Connect with us

საკითხავი

სერაფიმ საროველი უფალს თქვენს ბედზე შესთხოვს, უბრალოდ 15 იანვარს ილოცეთ

მართლმადიდებლები სერაფიმ საროველის ხსენების დღეს ორჯერ აღნიშნავენ. პირველი თარიღია 15 იანვარი, მეორე – 1 აგვისტო. ბრძენი წმინდანი რელიგიურ სამყაროში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ამიტომ თაყვანსაცემად ორი დღე დაიმსახურა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაატაროთ 15 იანვარი, რომ მთელი წლით სერაფიმ საროველის წყალობა მოიპოვოთ.

გულწრფელი თხოვნა

სერაფიმეს ხალხი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ მიმართავს. ოჯახში კეთილდღეობას და ბავშვებისთვის სიბრძნეს სთხოვს. სერაფიმ საროველს სახლში ჰარმონიას, სითბოს და კეთილდღეობას ევედრებიან. რა თქმა უნდა, სამშობლოში მშვიდობა შეგიძლიათ შეთხოვოთ. გულწრფელი ლოცვის შემთხვევაში ის წყალობას გაიღებს და აუცილებლად დაგეხმარებათ.

წლის დასაწყისში სერაფიმეს სიკეთე შეთხოვეთ, რომ მთელი წელი კარგზე დაპროგრამირებული იყოთ. ხალხი ტყუილად არ ჩქარობს ეკლესიაში წასვლას, აღსარების ჩაბარებას, ნათესავებთან შერიგებას, თუ ნაჩხუბრები არიან. სურვილი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და მხოლოდ კარგზე იფიქროთ. ეს მშვენიერი დასაწყისია.

სადღესასწაულო განწყობა

15 იანვარი განსაკუთრებული დღეა. სერაფიმ საროველს პატივი რომ მიაგოთ, დღე ლოცვით დაიწყეთ და ლოცვით დაასრულეთ. კარგია ეკლესიაში წასვლა და მის ხატთან თაყვანისცემა. ხატის წინ სურვილი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ან სთხოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.

ამ დღეს აუცილებელია სიკეთის კეთება სერაფიმეს მსგავსად. რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები ყოველთვის უნდა გააკეთოთ, მაგრამ 15 იანვარს ეს აუცილებელია. გაჭირვებულს დაეხმარეთ, უსახლკარო გამოკვებეთ, მიტოვებული ცხოველები დაიცავით. გულწრფელად გაკეთებული ერთი კეთილი საქმე თქვენი სულისთვის ჯადოსნური სინათლის სხივი გახდება.

ადრე ამ დღეს გასათხოვარი გოგოები საბედოზე მკითხაობდნენ. ქალები წვიმის რაოდენობასა და კარგ მოსავალზე მკითხაობდნენ. ამისთვის მაგიდაზე უნდა დადოთ 12 ხახვის ნაჭერი, მარილმოყრილი. დილით რამდენ სველ ნაჭერს დათვლით, იმდენი წვიმიანი თვე იქნება. კარის ღიობი შეგიძლიათ შელოცილი წყლით გაწმინდოთ, რომ უწმინდურმა სახლში შემოსვლა ვერ შეძლოს.

კატეგორიული აკრძალვები

15 იანვარს მკაცრად აკრძალულია კამათი, მკაცრი სიტყვის გამოყენება და სხვების გაკიცხვა. თუ კამათი მოგიწიათ, სწრაფად შერიგდით და ერთმანეთს პატიება სთხოვეთ. თმის შეჭრა სასურველი არაა, რადგან ცუდად გაიზრდება. ამ დღეს ვახშამი ქალმა არ უნდა მოამზადოს.

ქათმის ხორცით მომზადებული კერძების მიღება და ალკოჰოლის დალევა მიღებული არაა. ადრე თვლიდნენ, რომ ასე ბედნიერების ჩიტი სახლიდან გაფრინდება. ძველად, 15 იანვარი ქათმის დღესასწაულად ითვლებოდა. ამ დღეს საქათმე უნდა გააკეთილშობილოთ, რომ შემდეგ სპეციალური დამცავი ამულეტები ჩამოკიდოთ.

ზოგიერთი ტრადიცია და წესი არ შეცვლილა. 15 იანვარს შესაძლებლობის მიხედვით ეკლესიაში წადით ან სახლში ღირსი სერაფიმ საროველის მიმართ ილოცეთ. თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის, ასევე უცნობი ხალხისთვის სიკეთე შეთხოვეთ. დაე, ყველამ მიიღოს სიკეთე, თუ ნამდვილად იმსახურებს.

2023 წლის 15 იანვარი კვირას ემთხვევა. კარგი შანსია, რომ ნათესავები და მეგობრები ნახოთ. ქველმოქმედება კარგი იდეაა. მაგალითად, უსახლკაროებს საჭმელი მიუტანეთ ან ცხოველთა თავშესაფარში მიდით. საკმარისი ვარიანტებია, მთავარია, რომ ნებისმიერი დახმარება გულწრფელი იყოს.

Advertisement