ყვავილები
სახლის დამცავი მცენარეები
არსებობენ მცენარეები რომლებსაც ძველ დროში სახლის ზღურბლთან რგავდნენ და ის ამ სახლსა და მის ბინადრებს ავი თვალისა და ბოროტის მსურველებისგან იცავდა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთი მცენარეებს სიას შემოგთავზებთ!
რეჰანი
ეს ყველაზე ძლიერი დაცვაა სახლისთვის. ის არომატული მცენარეა რომელიც სულის ძალას აძლიერებს, ხელს უწყობს სახლში მშვიდობიანი გარემოს დამყარებას, აგაშორებთ კონფლიქტებს, უსიამოვნებებს, დაგიცავთ არაკეთილისმსურველი მეგობრებისგან.
რეჰანი ძალიან სასარგებლო მცენარეა, მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, ამაგრებს იმუნიტეტს. როდესაც ახალ სახლში გადადიხართ ქოთნის რეჰანი შეიძინეთ, სახლში საკუთარი ხელით დათესილ რეჰანს კი გაცილებით ძლიერი ენერგეტიკა აქვს ვიდრე ნაყიდს.
გველის სურო
კიდევ ერთი ძლიერი დამცავი გველის ცისფერთვალა სურო. ის ულამაზესია, მას ძველ გერმანიაში გვირგვინად კრავდნენ და კარზე კიდებდნენ, ის სახლს იცავდა ელვისა და ავი თვალისგან.
ცისკარა
ეს ყვავილი არაჩვეულებრივი დამცავია, ის სახლის წინ უნდა დარგოთ, ადამიანის სიმაღლის იზრდება და სახლს ყოველგვარი ავი თვალისა და ბოროტებისგან იცავს.
მცენარე დიდი ოხრახუშს გავს და სიყვარულის მოზიდვის რიტუალებშიც გამოიყენება, სახლის მცხოვრებლებს კი ღალატისა და სიყვარულის სხვა პრობლემებისგან იცავს. ამბობენ, რომ თუ პატარძალს საქორწინო კაბაში ამ ბალახის ტოტს ჩაუკერებთ, წყვილი მთელს ცხოვრებას სიმშვიდებსა და სიყვარულში გაატარებენ.
აბზინდა
ის სახლის უარყოფითი ენერგიისგან გასუფთავებაში დაგეხმარებათ. ის ჰარმონიას აღადგენს ბუნებასთან და დადებითად მოქმედებს გარემოზე.
როდესაც სახლში შედიხართ, მისი მსუბუქი არომატი სასიამოვნოდ ვრცელდება მთელს სახლში, ხოლო თუ თვალებს დახუჭავთ, შეიძლება იფიქროთ რომ ტყეში, გაშლილ მდელოზე იმყოფებით.
ვერბენა
ვერბენა სახლში ფულადი სახსრების მოზიდვას უწყობს ხელს. თუ ფინანსური საქმეები კარგად არ მიგდით, ფლორის ეს წარმომადგენელი თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამასთანავე ეს მცენარე ძალიან ლამაზად გამოიყურება.
ეცადეთ სახლის წინ მრავალწლოვანი, საშუალო ზომის, ლამაზი ყვავილებისა და ფოთლების მქონე მცენარეები დარგოთ.