცენარეებად ითვლებიან და ქალურ ბედნიერებასაც იპარავენ.

იღბლიანი გათხოვება

თუ საქმრო ჯერ არ გყავთ და აქტიურ ძიებაში ხართ, ყურადღება მიაქციეთ ალუბალს. ალუბალი ბედნიერ და ორმხრივ სიყვარულს იზიდავს. მზარდ მთვარეზე ყველა პროდუქტი მიირთვით სადაც ალუბალი ურევია – კომპოტი, მურაბა, ალუბლის ღვეზელები. სახლში ფოტო და სურათები დაკიდეთ სადაც ალუბლების გამოსახულებაა. მოწყვიტეთ ალუბლის წვრილი ტოტები და რაფაზე პაწაწინა ვაზაში ჩადგით, იქ სადაც კარგი დღის განათებაა (აჯობებს თუ ფანჯარაში აისი ან შუადღეა, ხოლო თუ დაისია – ალუბალი არ დადგათ)

შეინარჩუნეთ სილამაზე და ახალგაზრდობა

მზარდ მთვარეზე, მთვარის მესამე დღეს, მიირთვით ატამი, ხოლო კურკა შეინახეთ და ჩანთით ატარეთ როგორც თილისმა. კარგად გადაიღეთ ფოტო აყვავებულ ვაშლის ხეებს შორის(მაისში, არ გაუშვათ შესაძლებლობა!) და ეს ფოტო სახლის ყველაზე დიდი ოთახის მარჯვენა კუთხეში დაკიდეთ, თუ ამას გააკეთებთ თქვენ ყოველთვის სასურველი და აყვავებული იქნებით, ისევე როგორც ეს ვაშლი.