Connect with us

ჰოროსკოპი

სილამაზის და სიყვარულის პლანეტა რეტროგრადული გახდა: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე?

23 ივლისს ვენერა ლომის ნიშანში გაჩერდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. პლანეტა რეტროგრადული გახდა და ზოდიაქოს ნიშნებს სერიოზულ ცვლილებებს უმზადებს. ანჯელა პერლი, ტაროლოგი და ასტროლოგი, გიამბობთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს პერიოდში.

ვენერას რეტროგრადული პერიოდი

ვერძში ვენერა ჰოროსკოპის მეხუთე სახლშია. ეს სიხარულის, სიამოვნების და სიყვარულის სახლია. საუბარია ხანმოკლე ურთიერთობაზე, მაგალითად, საკურორტო რომანზე. ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნების შანსი არსებობს. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა არსებულ ურთიერთობაზე დაფიქრდებით და მის დასრულებას ისურვებთ. ამ პერიოდში ახალი ბიზნესი არ დაიწყოთ. ახალი ჰობისთვის კარგი დროა.

კუროში ვენერა ჰოროსკოპის მეოთხე სახლშია. ეს სახლი პასუხისმგებელია უძრავ ქონებაზე, ადგილზე, რომელშიც ცხოვრობთ, და ოჯახზე. სწორედ ამიტომ, თქვენს შემთხვევაში, ვენერამ ფულთან შეიძლება ითამაშოს. მაგალითად, ბოლოს და ბოლოს ბინა შეიძლება გაყიდოთ.

ახალი საცხოვრებლის შეძენას და ინვესტირებას არ გირჩევთ. რემონტის გაკეთება შეგიძლიათ. ამ პერიოდში ნათესავებთან ურთიერთობის დალაგებას და შერიგებას შეძლებთ. ოჯახის წევრების ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს.

ტყუპებში ვენერა ჰოროსკოპის მესამე სახლშია. ეს ხალხთან ურთიერთობაა. შეიძლება კონტაქტი განაახლოთ მათთან, ვინც წლები არ გინახავთ. შესანიშნავი დროა შესარიგებლად და ახლობლებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ასევე ვალის დასაბრუნებლად.

ამ პერიოდში შეგიძლიათ განაახლოთ სწავლა და აღადგინოთ საბუთები. დროა თქვენი ნიჭი გამოავლინოთ. თქვენი შემოქმედებითი უნარების განვითარების ვექტორი ძირეულად შეიძლება შეცვალოთ და ამით ფულის გამომუშავება დაიწყოთ.

კირჩხიბში ვენერა ჰოროსკოპის მეორე სახლშია, რომელიც ფულზე და ფინანსებზე პასუხისმგებელია. თვითშეფასებას გადახედავთ, თქვენი მომსახურების ღირებულება შესაძლოა გაზარდოთ. ამ დროში კარგი იქნება, ვალი დაფაროთ ან დაიბრუნოთ. ქონების მომგებიანად გაყიდვას შეძლებთ.

სამსახურში ფინანსური სტრატეგია ძირეულად შეიძლება შეიცვალოს. საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაში მეტ ინვესტიციას ჩადებთ. გარეგნობის და სტილის შეცვლას ისურვებთ, საკუთარ გარეგნობას მეტ დროს დაუთმობთ.

რა ელის ლომს, ქალწულს, სასწორს და მორიელს

ლომში ვენერა ჰოროსკოპის პირველ სახლშია. ის სტილზე და გარეგნობაზე პასუხისმგებელია. საკუთარ თავს უფრო დააფასებთ და შეიყვარებთ, რაც სასიყვარულო ურთიერთობაში ცვლილებებს მოგიტანთ. ისურვებთ კავშირის გაწყვეტას ან, პირიქით, ოჯახის შექმნას.

ქორწილი 15 სექტემბრამდე არ მოაწყოთ. ამ პერიოდში კარგი იქნება შეურიგდეთ ადამიანს, ვისაც დიდი ხნის წინ ეჩხუბეთ. ხელახალი დაქორწინება ან ყოფილთან ურთიერთობა მოსალოდნელია. რეტროგრადული ვენერა გაჩვენებთ, როგორი ხართ სინამდვილეში და ნიღბის ტარებას აღარ ისურვებთ.

ქალწულში ვენერა მე-12 სახლშია. ის პასუხისმგებელია წარსულზე და იმაზე, რაც ჩრდილშია. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებთანაც დიდი ხანია ურთიერთობა არ გაქვთ.

შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც დისტანციური ურთიერთობა გქონდათ. ასევე ურთიერთობაში, პირიქით, პაუზა შეიძლება აიღოთ. მე–12 სახლი ქველმოქმედებაზე და დახმარებაზე პასუხისმგებელია. ანჯელა პერლი გირჩევთ, ამ პერიოდში სულიერ განვითარებას მიხედოთ.

ვენერა სასწორის პლანეტაა. ახლა მის მე–11 სახლშია, რომელიც მეგობრობაზე და ღირებულებებზე პასუხისმგებელია. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება მეგობარი, ვისთანაც დიდი ხანია ურთიერთობა არ გქონიათ. ან ძველი მეგობრის ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა შეიძლება მოხდეს.

თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებები და ორიენტაციები შეიცვლება. თქვენს სანუკვარ ოცნებას ახლებურად შეხედავთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ საყვარელ ადამიანთან დაშორება გადაწყვიტოთ. ამ პერიოდში დიდ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებთ. ეს თქვენი სამუშაოს და შემოსავლის ვექტორს მნიშვნელოვნად შეცვლის.

მორიელში რეტროგრადული ვენერა ჰოროსკოპის მე–10 სახლშია. ეს კარიერის, მიზნების და მიღწევების სახლია. საქმიანობის სფერო შეიძლება შეცვალოთ. სამუშაო პირობები, უფროსობა ან თქვენს კომპანიაში სამუშაოს ორგანიზაცია შეიძლება შეიცვალოს. საზოგადოებაში თქვენი სტატუსი შეიძლება შეიცვალოს. ეს როგორც სამსახურს, ასევე პირად ცხოვრებას ეხება. ასევე მოსალოდნელია საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, მაგალითად, ემიგრაციაში წასვლა.

რა ელის მშვილდოსანს, თხის რქას, მერწყულს და თევზებს

მშვილდოსანში ვენერა ჰოროსკოპის მე-9 სახლშია. ის მოგზაურობაზე, განვითარებაზე და ზრდაზე პასუხისმგებელია. მთელ მსოფლიოში იმოგზაურებთ, მაგრამ ასეთი მოგზაურობა დაგეგმილზე მეტ ხარჯს გამოიწვევს. იმედი შეიძლება გაგიცრუვდეთ ხალხში, რომლებიც ახლა თქვენ გვერდით არიან.

კარგი იქნება მოინახულოთ ადგილები, სადაც უკვე ნამყოფი ხართ, ან იქ, სადაც დიდი ხანია წასვლაზე ოცნებობთ. ამ პერიოდში წარსულიდან ფული შეიძლება დაგიბრუნდეთ. ვიღაც ვალს დააბრუნებს ან ალიმენტს გადაგიხდით. რეტროგრადული ვენერას პერიოდში ყოფილ შეყვარებულთან ან ქმართან ურთიერთობა შეიძლება განაახლოთ.

თხის რქაში ვენერა ჰოროსკოპის მერვე სახლშია, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსებზე, თან არა მხოლოდ თქვენს, არამედ სხვის ფინანსებზე. ფული თითქმის არსაიდან გაჩნდება. სამსახურში შემოსავლის გაზრდა მოსალოდნელია. ფინანსებზე სასიამოვნო ამბები თქვენს მეუღლეზეც შეიძლება გადავიდეს.

მერვე სახლი ნდობაზე პასუხისმგებელია. ამ პერიოდში ინვესტირება არ ღირს, რადგან, დიდი ალბათობით, დაკარგავთ. არ დაიწყოთ საერთო ბიზნესი, განსაკუთრებით მეგობრებთან. სამაგიეროდ, ყოფილ შეყვარებულთან სასიყვარულო ურთიერთობა შეგიძლიათ განაახლოთ.

მერწყულში ვენერა ჰოროსკოპის მეშვიდე სახლშია. უფრო მეტიც, მასზე პასუხისმგებელია. ეს სიყვარულის, პარტნიორობის და ბალანსის სახლია. 15 სექტემბრამდე ძველ მეგობრებთან, ყოფილ შეყვარებულთან ან ქმართან ურთიერთობა შეიძლება განაახლოთ. ამ პერიოდში ბევრს დაფიქრდებით, როგორ აფასებთ საკუთარ თავს და ხალხს, რომლებიც თქვენს გარშემოა.

თევზებში ვენერა ჰოროსკოპის მეექვსე სახლშია, რომელიც მოვალეობებზე პასუხისმგებელია. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სამსახურს, რომლის შეცვლაც მოგიწევთ. სანამ ვენერა რეტროგრადულია, თქვენი შემოსავალი შემცირდება. ამ პერიოდში ბიზნესში ფული არავითარ შემთხვევაში ჩადოთ. დიდი ალბათობით, რაღაც პასუხისმგებლობას აიღებთ და მისი შესრულება მოგიწევთ.

ვენერას რეტროგრადული პერიოდი დიდხანს არ გრძელდება, თუმცა თქვენი ცხოვრება სერიოზულად შეიძლება შეცვალოს.

Advertisement