Connect with us

საკითხავი

სახლის 18 ნივთი, რომლის ვარგისიანობის ვადაზეც არაფერი იცოდით

პროდუქტის შეძენის დროს ჩვეულებრივ გამოყენების ვადას ვუყურებთ, მაგრამ ბევრ საყოფაცხოვრებო ნივთზე ვარგისიანობის ვადა მითითებული არაა, თუმცა მარადიული ისინიც არ არიან.

უფრო მეტიც, ზოგიერთი ნივთი შეიძლება სახიფათო იყოს მაშინაც კი, თუ თითქმის ახალივით გამოიყურება.

აი, 18 ნივთი, რომლებიც დროა შეცვალოთ:

საძინებელში

ბალიშები: 2-3 წელი

ბალიშების რეგულარულად შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე არა მხოლოდ კომფორტს ეხება, არამედ იმას, რომ დროთა განმავლობაში მტვრის ტკიპების ბუდედ იქცევა.

სახლის ჩუსტები: 6 თვე

ჩუსტები დრო და დრო უნდა შეცვალოთ, რადგან მათ შეიძლება სოკო გადაიტანონ. მართალია, თუ მასალა საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გარეცხოთ. ეს გამოყენების ვადას გაახანგრძლივებს.

სააბაზანოში:

ღრუბელი: 2 კვირა

ტანის დასაბანი ღრუბელი: 6 თვე

ღრუბელზე სოკო და ობი ჩნდება. ღრუბელი ვადაზე მეტხანს არ გამოიყენოთ. როგორც ნატურალური, ასევე სინთეტიკური ღრუბელი შეგიძლიათ აადუღოთ, რომ ბაქტერიები მოკლათ.

პირსახოცი: 1-3 წელი

პირსახოცი შთანთქმის უნარს კარგავს და ბაქტერიების გასავრცელებლად იდეალურ სივრცეს ქმნის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ იშვიათად რეცხავთ. მინიმუმ 3 წელიწადში გამოცვალეთ.

კბილის ჯაგრისი: 3 თვე

ყველამ იცის, რომ კბილის ჯაგრისის შეცვლა აუცილებელია, როცა ჯაგრისები უკვე კბილებს ვეღარ წმენდს. გარდა ამისა, კბილის ჯაგრისი სურდოს და სხვა ვირუსების გადატანის შემდეგაც უნდა გამოცვალოთ, რომ კვლავ არ დაინფიცირდეთ.

ტუალეტის მაგიდაზე

სავარცხელი: 1 წელი

თმის სავარცხელი კვირაში ერთხელ კარგად უნდა გარეცხოთ და ყოველწლიურად ახლით ჩაანაცვლოთ.

სუნამო, ტუალეტის წყალი: 1-3 წელი

პარფიუმი ეთერზეთებით გაუხსნელი 3 წელი ინახება, ხოლო გახსნილი 2 წელი. ტუალეტის წყალი დახურული 4 წელი, ხოლო გახსნილი 2 წელი ინახება.

საბავშვო

ლატექსური საწოვარა მათი მდგომარეობის მიუხედავად ხშირად უნდა გამოცვალოთ. ლატექსი ადვილად იბზარება, ხოლო ამ ბზარებში მიკრობები მრავლდება.

საბავშვო ავტოსავარძელი: 6-10 წელი

საბავშვო ავტოსავარძელი თანდათანობით ფორმას კარგავს, რადგან პლასტმასი და პოროლონი ცვდება. ამ მიზეზით სჯობს ბავშვისთვის ახალი ავტოსავარძელი შეიძინოთ და არა მეორადი.

გარდერობში.

ბიუსჰალტერი: 1-2 წელი

ქალების უმეტესობას ბიუსჰალტერს მანამდე იცვამს, სანამ მათგან რკინის რგოლი არ გამოძვრება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვედა საცვალმა ერთი წელი არ უნდა აღნიშნოს და რეგულარულად უნდა გამოცვალოთ! ძვირადღირებული და ხარისხიანი ბიუსჰალტერიც კი ფორმას კარგავს და ზუსტად 9 თვეში არაკომფორტული ხდება.

ბოტასები: 1 წელი

400-500 კმ-ის გარბენის შემდეგ ბოტასის ამორტიზაცია ცვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს სახსრებზე დამატებითი დატვირთვა ხდება.

სამზარეულოში:

სანელებლები: 1-3 წელი

დიდხანს შენახული სანელებელი არომატს და გემოს კარგავს. დაფქული სანელებლის შენახვა 6 თვეზე მეტხანს არ ღირს. ასე რომ, თუ სადმე დაფქული მუსკატის კაკალი გაქვთ, რომლესაც არასდროს იყენებთ, თამამად გადააგდეთ.

ფქვილი: 6-12 თვე

ყველაზე მაღალ ხარისხიანი ფქვილი დაახლოებით 1 წელი ინახება.

საკუჭნაო.

ხანძრის ჩამქრობი: 15 წელი

ხანძრის ჩამქრობმა შეიძლება მთელი 15 წელი გემსახუროთ, მაგრამ ყოველწლიურად მაინც უნდა შეამოწმმოთ.

სარეცხი საშუალებები: 3 თვე

ეს ქიმიური საშუალებები გამოყენებიდან 3 თვეში ეფექტურობას კარგავენ.

რეპელენტი: 2 წელი

მწერების საწინააღმდეგო ნებისმიერი საშუალება 2 წელში სრულად უსარგებლო ხდება.

სახლში რევიზია ბოლოს როდის ჩაატარეთ? დროა, რამდენიმე ნივთი შეცვალოთ!