Connect with us

ჯანმრთელობა

სისხლძარღვების ელასტიურობის დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! უბრალო სასმელი სისხლძარღვებს მტვერსასრუტივით წმენდს

გულის შეტევა და ინსულტი – სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამ ფაქტის გამო, თითოეულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაუთმოს სათანადო ყურადღება საკუთარ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და რეგულარულად მიიღოს შესაბამისი ზომები სისხლძარღვების გასაწმენდად და მათთვის ელასტიურობის დასაბრუნებლად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს დროში, რაც საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებით, ცუდი ეკოლოგიური პრიობებით, არასწორი კვებითა და არაჯანსაღი ჩვევებით არის განპირობებული.

ჯანსაღი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ჰიპერტონიის და ინსულტის პროფილაქტიკაში მთავარ ელემენტს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვების შიდა კელდებზე ქოლესტერინის და მარილის ნარჩენები გროვდება, რაც სისხლის ნორმალურ ნაკადს და ქსოვილების სათანადოდ კვებას ხელს უშლის.

აღსანიშნავია, რომ ადრეულ სტადიაზე ათეროსკლეროზი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ზოგადი სისუსტე, პერიოდულად თავბრუსხვევა და კიდურების დაბუჟება შეიძლება ჩვეულებრივ დაღლილობას მივაწეროთ. ამ მზაკვრული დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, სისხლძარღვების მინიმუმ წელიწადში ერთხელ გაწმენდა არის რეკომენდებული.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელიც ამ დავალებას მინიმალურ დროში გაართმევს თავს. რეცეპტში შემავალი ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.

როგორ გავწმინდოთ სისხლძარღვები

ინგრედიენტები:

  • 2 ღერო ნიახური
  • 200 მლ ახალ დაწურული პომიდვრის წვენი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • 50 მლ ლიმონის წვენი
  • ¼ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

1. ნიახურის ღეროები დააბლენდერეთ.

2. დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და აურიეთ.

1 ჭიქა სასმელი საკვების მიღებებს შორის 1 კვირის განმავლობაში დალიეთ. გაითვალისწინეთ, რომ დღიური დოზა 3 ჭიქას არ უნდა აღემატებოდეს. სასურველია, ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ, თუ კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი სახის პრობლემა გაწუხებთ.

ჯანსაღი სისხლძარღვების შენარჩუნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირების გარანტიას წარმოადგენს. რაციონს გადახედეთ, ცხიმიანი და შემწვარი საკვების რაოდენობა შეამცირეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.