ტესტები
სიბერე ქალისთვის: მოხუც ქალს სურათზე 30 წელს გადაცილებულები ხედავენ
დედაჩემი ამბობს, რომ ქალს სიბერე არ აშინებს, თუ სულით ახალგაზრდაა და საყვარელი საქმე აქვს. ადამიანი 25 წლის ასაკშიც შეიძლება მოხუცი იყოს ან 60 წლისას ბავშვური სილაღე და ცნობისმოყვარეობა დაკარგული არ ჰქონდეს. ამაზე ადამიანის ცხოვრების წესი და მის მიმართ დამოკიდებულება გავლენას ახდენს.
Аlltime.ge–ს რედაქცია მარტივი ტესტის გავლას გთავაზობთ. მისი დახმარებით გაიგებთ, რამდენად ჩქარა ბერდება თქვენი ტვინი. თქვენი თავი შეამოწმეთ.
სიბერე ქალისთვის
ექსპერტები ამბობენ: სტატისტიკურად ადამიანის ტვინი დაბერებას 25 წლის შემდეგ იწყებს. 65-70 წლისას ადამიანის კოგნიტური ფუნქციები (მეხსიერება, აზროვნება, რეაქციის სიჩქარე) 50%–ით მცირდება.
ყოველთვის ასე არაა და ამ თემაზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. ბევრი მოქმედება (ვარჯიში) არსებობს, რომლის დახმარებით ტვინის გაახალგაზრდავებას შეძლებთ. ინტელექტის შესანარჩუნებლად ჯანსაღი გარემო შექმენით, მუდმივად ბრძოლაში გამოიწვიეთ. კვირაში ერთი ორი ვარჯიში საკმარისი არაა. თითქმის 24–საათიანი ვარჯიში სჭირდება.
პირველ რიგში, ხარისხიან დასვენებას ვგულისხმობთ. ჯანსაღი და ხარისხიანი ძილი ტვინისთვის აუცილებელია. რეგულარულად იმოძრავეთ. ფეხიათ იარეთ, პილატესზე ან იოგაზე ჩაეწერეთ. ასევე საყვარელ ადამიანთან ერთად ცეკვაზე სიარული შეგიძლიათ დაიწყოთ.
მაგალითად, დედაჩემის დაქალი, რომელიც 67 წლისაა, ბაჩატას და ჩაჩაჩას ჩემზე უკეთ ცეკვავს. უცხო ენების შესწავლა ტვინს განვითარებაში ძალიან ეხმარება. მაგალითად, სიმღერის ტექსტი, ლამაზი ლექსი ან პროზიდან ნაწყვეტი დაიმახსოვრეთ.
ტვინს დაგეგმვა და მეხსიერების ვარჯიშიც ეხმარება. მაგალითად, ყოველ საღამოს 10 წუთით განმარტოვდით და დეტალურად გაიხსენეთ, რას აკეთებდით, რა თქვით, რა ჭამეთ და ა.შ. ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ ამ ვარჯიშის შესრულება ახალგაზრდებსაც უჭირთ.
ტესტი საკმაოდ მარტივია. სურათს დააკვირდით და გვითხარით: რას ხედავთ მასზე? დიდხანს არ იფიქროთ. გვიპასუხეთ, რა დაინახეთ პირველად.
სურათზე მოხუც ქალს 30 წელს გადაცილებული ქალები ხედავენ.
შეიძლება გაიფიქროთ, რომ ტესტი თქვენზე არაა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს შეიძლება განგაშის სიგნალი იყოს, რომ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. მაგალითად, თქვენთვის საინტერესო უცხო ენის შესწავლა დაიწყეთ.
ტესტის შედეგის მიუხედავად, ტვინის სიბერის პირველი ნიშნები როგორც 40 წელს გადაცილებულ, ასევე სტუდენტს შეიძლება აღმოაჩნდეს. თუმცა სიტუაციის გამოსწორება ადვილია. მთავარია, ყოველდღე სრულფასოვნად იცხოვროთ და საკუთარ თავს ახალი გამოწვევები დაუსახოთ.
ქალის ან კაცის სიბერე ჩვენი მომავალია. დიდხანს გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია, მაგრამ ასე არაა. ბავშვებს ვერ ნახავთ, როცა ისინი მოხუცები იქნებიან, ხოლო სიბერე ნამდვილი მომავალია. მისი არ უნდა გეშინოდეთ. უკეთესია, რომ ლამაზად, სულიერად და მხიარულად იცხოვროთ. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.