სახლი და დიზაინი
სახლის დალაგება ზარმაცებისთვის: 9 მარტივი, მაგრამ ეფექტური ხრიკი
როგორც წესი, სახლის დასალაგებლად დრო არასდროს გვყოფნის, მაგრამ მის გარეშე ბინაში ჭუჭყი გროვდება. სახლი ყოველთვის მოწესრიგებული რომ იყოს, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 9 რჩევას ზარმაცებისთვის.
მაგარი ჩუსტი
ალბათ, არ იცით, მაგრამ იყიდება სპეციალური ჩუსტი, რომლის ძირზე მიმაგრებულია მიკროფიბრი. ბინაში ამ ჩუსტებით „სიარულისას“, იატაკს მტვერს და ჭუჭყს მარტივად მოაშორებთ. ისღა დაგრჩენიათ ხელით ან სარეცხ მანქანაში გარეცხოთ და კვლავ გამოიყენოთ!
კირის ნადები
იქ, სადაც მუდმივად წყალი მდებარეობს, კირის ნადები წარმოიქმნება. კირი უნიტაზზე, ხელსაბანზე, შემრევსა და კაფელის ფილებზე გროვდება. ნადებთან ბრძოლა საკმაოდ რთული პროცესია. გთავაზობთ მარტივ და სწრაფ მეთოდს საშხაპეს თავის ან ონკანის გასაწმენდად. ძმარი წაუსვით, პარკი ჩამოაცვით, რეზინით დააფიქსირეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით მხოლოდ ცივი წყლის გადავლება მოგიწევთ.
საშხაპე კაბინის დალაგება
შხაპის მიღების შემდეგ რამდენიმე წუთი გამოყავით და ზედაპირი შხაპგელში დასველებული ღრუბლით გაწმინდეთ. ის ჭუჭყს სწრაფად აქრობს და საშხაპე კაბინა სისუფთავით იბრწყინებს. საქმე კომპონენტებშია, რომელსაც შხაპგელი შეიცავს. აი, თხევადი საპონი ვერ დაგეხმარებათ.
თეთრეულის გაშრობა
ელექტროენერგია რომ არ დახარჯოთ, გარეცხილი თეთრეული პირდაპირ ქუჩაში გაკიდეთ. მზიან ამინდში სწრაფად გაშრება და განსაკუთრებული ტენიანობით გაიჟღენთება.
ჩამჯდარი ჭუჭყი
აბაზანის მიღება სასიამოვნო პროცესია, მაგრამ შემდეგ ჭუჭყის მოსაშორებლად ბევრი დრო უნდა დახარჯოთ. თან მარტივად არ ირეცხება. თუ ერთხელ დალაგებას გამოტოვებთ, ბევრი ოფლის დაღვრა მოგიწევთ, რომ თავდაპირველი სიქათქათე დაუბრუნოთ. ჩვენ სუპერ ხრიკს გთავაზობთ. აცეტონი და ღრუბელი გამოიყენეთ. დაბინძურებული ადგილები გაწმინდეთ. ასე ჭუჭყის კვალიც აღარ დარჩება.
მტვრის მოშორება
დაგროვებული მტვრის მოსაშორებლად თითოეულ ზედაპირთან ცალ–ცალკე რომ არ იომოთ, წებოვანი ლილვაკი გამოიყენეთ. ნახავთ, ასეთი დალაგება ბევრ საზრუნავს არ მოგიტანთ.
ჟალუზის წმენდა
ბევრმა სამზარეულოს ფარდები თანამედროვე ჟალუზებით ჩაანაცვლა. მათ გარეცხვა არ სჭირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ყურადღებას მოითხოვს. სამზარეულოს მაშით შეიარაღდით! ჯერ ჟალუზს საწმენდი სითხე შეასხურეთ, შემდეგ მაშას რბილი ჩვარი შემოახვიეთ და საქმეს შეუდექით! ნახავთ, როგორ მარტივად მოაშორებთ ჭუჭყს მისი დახმარებით.
იატაკის წმენდა
არ ვიცით, ამ მეთოდს როგორ ეკიდებით, მაგრამ იატაკის დალაგება პირდაპირ ბავშვით შეგიძლიათ. ბავშვს სპეციალური ტანსაცმელი ჩააცვით და სათამაშოდ გაუშვით. სანამ პატარა იატაკზე ხოხავს, მტვერი სპეციალურ მტვერსასრუტში დაგროვდება.
ბლენდერის გაწმენდა
აღმოჩნდა, რომ ბლენდერს თვითწმენდის ფუნქცია აქვს. საკმარისია, წყალი ჩაასხათ და ღილაკს დააჭიროთ. შემდეგ მოწყობილობა საკუთარ თავს თავად დაბანს. ზოგჯერ შეგიძლიათ ეს მეთოდი გამოიყენოთ.
შესაძლოა, რომელიმე ხრიკის შესახებ უკვე იცოდით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე სასარგებლო რჩევით დაგეხმარეთ.