Connect with us

სხვა

სახიფათო ჭურჭელი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

თითოეულ დიასახლისს ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისთვის ჭურჭლის მთელი არსენალი აქვს. ამასთან, თანამედროვე ტაფა და ქვაბი შეიძლება ბებისეულ კაზანებთან ერთად ინახებოდეს. ყველა სამზარეულოს ჭურჭელი თანაბრად უსაფრთხოა? მიმოიხედეთ. დარწმუნებული ვარ, სახიფათო ჭურჭელი თქვენს სამზარეულოშიც არის. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

ზოგიერთი ნივთი სიბერის გამო ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.ზოგი თავიდანვე მავნე მასალისგან დამზადებულია. დღეს 4 პოტენციურად სახიფათო ნივთზე გიამბობთ, რომლებიც დაუყონებლივ უნდა მოიშოროთ. თუნდაც ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით მიღებული გქონდეთ, დაუყონებლივ გადააგდეთ.

რომელი სახიფათო ჭურჭელი ინახება სამზარეულოში

სილიკონის ფორმები

ცხობის მოყვარულთა აღშფოთება უკვე მესმის. მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი სილიკონის ფორმები დესერტებისთვის იდეალურია. დიდ ადგილს არ იკავებს და მარტივად ირეცხება. რატომ არის სახიფათო?

სწორად გამოყენების შემთხვევაში უვნებელია. ფორმას საკმაოდ მაღალი ტემპერატურის (220 გრადუსამდე) გაძლება შეუძლია. პრობლემები მაშინ იწყება, როცა შემთხვევით ცხელ ღუმელში დაგრჩებათ. გადახურებისას სილიკონი ფერს და სტრუქტურას იცვლის. ეს კი საფრთხის პირდაპირი ნიშანია.

ძველი ტაფა ანტიმიწვის საფარით

კარგი ტაფის პოვნა რთულია, ხოლო საყვარელთან განშორება კიდევ უფრო რთული. სრულად ნაკაწრებით დაფარული ტაფის გამოყენებას მაინც ვაგრძელებთ. საქმე არა ყველა ტაფას, არამედ 2010 წლამდე გამოშვებულებს ეხება.

ტაფის ახალი მოდელები ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა (თუ ხარისხიანია). აი, პირველი ანტიმიწვის საფარი ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს. გახურებისას კერძში ხვდება, თანდათან თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს წამლავს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთი გზა არსებობს – სანაგვე ყუთში!

საბჭოური ჭურჭელი

თუ გსურთ ჩუსტები მესროლეთ, მაგრამ იცოდეთ, მშობლების დროინდელი ფაიფურის სერვისი და კერამიკის თეფშების ნაკრები ლამაზად გამოიყურება, მაგრამ საიდუმლოს მალავს.

საბჭოური ნაწარმის ხარისხზე დღემდე ლაპარაკობენ. მართალია, ბინაში კედლები ათწლეულები დგას და მათ ასაკს არა გატეხილი კუთხეები და კარები, არამედ დიზაინი ააშკარავებს. ოღონდ ჭურჭელთან საქმე სხვაგვარადაა. იმ დროს მის შემადგენლობაში ბევრი ტყვია და კადმიუმი შედიოდა.

თეფშების და მინანქრის მოსახატ საღებავში მძიმე კანცეროგენები შედის. როცა ჭურჭელში ცხელ წყალს ასხამთ, ის ხურდება და ამ ნივთიერებას გამოყოფს. ნივთიერება ჯერ საკვებში, შემდეგ კი საკვებთან ერთად ჩვენს კუჭში ხვდება.

დაზიანებული ალუმინის ჭურჭელი

წლების მიუხედავად ალუმინის ჭურჭელი დღემდე პოპულარულია. სამაგიეროდ, მისი ხარისხი უკეთესი გახდა. ახლა ქვაბს დამატებითი დამცავი ფენით ფარავენ, რომ საკვების ლითონთან კონტაქტი არ მოხდეს.

ძველი ალუმინის ჭურჭელი რძის მჟავით და სხვა მჟავე პროდუქტის გავლენით ზიანდება. ქიმიურ რეაქციაში შესვლისას ლითონი გამოყოფს ნივთიერებას, რომელსაც ორგანიზმის მოწამვლა შეუძლია.

ასეთ ჭურჭელში არ შეიძლება მურაბის და კომპოტის მოხარშვა, მარინადის გაკეთება ძმრით და ლიმონის წვენით, მჟავე ბოსტნეულის კონსერვის მომზადება, რძის ფაფის და კარტოფილის პიურეს გაკეთება არაჟნით და ზეთით.

თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, ღირს თუ არა საყვარელი სამზარეულოს ჭურჭელთან დამშვიდობება, შედეგებზე დაფიქრდით. კარგი განწყობა რამდენიმე ძველ თეფშზე უფრო მნიშვნელოვანია. ხოლო ძველ მოგონებებს ჩაანაცვლებს ახალი, უფრო ნათელი!