ჯანმრთელობა
სილამაზის რეცეპტები ხახვისგან
ხახვის დადებითი თვისებების შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ, მისი სარგებლიანობა შეუფასებელია, ყველა პლუსთან ერთად – ის კანისა და თმის მოვლისთვისაც გამოიყენება!
ხახვი ჭორფლის წინააღმდეგ
თუ ჭორფლი გაქვთ და ეს ამბავი დიდად არ გსიამოვნებთ, მათ მოცილებაში უბრალო ხახვის წვენი დაგეხმარებათ. აიღეთ ხახვის წვენის, თაფლისა და ვაშლის ძმრის (6%) თანაბარი რაოდენობა, კარგად გადაურიეთ ინგრედიენტები და კანი ამ ნაზავით დრეში 5-6-ჯერ გაიწმინდეთ. მის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ტაფლზე ალერგია არ გაქვთ!
შეგიძლიათ მათეთრებელი ნირაბიც გაიკეთოთ ნახევარი ჭიქა მჟავე რძის, 1 ჩაის კოვზი გახეხილი ხახვის, 0.5 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და 1 სუფრის კოვზი სახამებლისგან. კარგად აურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მირებამდე და წაისვით წორფლიან ადგილებში, გაიჩერეთ 20 წუთი და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს საშუალება კვირაში 2-3-ჯერ უნდა გამოიყენოთ.
ხახვი გამონაყრის წინააღმდეგ
ეს რეცეპტი უმარტივესია: მოამზადეთ ხახვის წვენი და ყოველდღე 2-3-ჯერ გაიწმინდეთ პრობლემური ადგილები. პროცედურა იქამდე იმეორეთ სანამ პრობლემა ბოლომდე არ გაქრება.
ხახვი თმის ცვენის წინააღმდეგ
თუ შენიშნეთ, რომ თმა ხშირად გცვივათ, მაშინ ეს რეცეპტი გამოიყენეთ.
ხახვის წვენი და კონიაკი თანაბარი დაოდენობით გადაურიეთ. ცალკე მოამზადეთ ოროვანდის ფესვების ნახარში: 1,5 ჩაის კოვზი დაქუცმაცებულ მშრალ ფესვებს დაასხიტ მდურარეს ნახარში, ხარშეთ 10 წუთი მდუღარე წყლისა აბაზანაზე და გაწურეთ. ეს ნაყენი ხახვისა და კონიაკის ნარევს ჩაუმატეთ (1 წილ ნარევზე 6 წილი ნაყენი), საგულდაგულოდ მოურიეთ. მიღებული საშუალება თავის კანში შეიზილეთ, თავი პირსახოციტ შეიფუთეთ და 2 საათით დაიტოვეთ. ეს პროცედურა ერთი თვის მანძილზე ყოველდღიურად უნდა გაიმეორეოთ.
ხახვის წვენი დაწყებული სიმელოტის შეჩერებაში დაგეხმარებათ. ამისთვის ხახვის წვენი (სასურველია წითელი სახეობა) თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ლიმონის წვენსა და თაფლტან. მიღებული ნარევი თავის კანში შეიზილეთ – პრობლემურ ადგილებში. დაიტოვეთ 1 საათით და შემდეგ კი რბილი შამპუნის გამოყენებით ჩამოიბანეთ. პროცედურა 15-30 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გაიმეორეთ.
ხახვი ქერტლის წინააღმდეგ
აურიეთ თითო სუფრის კოვზი ხახვის წვენი, ლიმონის წვენი და ოროვანდის ზეთი, დაუმატეთ კვერცხის გული. მიღებული მასა თავის კანში შეიზილეთ და 2 საათით დაიტოვეთ. ჩამოიბანეთ საბავშვო საპნით, შემდეგ სასურველია ჭინჭრის ან არყის ფოთლების ნახარში გადაივლოთ. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ – სანამ ქერტლი არ გაქრება. ის თმის გამაგრებასა და ცვენის შეჩერებასაც უწყობს ხელს!
თუ ნიღბების დამზადება გეზარებათ შეგიძიათ თავის კანში უბრალოდ ხახვის წვენი ანმ ფაფა შეიზილოთ. ეს პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ.
ხახვი კოჟრებისა და გაუხეშებული კანის წინაარმდეგ
თუ ტერფებზე კანი გაგიუხეშდათ – ხახვი დაგეხმარებათ. წვრილ სახეხზე გახეხეთ, აურიეთ მიღებული მასა თაფლთან (1:1). საღამოს წაისვით ნარევი გაუხეშებულ კანზე და მარლით ან სუფთა ნაჭრით გადაიხვიეთ. დილიტ მოიხსენით სახვევი, ფრთხილად მოიცილეთ კანის დარბილებული და გარქოვანებული ნაწილი და მასზე ფეხის მკვებავი კანი წაისვით.
ეს მეთოდი კოჭრების მოცილებაშიც დაგეხმარებათ. მეორე მეთოდი: გამოაცხვეთ საშუალო ზომის ხახვი, გაჭერით და მშრალ კოჟრზე დაიდეთ, გადაიხვიეთ. ეს პროცედურაც საღამოს – ძილის წინ უნდა გაიკეთოთ. დილით მოხსენით სახვევი, მოიშორეთ დარბილებული კანი და ფრთხილად მოიშორეთ კოჟრი.