Connect with us

ჰოროსკოპი

სიყვარულის მეომრები: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ჭეშმარიტად სიყვარული შეუძლიათ

სიყვარულში ერთ-ერთი მხარე ყოველთვის უფრო მეტს გასცემს, მეორე კი – მეტს იღებს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გული სტკივათ პარტნიორის მიერ გრძნობების გამოუვლინებლობა, ზოგისთვის კი სულ ერთია, როგორ პასუხობენ მის სიმპათიებს. ზოდიაქოს ნიშნები და თანდაყოლილი თვისებები, რომლებიც მათგან მიიღეთ, დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ რამდენად ძლიერად გიყვართ, გამოხატავთ სინაზესა და დამოკიდებულებას. ნიშნები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, სიყვარულის ნამდვილი მეომრები არიან: გულუხვი, ღრმა და უანგარო.

ზოდიაქოს 3 ნიშანი, როლებსაც ჭეშმარიტი სიყვარული შეუძლიათ:

1. ვერძი

ალბათ, ზოდიაქოს ყველაზე ცხელი ნიშანია, რომელსაც შეუძლია თავისი ვნების ობიექტზე ზრუნვა და მისი გარშემორტყმა იდეალურობის ორეოლით, ნაკლებზე თვალის დახუჭვა და მის გარდა ყველაფრის დავიწყება. მას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს საყვარელი ადამიანის მოპოვებაში, მოისმინოს უამრავი უარი, თუმცა, როგორც კი მის გულს მოიპოვებს, აღარასდროს გაუშვებს. ერთადერთი, რაც არც ერთი ვერძი არ აპატიებს საყვარელ ადამიანს – ღალატია. თუ ვერძი თქვენს ნდობას დაკარგავს, მას სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოთ. მაშინაც კი, თუ ამ ნიშანს უყვარხართ, უხმოდ იტანჯება, თუმცა ცხოვრებას მოღალატეს არ დაუკავშირებს, რომელმაც მისი სიამაყე შელახა. თვითონ ვერძი გიჟდება ფლირტზე, თუმცა ნუ მიიტანთ ამას გულთან ახლოს. ვერძი მეტისმეტად ამაყია იმისთვის, რომ გრძნობებს წამოეგოს – იგი არ გიღალატებთ.

2. ტყუპები

ზოდიაქოს ეს ნიშანი უდარდელ, უზრუნველ და მხიარულ ადამიანად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ღალატისკენაა მიდრეკილი. ტყუილად. ტყუპები მართლაც ყველაზე კონტაქტური ნიშანია, თუმცა, მუდმივი პარტნიორის გაჩენის შემდეგ, იგი მთლიანად მას უძღვნის თავს. დარწმუნებული იყავით, რომ თუ თქვენ ტყუპების გემოვნებაში ჯდებით, ესე იგი, მან პირველივე პაემანზე შეადგინა თქვენთან ცხოვრების გეგმა, ქორწილზე დასაპატიჟებელი სტუმრების სია და შვილების სახელებიც მოიფიქრა. ასეთი საყვარელი პარტნიორები ცდილობენ, მეტი დრო გაატარონ თქენთან, განებივრებენ საჩუქრებით, გაცნობენ მეგობრებს და ზრუნავენ თქვენს ოჯახურ კომფორტზე.

3. მშვილდოსანი

ამ სიაში კიდევ ერთი ცეცხლოვანი ნიშანი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ არ არსებობს ლამაზი სიყვარული გულზე ცეცხლმოკიდების გარეშე. მშვილდოსანი იდეალისტია და მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით მყოფი პარტნიორი თავს იმაზე უკეთ გრძნობდეს, ვიდრე თავად. ესაა ცოლი, რომელიც ქმარს კარიერულ კიბეზე ზევით მიეზიდება, და ქმარი, რომელიც თავის რჩეულს მხარში უდგას ნებისმიერ წამოწყების დროს. ესაა ადამიანი, რომელიც მზადაა, წამში მიიღოს გადაწყვეტილება საყვარელ ადამიანთან ერთად პლანეტის დასალიერში გადახვეწისა და დარჩენილი ცხოვრების ამაზონის ჯუნგლებში, ვიგვამში გატარების შესახებ, სანამ თავში კიდევ უფრო დიდებული აზრი არ მოუვა. შეგიძლიათ, მშვილდოსანთან ერთად ნებისმიერი რამ სცადოთ: თავის გადაპარსვა ტიბეტურ ტაძარში, საავტორო რესტორნების ქსელის გახსნა თუ Youtube-ზე პოპულარობის მოპოვება – იგი მხარს ნებისმიერ წამოწყებაში დაგიჭერთ.

ზოდიაქოს ნიშნის მიუხედავად, თითოეული ურთიერთობა ერთგვარი გამოცდებით ფასდება. მხოლოდ სირთულეები ბადებს ყველაზე მყარ და ძლიერ სიყვარულს. გიყვარდეთ და თავი შეაყვარეთ!