Connect with us

საკითხავი

სახელმძღვანელო, როგორ შევარჩიოთ მწიფე და ახალი პროდუქტები ბაზრობაზე

როგორ შევარჩიოთ ახალი პროდუქტები მარტივად? ყველამ ვიცით, რომ ყველა მაღაზია თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად არ ასრულებს. გამყიდველები დახლზე პროდუქტებს ყურადღებას არ აქცევენ. თუ აქცევენ, გულგრილად. ბაზრობაში წასვლა არასწორი არჩევანისგან დაზღვევას არ ნიშნავს. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, რა წესები უნდა დაიმახსოვროთ პროდუქტის შერჩევისას, რომ იმედი არ გაგიცრუვდეთ.

ახალი პროდუქტები

მაგალითად, პროდუქტების არჩევისას სუნი მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან მძაფრი სუნი არ უნდა ჰქონდეს. ეს არასწორი შენახვის პირობების ან პროდუქტის შიგნით ლპობის დაწყების ნიშანია. მაგალითად, ნიორი. კარგ ნიორს მსუბუქი პიკანტური არომატი აქვს, მაგრამ მეტი არაფერი.

სუნის გარდა, პროდუქტის ბუნებრივ შეფერილობას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. მაგალითად, წითელი თევზი. მისი ნატურალური ფერი ღია ვარდისფრიდან და ვარდისფერს შორის მერყეობს. ფერმაში მოყვანილ თევზს უფრო ღია ფერი აქვს, ხოლო ველურს – უფრო მუქი. არანაირი ზედმეტი თეთრი ან ნაცრისფერი ძარღვები.

პროდუქტის გარეგნული შეფასებაც არ დაგავიწყდეს. მაგალითად, ავოკადოს სჯობს მაღაზიაში ყურადღებით დააკვირდეთ. იდეალურ შემთხვევაში ავოკადო ძალიან რბილი ან მაგარი არ უნდა იყოს. შეამოწმეთ, პროდუქტის ყუნწი ადგილზეა თუ არა. თუ კი, ფრთხილად მოწყვიტეთ და ამ წერტილის მდგომარეობას დააკვირდით. ღია – ავოკადო მწიფე და გემრიელია, მუქი – ავოკადო ლპება.

მარტივი რეკომენდაციები

გარეგნობა, ფერი და არომატი გემრიელი პროდუქტის არჩევაში ყოველთვის ვერ დაგეხმარებათ. ზოგჯერ პროდუქტი კონსერვის სახით იყიდება და მაშინ არჩევანის გაკეთება რთულია. მაგალითად, უმჯობესია დაკონსერვებული ზეთისხილი კურკიანად შეიძინოთ, ვიდრე უკურკოდ. მარილწყალი, რომელსაც გასუფთავებულ ზეთისხილს ასხამენ, მის გემოზე გავლენას ახდენს.

იცით როგორ შეარჩიოთ ჭარხალი სწორად? რომელი ძირნაყოფია გემრიელი? აირჩიეთ ისეთი ბოსტნეული, რომელსაც ძირში ბევრი ყუნწი არ აქვს. გირჩევთ, ჭარხალი მწვანე თავით შეიძინოთ, მაგრამ ასეთის პოვნა რთულია, განსაკუთრებით არა სეზონზე.

როგორ შევარჩიოთ ახალი პროდუქტები

არ იჩქაროთ მჟავე კომბოსტოს შეძენა, რომელიც ძმრით უხვად შეზავებულია. მაღაზიისთვის ჩვეული პრაქტიკაა, მაგრამ ზოგჯერ ასე პროდუქტის ლპობის ნიშნების დასამალად აკეთებენ. გარდა ამისა, მჟავე კომბოსტოს განსაკუთრებული გემოსა და ორგანიზმზე სასარგებლო ზემოქმედების გამო ყიდულობენ. იგივე ძმარს სასარგებლო რძემჟავა ბაქტერიების დიდი ნაწილის განეიტრალება შეუძლია.

ფინიკი ფრთხილად შეამოწმეთ, სანამ მაგიდაზე გაიტანთ. ამ ტკბილეულს პრიალა ბზინვარება და არანაირი თეთრი ნადები თავზე არ უნდა ჰქონდეს. კვერცხის არჩევისას ნაჭუჭი დაათვალიერეთ. იდეალურ კვერცხს დაზიანება ან რაიმე დაბინძურება არ უნდა ჰქონდეს.

იდეალური ფორმა

მწიფე და გემრიელი ხილის ამორჩევა ფორმით შეგიძლიათ. მაგალითად, ბროწეულს იდეალური მრგვალი ფორმა არ უნდა ჰქონდეს. უმჯობესია, თუ კუთხოვანი, ელასტიური და გლუვი ფორმა ექნება. ასეთი ხილი შესაძენად იდეალურია. ეს ლიმონსაც ეხება. მისი ქერქი თხელი და ელასტიური უნდა იყოს, ხოლო ყუნწის მიდამოში შეიძლება დამახასიათებელი ხაზები შენიშნოთ.

რომელი წესები გეხმარებათ ახალი პროდუქტის არჩევაში? რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში? გარეგნობას, ფერს თუ სუნს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.