Connect with us

თავის მოვლა

სელის თესლი ნაოჭების საწინააღმდეგოდ: ნიღაბი ახალგაზრდა კანისთვის

სელის თესლი უჩვეულო პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ საკვებთან ერთად მიირთვათ ან კოსმეტიკური მიზნით გამოიყენოთ. ის ბევრ სასარგებლო ელემენტს შეიცავს, რომლებიც ახალგაზრდა და ლამაზი კანის შენარჩუნებას ხელს უწყობენ. თუ პროდუქტს კურსებით გამოიყენებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სელის თესლი კანის გასაახალგაზრდავებლად.

სელის თესლის სასარგებლო თვისებები

პროდუქტი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თავისუფალი რადიკალების გამოვლენას აფერხებენ. სწორედ ისინი იწვევენ ორგანიზმის დაბერებას და კანის მდგომარეობის გაუარესებას.

გარდა ამისა, სელის თესლის რეგულარული გამოყენების პირობებში „მავნე ქოლესტერინის“ დონე მცირდება. ეს ადამიანის გარეგნობაზეც დადებითად აისახება. მწვანე ჩაისთან ერთად, რომელიც ბევრ შინაურულ ნიღაბში შედის, პროდუქტი შეუცვლელია.

მას მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, კანი ელასტიური და მკვრივი ხდება, სახის ფერი უმჯობესდება.

სახის ნიღაბი სელის თესლით

თუ კარგი ეფექტის მიღება გსურთ, საშუალება ყოველდღე მოამზადეთ. სჯობს დილით გააკეთოთ, რადგან ნიღაბს დაყენება სჭირდება. თუ დილით მოამზადებთ, საღამოს მზად იქნება.

უბრალოდ სელის თესლი და მოდუღებული მწვანე ჩაი გჭირდებათ. ძლიერი სასმელი მოადუღეთ.

სელის თესლს ცხელი ჩაი დაასხით 1/3 ჭიქა ჩაიზე 1 ჩ/კ სელის თესლი დაგჭირდებათ. რამდენიმე წუთით აურიეთ, შემდეგ სალფეთქი დააფარეთ და საღამომდე გააჩერეთ.

როცა საშუალება მზად იქნება, გამოიყენეთ. სახიდან დეკორატიული კოსმეტიკა მოიშორეთ. კანმა ნიღაბი უკეთ რომ შეიწოვოს, მწოლარე პოზა მიიღეთ. ბამბის დისკი აიღეთ და ნაყენში დაასველეთ.

შემდეგ ბამბის დისკით სახეზე წაისვით და საშუალების შეწოვას დაელოდეთ. მანიპულაცია რამდენჯერმე გაიმეორეთ. რაც უფრო დიდხანს გააკეთებთ, მით უკეთეს ეფექტს მიიღებთ.

დასრულების შემდეგ შეგიძლიათ სუფთა წყლით დაიბანოთ ან პირდაპირ მკვებავი კრემი წაისვით. ეფექტის დასანახად მინიმუმ 10 მანიპულაცია შეასრულეთ. ნიღაბი ყოველდღე გაიკეთეთ. ყოველთვის ახალი ნაყენი გამოიყენეთ.

სელის თესლის ნიღაბი ნაზად, მაგრამ ეფექტურად მოქმედებს. კანი იჭიმება და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. რა თქმა უნდა, პროცედურები ერთ წამში 20 წლით ვერ გაგაახალგაზრდავებთ, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში დადებით შედეგს სწრაფად დაინახავთ.