ვიდეო
სახის მარტივი ნიღაბი თქვენს კანს გააღიავებს და მბზინვარეს გახდის. მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ
ლაქებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო ოხრახუშის ნიღაბი ნატურალური სილამაზის პროდუქტია! ის ძალიან ეკონომიური და ხელმისაწვდომია. უფრო მეტიც, ოხრახუში ძალიან ეფექტური და მოქმედი საშუალებაა.
ოხრახუში ბოსტნეულია, რომელიც კანისთვის წარმოუდგენელ თვისებებს ფლობს, კერძოდ:
- სახის კანს უფრო ნათელს ხდის
- კანზე მუქ ლაქებს ამცირებს
- აკნეს ამცირებს
- ფერიმჭამელებს ამცირებს
- კანის შეხორცების პროცესს ხელს უწყობს
მეორე მხრივ, თაფლი, რომელსაც ამ ნიღაბში გამოვიყენებთ, ანტიბაქტერიული საშუალების სახით კანი ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად იდეალურია.
ლიმონი კანს შესანიშნავად აღიავებს და პიგმენტურ ლაქებს აქრობს. გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად ღამით გამოიყენეთ, მაგრამ არა გაღიზიანებულ კანზე.
ნიღბის გამოყენება საკმაოდ მარტივია. ის არა მხოლოდ სახის ფერს დაარბილებს, არამედ კანს ათეთრებს, უფრო ნათელს და ახალგაზრდულს გახდის.
ამ შესანიშნავი ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 1 კონა ოხრახუშის ფოთლები
- 1 კოვზი იოგურტი
- 1 ს/კ თაფლი
- 1 ახალ დაწურული ლიმონი
მომზადების მეთოდი:
- ოხრახუში დანაყეთ, სანამ სქელ პასტას არ მიიღებთ.
- ოხრახუშის პასტას იოგურტი დაუმატეთ.
- 1 კოვზი თაფლი და ახალ დაწურული ლიმონის წვენი დაუმატეთ.
- ყველაფერი კარგად აურიეთ, სანამ ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად არ შეერევა.
გამოყენება:
ნიღაბი სახის კანზე 5-10 წუთით წაისვით. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ლაქები გაქვთ. ნიღბის დახმარებით აკნეს და ნაწიბურებსაც მოიშორებთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და თბილი წყალი გადაივლეთ. შედეგი შესანიშნავი იქნება.