საკითხავი
სისულელე არაა. მცენარეული ზეთი – საუკეთესო მეთოდი სამზარეულოს პირსახოცების გასათეთრებლად
„როგორ გავათეთროთ სამზარეულოს პირსახოცი სახლის პირობებში? თეთრი, ლაქების გარეშე რომ იყოს, როგორც შენ გაქვს? – მკითხა მეგობარმა ტელეფონით საუბრისას. ისეთი არ ვარ, ვინც პირსახოცებს და სამზარეულოს სხვა ქსოვილს გახვრეტამდე იყენებს, მაგრამ მცირე ჭუჭყის შემდეგ სასარგებლო ნივთების გადაყრა გაფლანგვად მიმაჩნია.
დედა და ბებია პირსახოცებს ყოველთვის მდუღარე წყალში ხარშავდნენ. მე ზარმაცი დიასახლისი ვარ, ზედმეტი წვალება არ მიყვარს. დრო ისედაც ცოტა მაქვს და მინდა საკუთარ თავსაც დავუთმო. მეთოდი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ნამდვილად ჯადოსნურია. დაე, მზესუმზირას ზეთმა არ შეგაცბუნოთ, ასე საჭირო რეაქცია მიმდინარეობს. დედას არ სჯერა, რომ არც კი ვხარშავ.
როგორ გავათეთროთ სამზარეულოს პირსახოცი სახლის პირობებში
დღეს გიზიარებთ შეუდარებელ მეთოდს სამზარეულოს პირსახოცების გასათეთრებლად. ერთი ლაქაც კი არ დარჩება!
თქვენ დაგჭირდებათ:
- 5 ლ წყალი
- თასი ან ტაშტი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 3 ს/კ ნებისმიერი მათეთრებელი საშუალება
- 4 ს/კ სარეცხი ფხვნილი
მოქმედება:
- წყალი აადუღეთ, ტაშტში, თასში ან ვედროში ჩაასხით. ნახეთ, თქვენთვის რომელი უფრო მოსახერხებელია.
- წყალს მცენარეული ზეთი, ფხვნილი და მათეთრებელი საშუალება დაუმატეთ. აურიეთ, შემდეგ პირსახოცი და სხვა სამზარეულოს ჩვრები დაუმატეთ. ქსოვილს ვედროში ჩაძირვა აცადეთ.
- სჯობს პირსახოცი ხსნარში ღამით ჩაალბოთ და დილით უკვე პირსახოცი სუფთა იქნება.
- პირსახოცს წყალი გაავლეთ (ხელით ან სარეცხ მანქანაში). თუ სარეცხ მანქანას იყენებთ, ისეთი ფხვნილი გამოიყენეთ, რომელიც სარეცხი მანქანით რეცხვისთვის გამოდგება.
- სუფთა, გავლებული პირსახოცი გასაშრობად დაკიდეთ.
ესეც ასე! ძალიან მოსახერხებელია, არა?
ახლა უკვე იცით, როგორ გაათეთროთ სამზარეულოს პირსახოცი სახლის პირობებში, რომ თქვენი სამზარეულოს ნაჭრის დამხმარეები სიქათქათით ბრწყინავდნენ. მერწმუნეთ, მეთოდი 100% მუშაობს. არ ვიცი რა ჯადოქრობა მუშაობს, მაგრამ ნებისმიერი ლაქა, ყველაზე ძველი და ჩამჯდარი ლაქაც კი წამიერად ქრება!
სცადეთ და თავად დარწმუნდით!