Connect with us

ჯანმრთელობა

სელის ზეთის ზიანი და სარგებელი. როგორ უნდა მივიღოთ ჯანმრთელობის გასაძლიერებლად

სელის ზეთის სამკურნალო ეფექტის მისაღებად მისი სწორად გამოყენების შესახებ უნდა იცოდეთ. სწორედ ამიტომ, უნდა დააზუსტოთ შეიძლება თუ არა მისი გასახდომად დალევა, უზმოზე მიღება, ლიმონიანი წყლის დაყოლება. ასევე როგორ უნდა შეინახოთ პროდუქტი და აქვს თუ არა უკუჩვენება ქალებში, კაცებსა და ორსულებში…

სელის თესლი – გემო და შემადგენლობა

უძველესი დროიდან სელის ზეთს არა მხოლოდ საკვები პროდუქტი, არამედ სხვადასხვა უსიამოვნების სამკურნალო საშუალებად იყენებენ. ადრე ზეთს სახლში თვალსაჩინო ადგილას დებდნენ, რომ ყოველთვის ხელთ ჰქონოდათ და მისი სარგებლობის და ზიანის შესახებ თითოეული ადამიანი ინფორმირებული ყოფილიყო.

დღესდღეობით სელის ზეთი თავის პოზიციებს უბრუნდება, მაგრამ მისი სწორად გამოყენების წესები ყველამ არ იცის. არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოთ.

სელის ზეთს გაჯერებული ოქროსფერი შეფერილობა აქვს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ყავისფერში გადავიდეს. განსაკუთრებით ღირებულია ცივი დაწურვის ან ნედლი დაწურვის ზეთი. ზეთის არომატი გამოხატული არაა. გემო თავისებური აქვს, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემდეგ ადამიანი ეჩვევა. ზეთის სამკურნალო თვისებები მისი უნიკალური შემადგენლობით განისაზღვრება, მათ შორისაა რიგი სასარგებლო ელემენტები:

  • მინერალების კომპლექსი – იოდი სელენიუმთან, კალიუმით, თუთიით, ფოსფორით
  • ვიტამინები: A, K, E და B ჯგუფი.
  • ცხიმოვანი მჟავები (ნახევრად უჯერი და გაჯერებული)
  • ფიტოსტერონების კომპლექსი
  • ლიგნანები

სასარგებლო ელემენტების ნაკრების წყალობით სელის ზეთს იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, აღმდგენი, სიმსივნის საწინააღმდეგო და ანტისტრესული თვისებები აქვს, მაგრამ მხოლოდ სწორი მოხმარების შემთხვევაში.

უზმოზე სელის თესლის მიღებას განსაკუთრებული წესი არ აქვს. საკმარისია, 1 ს/კ დილით, ჭამამდე ნახევარი სათით ადრე, ან საღამოს ჭამიდან ნახევარი სააათის შემდეგ მიიღოთ. ასე სელის ზეთის ერთ-ერთ თვისებას შეიგრძნობთ. სრულად შეგრძნებას 1-2 თვე რეგულარული მოხმარებით შეძლებთ.

სელის ზეთი, სარგებელი და ზიანი – როგორ მივიღოთ

თუ სელის ზეთის მოხმარების შესახებ არ იცით, ყურად უნდა იყოთ დადებითი ეფექტი, რომლის მიღწეევაც გსურთ. ასე ზუსტ რეცეპტს განსაზღვრავთ:

იმუნიტეტის გაზრდა – სელის ზეთის რეგულარულად მოხმარება იმუნიტეტის სისტემას გააძლიერებს და კონსერვატიული ან ოპერატიული თერაპიის შემდეგ სწრაფად აღდგებით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად – სელის ზეთი სისხლძარღვების მოქნილობას ზრდის და სისხლის შედედებას ამცირებს. რეგულარული მოხმარება თრომბის, ვარიკოზის, არითმიის, ასევე ჰიპერტონიისა და ინსულტის პროფილაქტიკას წარმოადგენს. ზეთში შემავალ ლიგნანებს ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება შეუძლია, რაც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას წარმოადგენს.

შარდსასქესო სისტემა – სელის ზეთი თირკმლების პათოლოგიის დროს სასარგებლოდ მოქმედებს და სამკურნალო და საპროფილაქტიკო გამაძლიერებელი საშუალების სახით გამოდის. ზეთი სასქესო ფუნქციებს აძლიერებს და ჰორმონალური ფონის დარეგულირების წყალობით წინა მენსტრუაციულ სინდრომს ამსუბუქებს.

ტვინის მუშაობისთვის, ასევე ორსულობის დროს სელის ზეთი სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ და ბავშვის ნერვული ქსოვილების განვითარებას ხელს შეუწყობს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა – ზეთი ნაწლავების მუშაობას არეგულირებს, ამიტომ ყაბზობის ან კოლიტის დროს სასარგებლოა, ღვიძლზე დადებით გავლენას ახდენს და გულძმარვის დროს ეხმარება. 100 გრამი 900 კალორიას შეიცავს, რის გამოც დიეტურ პროდუქტებში დაფასებულია.

ნივთიერებათა ცვლა – სელის ზეთის რეგულარული მოხმარება გაცვლის პროცესებს არეგულირებს და ენდოკრინულ სისტემას აძლიერებს.

გარდა ამისა, სელის ზეთი კოსმეტოლოგიაში, დიეტოთერაპიაში, შაქრის დასარეგულირებლად, პარაზიტულ ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენება. ასევე პოდაგრით, წითელი მჭამელისა და მასტოპათიით გამოწვეული ანთების ნიშნებს გააქრობს.

რა შემთხვევაში არის საზიანო ზეთის გამოყენება

არასწორი გამოყენების შემთხვევაში სასარგებლო პროდუქტიც შეიძლება საზიანო გახდეს. სელის ზეთს შემდეგ შემთხვევებში მავნე მოქმედება აქვს:

შეწვის დროს – სხვადასხვა პროდუქტების ზეთში შეწვის დროს, შეიძლება კანცეროგენული აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მას ნედლი სახით იღებენ.

ხანგრძლივი გამოყენების დროს – სასარგებლო ზეთის  შენახვის ვადა მცირეა, ამიტომ მომზადების შემდეგ სწრაფად უნდა გამოიყენოთ.

არასწორი შენახვის დროს – თუ ზეთს სითბოში ან ღია ქილაში შეინახავთ, სწრაფად დამჟავდება და ორგანიზმისთვის საზიანო თავისუფალ რადიკალებს გაათავისუფლებს. სელის ზეთი მაცივრის ქვედა თაროზე შეინახეთ.

მოხმარების ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში – ზეთის მაქსიმალური დღიური დოზა 2 ს/კ. გადაჭარბებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.

ასევე სელის ზეთის და ტკივილგამაყუჩებელი და დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალების ერთად მიღება არ შეიძლება. ასევე ჰეპატიტის, ჰოლეცისტიტის, პანკრეატიტის და საშვილოსნოს პოლიპის დროს უკუჩვენებულია.

ინდივიდუალური აუტანლობის დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სუნთქვის დარღვევა და შეშუპება. გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, განსაკუთრებით ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

თუ სელის ზეთის სწორად მოხმარების, მისი სარგებლის და ზიანის შესახებ იცით, უკუჩვენებები არ უნდა განვითარდეს. პროპორციების დაცვით ინფარქტის, ათეროსკლეროზის და ინსულტის ალბათობას შეამცირებთ. ამასთან, სელის ზეთს საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს და შეგიძლიათ კერძებს დაუმატოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.