Connect with us

ვიდეო

სიროფის რეცეპტი, რომელიც სურდოს ან გრიპს 3 დღეში განკურნავს

მხოლოდ 3 დღეში შეამჩნევთ, რომ სურდო ან გრიპი გაქრა. სიროფი მოამზადეთ და შედეგებით დატკბით!

ნორმალურია, როცა სურდოს ან გრიპის დროს უსიამოვნო სიმპტომები სწრაფად მოშორებას ვცდილობთ. თუმცა ბევრი მედიკამენტი ეფექტური საერთოდ არაა. ალტერნატივის სახით ანწლის სიროფს გთავაზობთ, რომელიც სურდოს ან გრიპს 3 დღეში მოგაშორებთ.

თუ სწრაფად გამოჯანმრთელება გსურთ, ქვემოთ მოცემული ნატურალური რეცეპტით 100%-ით ისიამოვნეთ, რომელიც ორგანიზმს სურდოს ან გრიპის შემდეგ აღსადგენად მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს.

შინაურული სიროფის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 2/3 ფინჯანი ხმელი ანწლი
  • 1,5 ფინჯანი წყალი
  • ½ ს/კ მიხაკი
  • 1 ჭიქა ნატურალური თაფლი
  • 2 ს/კ კოჭა
  • 1 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი

მომზადება და გამოყენება:

ანწლის სიროფის მოსამზადებლად ქვაბში საკვები წყალი ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. როცა წყალი ადუღდება, თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ, კერძოდ: ანწლი, მიხაკი, კოჭის ფესვი და დარიჩინი.

ნარევს 5-7 წუთით ადუღება აცადეთ, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით. პირსახოცით ან პლედით შეფუთეთ და 4-6 საათით გააჩერეთ. როცა ნარევი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ და სურვილის შემთხვევაში გადაწურეთ.

1 ჭიქა ნატურალური თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სიროფი მზადაა!

სიროფი 100%-ით ნატურალურია, მაგრამ მის მისაღებად დოზირება ასაკის შესაბამისად აუცილებლად უნდა დაიცვათ.

რეკომენდებულია, რომ უფროსებმა  ½ ს/კ სიროფი დღეში 2-ჯერ ან 1 ს/კ დღეში ერთხელ მიიღონ.

სიროფი გრილ და უსაფრთხო ადგილას შეინახეთ. სასურველია, მინის ქილაში ჩაასხათ, რომ კომპონენტებმა ვიტამინების შენარჩუნება შეძლონ.

თავსახურის მჭიდროდ დახურება არ დაგავიწყდეთ, რომ სიროფის შემადგენლობაზე გარემო პირობებმა გავლენა არ მოახდინოს. მომზადების თარიღი დააწერეთ და 9-10 თვე შეინახეთ.