Connect with us

ჯანმრთელობა

სახიფათო დაავადებების 8 ნიშანი, რომლებიც შეგიძლიათ სახეზე წაიკითხოთ

ზოგჯერ სწორი დიაგნოზის დასასმელად საჭიროა უამრავი გამოკვლევა და ათასობით ტესტი. ზოგჯერ – უბრალოდ პაციენტს სახეზე კარგად უნდა დააკვირდეთ. Alltime.ge–ს რედაქციამ შეაგროვა სერიოზული დაავადებების ნიშნები, რომლებიც პირდაპირ სახეზე გაწერიათ და აღმოჩენისთანავე დაუყონებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.

მშრალი, აქერცლილი კანი და ტუჩები

ეს სერიოზული გაუწყლოების პირველი ნიშანია. კანის და ტუჩების აქერცვლა შეიძლება საოფლე ჯირკვლების გაუმართავ მუშაობაზე განიშნებთ, რაც თავის მხრივ დიაბეტის ან ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, ძალიან მშრალი კანი შეიძლება იყოს ეგზემას, ფსორიაზის, დერმატიტის ან წამალზე ალერგიული რეაქციის ნიშანი.

ჭარბთმიანობა

სახეზე თმის ზრდა, განსაკუთრებით ყბის ხაზთან, ნიკაპთან და ზედა ტუჩზე, შეიძლება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის სიმპტომი იყო. ამ დროს ქალის ორგანიზმში მამაკაცების ჰორმონები ჭარბობს.

პატარა ყვითელი ლაქა ქუთუთოზე

ეს ქოლესტერინის პატარა კერაა, რომელსაც ქსანტელაზმას უწოდებენ. ეს გულის დაავადების განვითარების რისკს სერიოზულად ზრდის. 2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქსანტელაზმის დროს პაციენტებს მაღალი სხეულის მასის ინდექსი და საერთო ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ.

ტომრები თვალების ქვეშ და შეშუპება

თვალების ქვეშ ტომრები და მუქი წრეები მხოლოდ დაღლილობის ნიშნები არაა. ეს შეიძლება ქრონიკულ ალერგიაზე, ჰიპოთირეოზსა და ძილის აპნოეზე საუბრობდეს.

სახის ასიმეტრია

აბსოლუტურად სიმეტრიული სახე არავის აქვს, ყველა ადამიანში სახის ერთი მხარე მეორისგან განსხვავდება. თუ მოულოდნელად თქვენი სახე უფრო ასიმეტრიული გახდა ან რომელიმე ნაწილი შეცვლილი მიმიკის გამო უჩვეულოდ გამოიყურება – ეს შეიძლება მოახლოებული ინსულტის პირველი ნიშანი იყოს. მნიშვნელოვანია, ექიმს დროულად მიმართოთ.

შეცვლილი სახის ფერი

უჩვეულო სახის ფერი ექიმთან მისვლის საბაბია. სიმკრთალე შეიძლება ანემიაზე მიგანიშნებთ, ყვითელი ფერი – ღვიძლის პრობლემებზე, ხოლო ტუჩებზე ცისფერი შეფერილობა – გულის ან ფილტვების შესაძლო დაავადებაზე.

გამონაყარი და ლაქები

სახეზე გამონაყარი, აკნე და წითელი ლაქები შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებზე გაფრთხილებდეთ (მაგალითად, ცელიაკიის, გლუტენის აუტანლობის დროს ხშირად ხდება წითელი გამონაყარის დაგროვება, რომელიც ქავილს იწვევს). ასევე შეიძლება ალერგიის, ეგზემას და როზაცეას ნიშანი იყოს.

წამწამების და წარბების ცვენა

წამწამების ან წარბების ცვენა შეიძლება იყოს კეროვანი ალოპეციის ნიშანი, აუტოიმუნური მდგომარეობა, რომელიც თმის ფოლიკულებს აზიანებს. სამწუხაროდ, ამ დაავადების დროს შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა.