Connect with us

ჯანმრთელობა

სისუფთავე – ჯანმრთელობის წინაპირობაა. ამიაკის ხსნარი ნებისმიერი შემთხვევისთვის

ნიშადურის სპირტი, თავისი სარგებლიანობითა და მრავალფუნქციურობით, უბადლოა.

1. ფანჯრების წმენდა

1 ს.კ. ნიშადურის სპირტი 1 ლ წყალზე. გაწმინდეთ და გაამშრალეთ რბილი ქაღალდით ან გაზეთით.

2. თეთრეულის გარეცხვა

1 ს.კ. ნიშადურის სპირტი, 2 ს.კ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი 60-70-გრადუსიან 1 სათლ წყალზე. გარეცხილ თეთრეულს დაასხით ხსნარი და გააჩერეთ 15-20 წუთით. ამის შემდეგ, თეთრეული ორჯერ გაავლეთ გამდინარე წყალში.

3. ზამშის ნაკეთობების წმენდა

1 წილი სპირტი და 4 წილი წყალი. გაწმინდეთ ნაკეთობა ბამბის ტამპონით, ხსნარში ჩალბობილით, ცვალეთ დაბინძურებისამებრ. შემდეგ გარეცხეთ წყლისა და ძმრის ხსნარით და გააშრეთ.

4. უთოს გაწმენდა

1 წილი სპირტი 1 წილ ძმარს შეურიეთ, ჩაალბეთ ხსნარში რბილი ქსოვილი და გაწმინდეთ უთო.

5. ფანჯრებიდან ბუზების კვალის მოცილება

1 წილი სპირტისა და 10 წილი წყლის ხსნარი კვალებს გააქრობს.

6. ხალიჩებისა და რბილი ავეჯის ფერის გამოკვეთა

3 ს.კ. სპირტი 1 ლ წყალზე. მასაში ჩალბობილი ღრუბლით გაწმინდეთ რბილი ნაკეთობები.