ჯანმრთელობა
სახიფათო კენკრა, რომელიც ბავშვს არ უნდა აჭამოთ: კომაროვსკის რჩევები
ზაფხული ბოსტნეულის, ხილის და კენკრის სეზონია. ამ პერიოდში მშობლები ცდილობენ, რომ შვილები ბუნებრივი გემრიელობებით გამოკვებონ. მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და სხვა ბაღის კულტურა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა. ამას უცნობ ტყის ნაყოფზე ვერ ვიტყვით. ეს სახიფათო კენკრა გემრიელად გამოიყურება, მაგრამ სერიოზული მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.
ერთი შეხედვით, ეს იმდენად აშკარაა, რომ სალაპარაკო არაფერია. ასე ვფიქრობდი, სანამ მეგობარს უბედურება არ დაემართა. მისმა 7 წლის ქალიშვილმა ერთ–ერთი სეირნობისას ბუჩქზე გემრიელი კენკრა დაინახა და ჭამა გადაწყვიტა. ამ პრობლემაზე ექიმი კომაროვსკიც ყურადღებას ამახვილებს.
სახიფათო კენკრა
კომაროვსკი გირჩევთ, რომ შვილს გაესაუბროთ. აუხსენით, რომ ყველა კენკრა ბაღში, მინდორში თუ ტყეში არ იჭმება. თუ ბავშვმა გემრიელობა ნახა, სთხოვეთ, რომ ჯერ უფროსისგან ნებართვა ითხოვოს. ზოგიერთ მცენარეზე ხელის შეხებაც საშიშია.
გარდა ამისა, ექიმმა შეადგინა კენკრის სია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ზრდასრულს ზიანი მიაყენოს. ისინი ხშირად გვხვდება და ტკბილი ნაყოფის მოყვარულების ყურადღება შეიძლება მიიზიდოს.
1. მგლის კენკრა წითელი ან შავი ფერის ნაყოფის ხალხური სახელია, რომელიც საკვებად უვარგისი და შხამიანია. როგორც წესი, პატარა ბუჩქებზე იზრდება და სადღაც ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში მწიფდება.
მაჯაღვერი ყველაზე სახიფათოა. თუ ადამიანი მგლის კენკრას შეჭამს, გულისრევას და სისუსტეს იგრძნობს. ღებინება და კრუნჩხვები დაეწყება. ტემპერატურაც აიწევს. მცენარის წვენი კანის და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს.
2. მაისის შროშანა ძალიან ლამაზად ყვავილობს და სურნელოვანი არომატით თავბრუს გვახვევს. ამ ნაზი მცენარის კენკრა შხამიანია. რამდენიმე ცალი კენკრა ლეტალურ შედეგს იწვევს. სწორედ ამიტომ, ბავშვებს მოაშორეთ.
3. წითელი ანწლი სახლების ღობეებთან ხშირად იზრდება. ადვილად შეიძლება აგერიოთ ცირცელთან, რომლის კენკრაც საკვებად ვარგისი და სასარგებლოა. ამ მცენარით მოწამვლა იშვიათობა არაა. ზრდასრულ ორგანიზმს შხამთან გამკლავება შეუძლია, თუ კუჭს გამოირეცხავთ და სორბენტს დალევთ. აი, ბავშვის შემთხვევაში სასწრაფო დახმარება აუცილებლად გამოიძახეთ.
4. ბელადონას სხვადასხვა წამლის მოსამზადებლად იყენებენ. ასეთი წამლები კუჭის წყლულის, სპაზმის და მტკივნეული შეგრძნების დროს გამოიყენება. პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, რადგან მცენარე ძალიან შხამიანია. ბელადონას კენკრა ალუბალს ან პატარა ყურძენს ჰგავს. სწორედ ამიტომ, ბავშვებს ხშირად იზიდავს. 2–3 კენკრის ჭამა საკმარისია, რომ ბავშვმა მძიმე მოწამვლა მიიღოს.
რაც შეეხება ტყის კენკრას, როგორიცაა წითელი მოცვი, ლურჯი მოცვი და სხვა, ბავშვებს უნდა და შეგიძლიათ მიაწოდოთ. ასეთ კენკრაში შედის ბევრი ვიტამინი, რომლებიც მზარდ ორგანიზმს ასე სჭირდება. საკუთარ თავს და პატარებს გაუფრთხილდით!