ჯანმრთელობა
სიცოცხლის მომნიჭებელი სასმელი – ფრანგი ექიმის ცნობილი რეცეპტი
შვრიის სიცოცხლის ელექსირი ყველაზე მძიმე ავადმყოფსაც კი ფეხზე დააყენებს. ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას აგვარებს და ძალების აღდგენას ხელს უწყობს.
შეგიძლიათ როგორც ჩაი ისე დალიოთ: 1 ჭიქა შვრიას 2 ჭიქა წყალი დასხით და დაახლოებით 1 საათით დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ჭურჭელში ადუღეთ.
ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი გასაჯანსაღებლად.
- 1 ჭიქა შვრიის მარცვლებს (უკიდურეს შემთხვევაში „ჰერკულესი“) 5 ჭიქა წყალი დაასხით, წყლის განახევრებამდე და თხევადი კისელის მიღებამდე ადუღეთ.
- გადაწურეთ და ნაყენს თანაბარი რაოდენობის რძე (დაახლოებით 2 ჭიქა) დაუმატეთ. კვლავ აადუღეთ.
- მიღებულ სითხეს 4 ჩ/კ თაფლი (გემოვნებით) დაუმატეთ და კვლავ აადუღეთ.
- სასიამოვნო, თბილი სასმელი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.
- ეს სასმელი მკვდარსაც კი ფეხზე დააყენებს.
სიცოცხლის ელექსირი
ცნობილი ფრანგი ექიმი კატერინი 120 წლამდე ახალგაზრდული, ენერგიული და სიცოცხლით აღსავსე იყო. სიცოცხლის ელექსირი სწორედ მისი რეცეპტია.
მისი მტკიცებით, ხანგრძლივი ცხოვრების მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის წელიწადში სამჯერ – გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, 2 კვირით ე.წ. სიცოცხლის ელექსირს სვამდა.
ასე ამზადებდა: 400 გრ შვრია კარგად გარეცხეთ, 6 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ადუღეთ მანამ, სანამ 3 ლ სითხე არ დარჩება.
შემდეგ ნაყენი ბამბის ქსოვილში გადაწურეთ, 100 გრ ნატურალური თაფლი დაუმატეთ, თავზე მჭიდროდ დაახურეთ, კიდევ ერთხელ აადუღეთ, გააგრილეთ და სუფთა ბოთლებში ჩაასხით, მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. მიღების წინ ლიმონის წვენი გემოვნებით დაუმატეთ.
100 გრ ნაყენი მცირე ყლუპებით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. შვრიის ნაყენი ორგანიზმს შესანიშნავად წმენდს, წონაში დაკლებას და გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს, მკვებავი ნივთიერებებით და ვიტამინებით გვავსებს.