ჰოროსკოპი
სიზმრების ახსნა თვის დღეების მიხედვით: როდის გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანი სიზმარს ყოველღამე ხედავს. ზოგიერთი ადამიანი სიზმარს დეტალურად იმახსოვრებს, ზოგი ფიქრობს, რომ საერთოდ არაფერი ესიზმრება. ადამიანს, რომელსაც ინტუიცია კარგად განვითარებული აქვს, სხვადასხვა დღეს სხვადასხვა სიზმარს ხედავს. ზოგჯერ სიზმარი ცხადია, ზოგჯერ ბუნდოვანი ან მკრთალი. ადამიანი ერთხელ მაინც წინასწარმეტყველურ სიზმარს ან დეჟავუს ხედავს.
ახლა ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით წინ მიიწევს, მაგრამ მეცნიერებმა ამ მოვლენების მიზეზის ზუსტად ახსნა დღემდე ვერ შეძლეს. სამეცნიერო მასალებსა და ეზოთერიკოსების ჰიპოთეზებზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიგოთ, როდის გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმარი და რას მივაქციოთ ყურადღება.
სიზმრები ხდება – ხალხური ცრურწმენა თუ სიმართლე
გრძნეული სიზმარი ეს კავშირია ფსიქიკასა და ქვეცნობიერს შორის. არის დღეები, როცა პლანეტები ჩვენს სასარგებლოდ განლაგებულია. ასეთი მინიშნებების გაშიფვრა უნდა ისწავლოთ. ამ მონაცემების გამოყენებით ცხოვრებას შეცვლით. მაგალითად, მენდელეევს ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი დაესიზმრა.
სიზმრების გაანალიზება საინტერესო პროცესია, რომელიც თქვენი გრძნობების, აზრების და ხალხთან ურთიერთობის გარკვევაში დაგეხმარებათ. ნებისმიერი სიზმარი წარმოადგენს გამოსახულებას რა შეიძლება ყოფილიყო, რა იყო ან რა შეიძლება მოხდეს. სიზმარში შეგიძლიათ პრობლემის მოგვარების მეთოდი იპოვოთ. ყოველდღე დრო საკუთარ თავს დაუთმეთ, რომ სიზმარი გაიხსენოთ და დაფიქრდეთ, რატომ დაგესიზმრათ.
ბევრი ფიქრობს, რომ გრძნეული სიზმრები მხოლოდ ხუთშაბათს და პარასკევს გვესიზმრება, მაგრამ ასე არაა. თვის ნებისმიერ დღეს შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმარი დაგესიზმრათ. ამაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ესაა დაღლილობა, სტრესი, შფოთვა, დატვირთული გრაფიკი. ეზოთერიკის მიხედვით, მნიშვნელოვანია დღე, როცა სიზმარს ხედავთ.
გრძნეული სიზმრები მთვარის კალენდრის მიხედვით
1 – თუ ამ დღეს ავად გახდით, უსიამოვნებას დიდხანს ვერ მოიშორებთ. ამ დღეს დაბადებული ბავშვი დიდხანს იცოცხლებს.
2 – თუ ავად ხართ, დიდხანს არ გაგრძელდება. იდეალური დღეა, რომ ბავშვზე დაფიქრდეთ.
3 – კარგი დღეა, რომ ნებისმიერი საქმე დაიწყოთ. ამ დღეს ავადმყოფობა სახიფათო და ხანგრძლივია. ჯანმრთელობაზე იზრუნეთ.
4 – სამუშაო ნაყოფიერია. დაკარგულს იპოვით. სიზმარი თითქმის ყოველთვის ხდება.
5 – წარუმატებელი დღეა ყველა გაგებით. ზედმეტ მოქმედებას მოერიდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
6 – ბევრი რამისთვის სასარგებლო დღეა. თუ ავად ხართ, მალე გამოკეთდებით ან გართულებას თავიდან აიცილებთ. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. ამ დღეს დღეგრძელი ხალხი იბადება.
7 – ნებისმიერი კარგი საქმისთვის სასარგებლოა. თუ ავად გახდით, სწრაფად განიკურნებით. სიზმარი ნეიტრალურია.
8 – კარგი დღეა, თუ შორ გზაზე წასვლას აპირებთ. თუ ავად ხართ, წარუმატებელი დღეა. სიზმარი წინასწარმეტყველურია.
9 – ამ დღეს ერთი საქმე წარმატებას მოგიტანთ, მეორე – წარუმატებლობას. ბალანსი მოძებნეთ. ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს.
10 – ყველასთვის კარგი დღეა. ამ დღეს მოგზაურობის და დიდი თავგადასავლების მოყვარული იბადება.
11 – კარგი დღეა, რომ საცხოვრებელი შეიცვალოთ.
12 – დაისვენეთ, მუშაობას თავი აარიდეთ. ამ დღეს ავადმყოფობა სახიფათოა.
13 – წინა დღის მსგავსი მნიშვნელობა აქვს. თუ სიზმარი სასიყვარულო გამარჯვებას და სიახლოვეს ეხება, 2 კვირაში ახდება.
14 – იდეალურია სავარჯიშოდ. თუ ამ დღეს ავად გახდით, აუცილებლად გამოკეთდებით. ამ დღეს დაბადებული ჯანმრთელი და ჭკვიანია.
15 – როგორც ამბობენ, არც თევზია, არც ხორცი. ბალანსისთვის ერთ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, მეორეში წააგებთ. დაავადება სახიფათო არაა.
16 – ბედნიერი დღეა. ამ დღეს ჯანმრთელი ბავშვი იბადება, რომლის ცხოვრება ხანგრძლივი და საინტერესო იქნება. ცხადი და კონკრეტული სიზმარია.
17 – ნავსიანი დღეა. ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დღისთვის გადადეთ. ამ დღეს მაღალი და იღბლიანი ბავშვი იბადება.
18 – საკმაოდ წარმატებულია. ამ დღეს მშვიდი, შრომისმოყვარე ბავშვი იბადება, რომელიც სიმდიდრეს დააგროვებს.
19 – თუ გზაში იმყოფებით, არახელსაყრელი დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.
20 – წარმატებული დღეა. არაფრის მომცემი და უაზრო სიზმარია. ამ დღეს შრომისმოყვარე ბავშვი იბადება.
21 – კარგია დღეა, რომ სახლის საქმეებს მიხედოთ ან გაერთოთ. თუ ავად გახდებით, არ შეგეშინდეთ, სახიფათო არაა.
22 – ცუდი დღეა. სამსახური სხვა დროისთვის გადადეთ. ახალი საქმე არ დაიწყოთ. სიზმარი შეიძლება ახდეს.
23 – მიზნის მისაღწევად წარმატებულია. საზოგადოებაში დიდ წარმატებას და დიდებას მიაღწევთ. ავადმყოფობა სახიფათოა და დიდხანს ვერ განიკურნებით. უაზრო სიზმარია.
24 – არც კარგი, არც ცუდი დღეა. ჯანმრთელობას მიხედეთ. ამ დღეს ძალიან კეთილი ბავშვი იბადება, მაგრამ გართობა უყვარს. უაზრო სიზმარია.
25 – შავი დღეა, მაგრამ სიზმარი ხდება.
26 – ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ. ავადმყოფობა სახიფათოა. სიზმარი სწრაფად ხდება.
27 – სიზმარი ხდება, წარმატებული დღეა. დამჯერი, კარგი ხასიათის და ჯანმრთელი ბავშვი იბადება.
28 – კარგი დღეა. სიზმარი ბუნდოვანია, კარგად უნდა დაფიქრდეთ.
29 – წარუმატებელი დღეა ყველა მიმართულებით ჯანმრთელობის გარდა. თუ ავად ხართ, მალე განიკურნებით. სიზმარი 3 დღეში ახდება.
30 – ბედნიერი დღეა. ავადმყოფი მალე გამოკეთდება. მაღალი ძალებით კურთხეული ბავშვი იბადება. სიზმარი ხდება.
31 – სიზმარი ცვლილებებს პროგნოზირებს. ამ დღეს ქორწილის გახდა ძლიერ კავშირს გპირდებათ. სიზმარი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ლამაზია.
სიზმრებსა და რეალობას შორის ბალანსი იპოვეთ და მათ შორის განსხვავება მოძებნეთ. უკეთესია, თუ სიზმრების გაკონტროლებას და მათი მიმართულების შეცვლას ისწავლით. ასე რეალობაში სხვადასხვა სიტუაციის გაგებას შეძლებთ.
სიზმარი კრეატივის განვითარებაში, შემოქმედებითი შესაძლებლობების გავარჯიშებაში, ფანტაზიის გაფართოებაში გვეხმარება. ბევრი ცნობილი ადამიანი სიზმარს იყენებდა. მაგალითად, სალვადორ დალი. ნახეთ სიზმარში ნახატი? დახატეთ!