Connect with us

თავის მოვლა

სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი იაპონური ტექნოლოგიით. 2 რეცეპტი, რომელიც ნაოჭებს ებრძვის  

იაპონელი ქალების იდეალური კანი შურს იწვევს. მათ ყოველთვის ბზინვარე, გლუვი და ხავერდოვანი კანი აქვთ. ასეთი მაღალი ხარისხის კანის საიდუმლო ბრინჯის აქტიურ გამოყენებაშია. მარცვლეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას აუმჯობესებენ. თავის მხრივ, კოლაგენი ნაოჭების პრევენციას ხელს უწყობს. იაპონელ ქალებს ბრინჯიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში ეხმარება ანტიასაკობრივი ნიღაბი, რომლისთვისაც მხოლოდ 3 ინგრედიენტია საჭირო.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ 2 ეფექტურ რეცეპტს ნაოჭების შესამცირებლად. ნიღაბი იაპონური ტექნოლოგიით მოამზადეთ, რომ კანი მზის სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგან დაიცვათ და მიიღოთ ბრწყინვალე შედეგი უჩვეულოდ გლუვი კანის სახით.

როგორ მოვამზადოთ სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი

პირველი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ ბრინჯი
  • 1 ს/კ რძე
  • 1 ს/კ თაფლი

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი მომზადებამდე მოხარშეთ. გადაწურეთ და დაწურული წყალი შეინახეთ.
  2. ბრინჯს თბილი რძე და თხელი თაფლი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  3. მიღებული ნარევი წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე წაისვით. სრულ გაშრობამდე გაიჩერეთ. შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ წყლით, რომელშიც მარცვლეული იხარშებოდა.
  4. გამდინარე წყლით დაიბანეთ, სახე ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ.

მნიშვნელოვანია! ბრინჯის წყლით სახის დაბანა კანის დატენიანებასა და პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. მარცვლეულის წყალი ანთებით პროცესებსაც ამცირებს.

მეორე რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ბრინჯი
  • 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
  • 2 ჩ/კ ფორთოხლის წვენი

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი მომზადებამდე მოხარშეთ. საწურზე გადაიტანეთ და ზედმეტი სითხისგან დაწურვა აცადეთ.
  2. თბილ ბრინჯს ქოქოსის ზეთი და ახალდაწურული ციტრუსის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. ცივი ერთგვაროვანი პასტა სახეზე წაისვით. 20 წუთი გაიჩერეთ.
  4. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ.

მოხარშული ბრინჯით მომზადებული სახის ნიღბები შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალ კანზე, რომელსაც დატენიანება სჭირდება. სახლის პირობებში მომზადებული თავის მოვლის საშუალებები სახის ფერს აუმჯობესებს და ნაოჭებს ასწორებს. ბრინჯის ნიღაბი კვირაში ერთხელ გამოიყენეთ და უკვე 1 თვეში შესანიშნავ შედეგს დაინახავთ. კანი უფრო გაახალგაზრდავდება.

Advertisement