Connect with us

ჯანმრთელობა

სკამზე გადაწექით და ზურგს დაეხმარეთ. ეფექტური ვარჯიში

ძლიერი დატვირთვა, სტრესული ფაქტორები, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ხშირი დაძაბულობა და მჯდომარე მუშაობა მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზების, რომლებიც წელის ტკივილს იწვევენ. თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ზურგის მოდუნების სურვილი გაქვთ, რომ შვება იგრძნოთ, ეფექტური ვარჯიში სკამით შეასრულეთ.

მარტივი შესასრულებელია, მაგრამ ძალიან ეფექტური. მისი დახმარებით მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ დაძაბულობას მოიხსნით. მთავარია, რომ ვარჯიში საღამოს გააკეთოთ, რომ გადაღლილ წელს მაქსიმალურად დაეხმაროთ.

როგორ მოვადუნოთ ზურგი სკამის დახმარებით

ყველაფერი ვარჯიშის სარგებელზე

სკამით ვარჯიში არა მხოლოდ ზურგის კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ. ვარჯიში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

  • ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
  • ძილის ხარისხს ზრდის.
  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს.
  • სტრესის და გაღიზიანების დონეს ამცირებს.
  • წელზე, ასევე გულმკერდზე დატვირთვას ამცირებს.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში სწორად

ვარჯიშის შესასრულებლად დაგჭირდებათ ტაბურეტი ან უზურგო სკამი, ასევე რბილი ნივთი. გამოგადგებათ პატარა ბალიში, დაკეცილი პლედი ან პირსახოცი. რბილი ნივთი სკამის საჯდომზე დადეთ და საქმეს შეუდექით.

  1. ოთხზე დადექით და ტანით სკამზე გადაწექით.
  2. ტაბურეტზე წოლისას მაქსიმალურად მოდუნდით.
  3. თავი ისე გადახარეთ, რომ ჩამოკიდული იყოს.
  4. ღრმად ჩაისუნთქეთ და ზომიერად ამოისუნთქეთ (ეს მკვეთრად არ გააკეთოთ).
  5. ამ პოზაში საჭირო დროით გაჩერდით.
  6. ნელ–ნელა ადექით, როცა ზურგის და მთელი სხეულის მაქსიმალურად მოდუნებას იგრძნობთ.

როგორც ხედავთ, ამ ვარჯიშში რთული არაფერია. მთავარია, რომ სკამი მოსახერხებელ ადგილას მოათავსოთ და რამდენიმე წუთი გამოყოთ. მინიმუმი დროის დახარჯვით ზურგის დაძაბულობას მოიხსნით. შედეგად არა მხოლოდ ზოგადი მდგომარეობა, არამედ განწყობა და ძილი გაუმჯობესდება. ვარჯიშის ყველა უპირატესობის მიუხედავად შესრულებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ვარჯიშს უკუჩვენებაც აქვს, ამიტომ სპეციალისტთან გასაუბრება სავალდებულოა.

Advertisement