თავის მოვლა
სილამაზე გროშებად! ნიკოტინის მჟავა ნაოჭებისა და კოსმეტიკური დეფექტების პირველი მტერია
ხშირად მეკეთხებიან, რატომ ვარიდებ მაქსიმალურად თავს სხვადასხვა კოსმეპიკური კრემებისა და პროდუქტების შეძენას. გარდა იმისა, რომ კანის მოსავლელი მსგავსი საშუალებები საკმაოდ სოლიდურ თანხად იყიდება, ჩვენ თანხას არა ხარისხში, არამედ ლამაზ შეფუთვაში და ქილაში ვიხდით.
თუ ძვირადღირებული კრემების შემადგენლობას დააკვირდებით, განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ფასი ყოველთვის ხარისხზე მაღალია, რის გამოც მაღაზიის კოსმეტიკას არასდროს ვენდობი. ჩემი ბავშვობის დაქალი, რომელიც დღეს საკმაოდ გამოცდილი, დიპლომირებული კოსმეტოლოგია, ყოველთვის მიზიარებს სასარგებლო რჩევებს. სწორედ მან მიამბო ერთი ძალიან ეფექტური საშუალების შესახებ, რომლის მომზადებასაც მარტივად შეძლებთ საკუთარი ხელით. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია, ხოლო მათი კომბინირებით ჩვენ ვიღებთ ნატურალურ საშუალებას, რომელცი საკუთარი ეფექტით ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკასაც კი აღემატება.
ამ საშუალების გამოყენებიდან მინიმალურ დროში სასიამოვნო ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იქნება. მას პირადად უკვე არაერთი წელია ვიყენებ და მიღებული შედეგით ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ამ საშუალების შესახებ დღეს თქვენც გიამბოთ. ნიკოტინის მჟავა – ეს უნიკალური საშუალება უბრალოდ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, კანისთვის, თმისა და ფრჩხილებისთვის. ძალიან ცოტა ჩვენგანმა თუ იცის, რომ ის ნამდვილი პანაცეაა პრობლემური კანისთვის.
ნიკოტინის მჟავა ამპულებში
მედიცინაში ეს სამკურნალო საშუალება გვხვდება შემდეგი სახელწოდებებით: ვიტამინ PP, ნიაცინი ან ვიტამინ B3. ის აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, აღადგენს ქსოვილებს და სტიმულირებს ცხიმის ენერგიად გარდაქმნის პროცესს.
ვიტამინ PP დეფიციტისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ხშირად ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილები, საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, საერთო სისუსტე და უძილობა. პირველი ნიშნები, რომლებიც ამ ნივთიერების უკმარისობისას იჩენს თავს, დერმატიტი, კანის გამოშრობა და ნაადრევად ნაოჭების გაჩენაა.
გარეგანი გამოყენების დროს ნიკოტინის მჟავა აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს კანის საფარისთვის სისხლის მიწოდებას. ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე, მოცემული ვიტამინი ხსნის ანთებას და თავიდან გვარიდებს კანიდან ტენის დაკარგვას. გარდა ამისა, ის ეფექტურად მონაცილეობს კანის აღდგენის, რეგენერაციის პროცესში და აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ტონს.
“ბატის კანი”, ნაოჭები და კანის პიგმენტაცია წარსულში დარჩება, თუ ამ ღირებულ პროდუქტს სწორად გამოიყენებთ, რომლის შეძენასაც ძალიან იაფად შეძლებთ უახლოეს აფთიაქში.
ნიკოტინის მჟავაზე დაფუძნებული ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებები
1. სახის ნიღაბი ალოესთან ერთად
ნიკოტინის მჟავის 2 ამპულა ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზ ალოეს წვენში. მიღებული ნარევი წაისვით წინასწარ კარგად გაწმენდის სახეზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 25 წუთით. ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. ჩაიტარეთ პროცედურა რეგულარულად, რათა თქვენი კანი მუდამ ლამაზად გამოიყურებოდეს.
2. ნიღაბი ჯანჯაფილით (კოჭა)
ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის პიგმენტაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ნიღბის მოსამზადებლად, 1 ს.კ. წვრილად გახეხილ ჯანჯაფილში ჩაამატეთ 2 ამპულა ნიკოტინის მჟავა და კარგად გადაურიეთ. მიღებული ფაფისებრი მასა ბამბის დისკით წაისვით სახის კანზე, მოითმინეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. მოერიდეთ კანს თვალების გარშემო. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ, რათა თქვენი კანი მუდამ შეუდარებლად გამოიყურებოდეს.
3. აღმდგენი კრემი ნიკოტინის მჟავით
აიღეთ 2 ჩაის კოვზი უბრალო დამატენიანებელი კრემი და ჩაამატეთ მასში ნიკოტინის მჟვი 1 ამპულა და C ვიტამინის ნახევარი ამპულა, კარგად გადურიეთ. მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე ძილის წინ და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია რეგულარულად, რათა შეუნარჩუნოთ კანს სილამაზე და ახალგაზრდობა მრავალი წლით.
4. გამათეთრებელი ნიღაბი
შეურიეთ ერთმანეთში 1 ს.კ. თაფლი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი და 5 წვეთი ნიკოტინის მჟავა. მზა საშუალება წაისვით სახის კანზე დღეში 2-ჯერ და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით. დაახლოებით 7 პროცედურის შემდეგ თქვენი სახის კანის საგრძნობლად გაღიავდება.
5. ლიფტინგ ნიღაბი ბანანით
აიღეთ 1 კვერცხის ცილა და კარგად ათქვიფეთ ჩანგლით. ჩაამატეთ მასში 1 ჩ.კ. თაფლი, 2 ს.კ. გადამწიფებული ბანანის რბილობი და ნიკოტინის მჟავის ნახევარი ამპულა. კარგად გადაურიეთ და მზა მასა წაისვით სახის კანზე წრიული მოძრაობებით. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
6. ნიღაბი “40+” მშრალი კანისთვის
შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. გლიცერინი, A ვიტამინი, ტოკოფეროლი და მინერალური წყალი. ნარევი შეათბეთ წყლის აბაზანაზე და ჩაამატეთ მასში ნიკოტინის მჟავის 1 ამპულა. მიღებული ნიღაბი თხელ ფენად წაისვით სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. მოერიდეთ კანს თვალების გარშემო.
ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის ნიკოტინის მჟავა ნამდვილი აღმოჩენაა. მისი ზრდის პროცესი რომ დააჩქაროთ, გაიმაგროთ ძირები და გაიჯანსაღო თმის ფოლიკულები, კოსმეტოლოგები ნიკოტინის მჟავის გამოყენებას კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ გვირჩევენ.
1 ამპულის შიგთავსი თანაბრად გაინაწილეთ თავის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით. თუ ზედმეტად სქელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ვიტამინის განზავება მცირე რაოდენობით წყლით. ნიკოტინის მჟავის ჭარბი რაოდენობით გამოყენება ჩვენი თმისთვის არ არის რეკომენდებული, რათა არ გამოვიწვიოთ ალერგიული რეაქციები. ერთი ამპულა სავსებით საკმარისი და უსაფრთხო იქნება.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენ მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!