ვიდეო
სახსრების ტკივილის დროს ლიმონის ქერქი გიშველით
სახსრების ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.
მაგალითად, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი ან პოდაგრა. სახსრების ტკივილი შეიძლება დაზიანების შედეგიც იყოს, როგორიცაა მყესების გაჭიმვა.
სახსრები ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებენ, რაც კიდურების და სხეულის სხვა ნაწილების მოძრაობის საშუალებას გვაძლევს. თუმცა ზოგჯერ ხრტილი, რომელიც ძვლების ერთმანეთთან ხახუნს ხელს უშლის, რიგი მიზეზის გამო იშლება. ეს სახსრების ტკივილს იწვევს, რომელიც როგორც მინიმუმ გაღიზიანებას და საუკეთესო შემთხვევაში სისუსტეს იწვევს.
როგორ გამოვიყენოთ ლიმონი სახსრების ტკივილის დროს
ლიმონი C ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 31%-ს შეიცავს. C ვიტამინი ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცილების ფორმირებისთვის აუცილებელია, რაც კანს, მყესებს და სისხლძარღვებს აძლიერებს.
ამასთან C ვიტამინი ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობების აღსადგენად მნიშვნელოვანია. ეს ვიტამინი ჭრილობის შეხორცებას, ნაწიბურების ქსოვილის წარმოქმნას და იოგების, ძვლების და კბილების შენარჩუნებას ხელს უწყობს.
ჩვენი ჩონჩხის სისტემისთვის ასევე აუცილებელია კალციუმი. ლიმონის ქერქი კი დიდი რაოდენობით C ვიტამინს და კალციუმს შეიცავს, რომლებიც ძვლების ჯანმრთელობას აუმჯობესებენ და მხარს უჭერენ.
ლიმონის ქერქი შეგიძლიათ შეჭამოთ
ეს საკმაოდ უცნაური შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ ადამიანები ლიმონს წურავენ, რომ წვენი გამოწურონ და ქერქს აგდებენ. თუმცა ლიმონის ქერქი საჭმელად ვარგისია და ჯანმრთელობისთვის დიდ სარგებელს შეიცავს:
მან შეიძლება ქოლესტერინის დონე შეამციროს – კალციუმი არტერიული წნევის დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მასში შემავალი ფლავონოიდები მავნე ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.
იმუნიტეტი და საჭმლის მონელება გაიზრდება – ლიმონის ქერქი საკვებ უჯრედისებს შეიცავს, რომელიც ნაწლავების ჯანსაღ მოძრაობას მხარს უჭერს. C ვიტამინის დიდი რაოდენობა ყელს, სურდოს, გრიპს და სხვა გვერდით ინფექციებს კურნავს.
ის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. C ვიტამინი და ლიმონის მჟავა თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და ამით კანზე მუქი ლაქების გაჩენას და დაბერების პროცესს ებრძვიან.
ეს წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ. ლიმონის ქერქი პექტინებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ჭარბი შაქრის მიღებაში ხელს უშლის. თუ რაციონში ლიმონს ჯერ არ ჩაგირთავთ, ახლა ამის დროა.
ლიმონის ქერქის რეცეპტი სახსრების ტკივილის დროს
ინგრედიენტები:
- 4 ლიმონი
- ზეითუნის ზეთი
ინსტრუქცია:
ლიმონის ცედრა ქილაში მოათავსეთ და ზეითუნის ზეთი დაასხით ისე, რომ ბოლომდე შეივსოს. ქილას თავსახური დაახურეთ და 2 კვირა გააჩერეთ.
როცა მზად იქნება, სუფთა მარლა ამ ხსნარში გაჟღინთეთ და დაზიანებულ სახსრებზე დაიდეთ. მარლაზე ზემოდან პოლიეთილენის პარკი, შემდეგ კი თბილი ქსოვილი დაიფარეთ. ეს პროცედურა ღამით, ძილის წინ გააკეთეთ. მეორე დღეს სხვაობას შეამჩნევთ.