მოდა და სტილი
სილამაზის 6 ყველაზე მკაცრი გამოცდა ქალებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ამბობს ხალხური სიბრძნე. ეს აზრი მილიონობით ადამიანის თვალში ტყუილად არ გაჩნდა. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს სილამაზის თავისი ეტალონი ყოველთვის ჰქონდა და ეს ყოველთვის რაღაც ლამაზი ნამდვილად არ იყო. ზოგჯერ ქალს ნამდვილი გამოცდის გაძლება უწევდა, რომ ადგილობრივი საზოგადოების მიერ აღიარებული გარე ნიშნები მიეღო.
ყურების გახვრეტა და ტატუს გაკეთება – ეს უბედურების ნახევარია. ზოგიერთი მეტამორფოზა „ლამაზმანის“ სიკვდილით სრულდებოდა. გთავაზობთ 6 ყველაზე მკაცრ და სულელურ ტრადიციას მთელ მსოფლიოში.
1. “შიშველი მოდა“ მე-18 საუკუნის ევროპაში
მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მოდის მსხვერპლნი გახდნენ ქალები, რომლებიც ე.წ. „იმპერიული მოდით“ ზედმეტად გატაცებულნი იყვნენ, მხოლოდ მსუბუქ შიფონის კაბებს იცვამდნენ და ანტიკური ლამაზმანების მიბაძვას ცდილობდნენ. ნახევრად გამჭვირვალე, ეფექტისთვის წყალში დასველებული სამოსით ლამაზმანები მძიმე ყინვის დროს ქუჩაში თამამად გამოდიოდნენ და იმწამსვე ფილტვის ანთებით ან ტუბერკულოზით ავადდებოდნენ.
200 წლის წინ ეს დაავადება პრაქტიკულად განუკურნებელი იყო. ფრანგული ჟურნალი De mode 1802 წელს ქალებს გაფრთხილებით მიმართავდა და ურჩევდა მონმარტის სასაფლაოზე წასულიყვნენ და ენახათ, თუ „შიშველი მოდის“ მსხვერპლი რამდენი ახალგაზრდა გოგო გახდა.
2. “ლოტოსის“ ფეხი ძველ ჩინეთში
მსოფლიოს ზოგიერთი ხალხის უძველეს ჩვეულებასთან შედარებით ევროპული მოდის „სირთულე“ უბრალოდ სისულელეა. უფრო სერიოზულ გართულებებს აწყდებოდნენ ის ქვეყნები, სადაც ქალის სხეულის დეფორმაცია სილამაზედ მიიჩნეოდა. ასე, ძველ ჩინეთში წარმოუდგენლად ლამაზად ითვლებოდა მოკლე ფეხები, რომელთაც „ლოტოსის“ ფეხს უწოდებდნენ.
დახვეწილი სახელის მიუხედავად ისინი უფრო ჩლიქებს ჰგავდნენ: 4 წლის ასაკიდან გოგონებს კიდურებს მუდმივად ბინტით უხვევდნენ. ასე 4 თითი ტერფში იზრდებოდა, რომლის სიგრძე 7-10 სმ-ს შეადგენდა. ფეხები ხშირად სისხლიანდებოდა, ჩირქდებოდა, ცუდ სუნს გამოსცემდა, ძვლები იმტვრეოდა, ფრჩხილები კანში იზრდებოდა.
ტანჯვა უფრო მდიდარი ოჯახის გოგოებს უწევდათ. ეს არისტოკრატობის და წარმატებული გათხოვების ნიშანი იყო. სიტყვაზე, ქმარი ქალის „ლოტოსის“ ფეხს არასდროს ხედავდა, რადგან ლოგინშიც კი ელეგანტური ფეხსაცმელი ეცვათ.
3. გედის ყელი კაიანის ტომის ქალებისთვის
კაიანის ტომის მაცხოვრებლების თვალში ქალის სილამაზე გედის ყელში მდგომარეობს – ქალის მთავარი სიამაყე, რომელიც, რა თქმა უნდა, ადგილობრივებს ბუნებით არ მიენიჭათ. 5 წლის ასაკიდან მშობლები შვილს პირველ ექვს სპილენძის რგოლს უკეთებენ და გათხოვებამდე ყოველ წელს უფრო და უფრო უმატებენ.
წონა ზოგჯერ 9 კგ-ს აღწევს, ითვლებოდა, რომ ასეთი გრძელი ყელით ქალი წარმატებულად გათხოვდებოდა. სხვათა შორის, ქმრის ღალატის გამო სასჯელის სახით ქმარს შეეძლო მისთვის რგოლი მოეხსნა და ამით დახრჩობით სიკვდილისთვის გაეწირა.
4. ღიმილის ტატუ აინუს ტომში
აინუს ტომის წარმომადგენლებში ტუჩის ტატუირება ასევე საკმაოდ მკაცრად გამოიყურება, რომლებიც ტუჩებზე დანით სპეციალურ, ღიმილის ფორმის ჩანაჭერს აკეთებდნენ და ჭრილობებს ნაცრით ავსებდნენ. ასე ოჯახური კეთილდღეობის და იმქვეყნიურ ცხოვრებაში სიმშვიდის მოპოვების იმედი ჰქონდათ.
5. ქალების მახინჯი ტატუირება აპატანის ტომში
აი, აპატანის ტომის ქალები სილამაზე საერთოდ არ ზრუნავდნენ და საკუთარ თავს განზრახ იმახინჯებდნენ. ისინი ცხვირის ნესტოებსა და ყურებში ფართო ფოლაქებს იდებდნენ, სახეზე კი მახინჯ ტატუებს იკეთებდნენ.
ისინი სხვა ტომის წარმომადგენლებს ცოლად არ მიჰყავდათ. ტატუ იმის დემონსტრირება გახდა, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება თანამემამულე ტომთან ერთად გაატარონ.
6. გრძელთმიანი ქალები იაოს ტომში
იაოს ტომს უფრო ჰუმანური ტრადიცია ჰქონდათ. ჩინურ სოფელ ჰუანლოს გრძელთმიანი ქალები იმით ცნობილია, რომ მათი თმა შეიძლება 2 მეტრს აღწევდეს, რადგან თმას მხოლოდ 16 წლის ასაკში ერთხელ იჭრიან და ამით ერთგვარ რიტუალს გადიან.
ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ ლამაზი თმის ხვეულების დანახვა მხოლოდ ქმარს ქორწინების დღეს შეეძლო. თუ უცხო კაცი თმის დანახვას შემთხვევით შეძლებდა, მას ქალთან ქორწინებაში 3 წელი უნდა გაეტარებინა.