Connect with us

ჯანმრთელობა

სიფრთხილის ზომები კორონა ვირუსისგან თავის დასაცავად

ჩინური კორონავირუსი 2019-nCoV – მთელს მსოფლიოში იწყებს გავრცელებას. 29 იანვრისთვის დაავადებულთა რიცხვმა ექვსიათასს მიაღწია. ამ სტატიაში 10 უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ზომებს გასწავლით, რომლებსაც აუცილებლად უნდა მისდიოთ დაავადებისგან თავდასაცავად.

1. როდესაც სახლიდან გამოდიხართ ხეთათმანები ჩაიცვით. ნუ მოისხნით მათ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

2. ნუ შეეხებით სახეს და თვალებს. გამორიცხეთ ხელისა და თავის არის ყველანაირი კონტაქტი. ხელი საპნითა და თბილი წყლით გადაიბანეთ, ისე რომ თითეული თითი და ფრჩხილების არე კარგად გასუფთავდეს.

3. ყოველდღე გამოიცვალეთ ხელთათმანი, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.

4. სამედიცინო ნიღაბი ცუდად გიცავთ შენობებში, ხოლო ქუჩაში კი თითქმის გამოუსადეგარია. ნუ გექნებათ იმედი, რომ ის კარგად დაგიცავთ. აჯობებს უბრალოდ მოერიდოთ ხალხის მასებს, დაიჭირეთ მინიმუმ ნახევარ მეტრიანი დისტანცია ადამიანებთან. აჯობებს ხელის ჩამორთმევისგან, კოცნისგან და ჩახუტებისგან საერთოდ შეიკავოთ თავი.

5. სახლში ყოველდღიურად ცვალეთ სამზარეულოსა და აბაზანს პირსახოცები. საერთოდ აჯობებს, ოჯახში ყველას თავისი პირსახოცი ქონდეს.

6. ფრთხილად იყავით კარის სახელურებთან. ყოველ მათთან კონტაქტის შემდეგ ხელები კარგად გადაიბანეთ, ასევე მოერიდეთ კიბის სახელურებს, სამუშაო მაგიდებს, სხვის ელექტრო ტექნიკას, სათამაშოებსა და პირად ნივთებს.

7. მოერიდეთ საერთო კოვზები, ჩანგლების, ჭურჭლისა და ჭიქების გამოყენებას. ბავშვებსაც აუკრძალეთ სხვისი ჭიქებიდან წყლის დალევა. როდესაც საჭმელს მიირთმევს ყველა კერძს თეფშზე გადასაღებად თავისი კოვზი ან ჩანგალი უნდა ქონდეს. მოხმარების შემდეგ კარგად გარეცხეთ ჭურჭელი.

8. ნუ შეიძენთ და ნუ მიირთმევთ უმ ხორცსა და თევზს, სანამ ცნობილი არ გახდება ვირუსის რეალური წარმომავლობა.

9. თუ ავადმყოფს უვლით, მჭიდროდ შემოკრული სახის ნიღაბი, ის უნდა ატაროს ოჯახის ყველა წევრმა, მათ შორის დაავადებულსაც. გამოიყენეთ ლატექსის ხელთათმანები და ტანსაცმელი გრძელი სახელოებით. მუდმივად რეცხეთ ჭურჭელი და ნივთები რომლებსაც ავადმყოფი ეხებოდა. პირადი ჰიგიენის ნივთები ჰერმეტულ პლასტიკურ პაკეტებში გაახვიეთ, შემდეგ კი ნაგვის ყუთში გადააგდეთ. აჯობებს დაავადებული იზოლირებულ ოთახში მოათავსოთ, რომელიც აუცილებლად უნდა გაანიავოთ პერიოდულად.

ეს რჩევები საიტ ForeignPolicy-ზე დაიდო ჩინეთის მაცხოვრებლებისთვის. თუმცა სინამდვილეში ისინი ნებისმიერ ქვეყანაში აქტუალურია, სადაც კორონავირუსით დაავადების საფრთხე არსებობს. ამ დროისათვის ასეთი ქვეყნების რაოდენობა უკვე 15-ს აღწევს.