Connect with us

თავის მოვლა

სახეზე თმა: ულვაშები, თმა ხალზე – როგორ მოვიშოროთ ან დავმალოთ

სახეზე არასასურველი თმის ზრდას 2 მიზეზი იწვევს: ჰორმონალური დარღვევა და გენეტიკა. პირველ მიზეზს კარგი ენდოკრინოლოგის დახმარებით მოიშორებთ, მეორესთან კი დამოუკიდებლად ბრძოლა მოგიწევთ. როგორ? ქვემოთ მოცემული მეთოდები შეისწავლეთ და გამოიყენეთ!

თმა ნიკაპზე

  • პინცეტი. ყველაზე მარტივი და სწრაფი მეთოდი, თუ ნიკაპზე მხოლოდ რამდენიმე ღერი თმა გაქვთ. პინცეტის გარდა კარგი განათება და სარკე დაგჭირდებათ. მოშორების შემდეგ სინათლეზე კარგად დააკვირდით, რომ არაფერი დარჩეს. სააბაზანო ოთახში სიბნელის გამო რამდენიმე ღერ თმას ხშირად ვერ ვამჩნევთ, თუმცა მას სხვები დღის სინათლეზე ხედავენ.
  • ცვილი. თუ ორიოდე ღერი თმით ვერ გადარჩით, ცვილის ზოლები იყიდეთ. ზოლები ხელისგულებით გაახურეთ, კანზე კარგად დაიმაგრეთ და სწრაფი მოძრაობით მოიშორეთ. მართალია, ნიკაპის მომრგვალებული ფორმის გამო ზოლების დამაგრება და ერთი მოძრაობით მოშორება რთულია. თუ დეპილაციის სწრაფად გაკეთება გჭირდებათ, პინცეტი კი არ გაქვთ, ცვილის ზოლები ნამდვილად დაგეხმარებათ.
  • ლაზერული ეპილაცია. ყველაზე ეფექტური და ხანგრძლივი ეფექტის მქონე. ჩვეულებრივ, 5 პროცედურა თვეში ერთხელ ინტერვალით საკმარისია, რომ ნიკაპზე თმა დიდი ხნით დაივიწყოთ. შემდეგ 6 თვეში ერთხელ პროცედურა პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტარეთ. მინუსები: მტკივნეულია. მთელი კურსის განმავლობაში თმის ძირებიანად ამოღება არ შეიძლება, მხოლოდ გადაჭრა, რადგან ლაზერი სწორედ ბოლქვებს კლავს.

ულვაშები

  • შუგარინგი. საუკეთესო და უსაფრთხო ვარიანტი ულვაშების მოსაშორებლად. პლასტიკური შაქარი თმას კარგად იკრავს და ადვილად აშორებს. ეფექტი 2-3 კვირა გაძლებს. ცვილისგან განსხვავებით შუგარინგი ალერგიული პრაქტიკულად არაა და თმის ჩაზრდას არ იწვევს.
  • ფუტკრის ცვილი. ჩვეულებრივისგან განსხვავებით უფრო მოქნილი და უმტკივნეულოა. შეგიძლიათ ზედა ტუჩის მთელ ზედაპირს წაუსვათ და ერთ ფენად მოაშოროთ. კლასიკური ცვილი კანზე ცემენტივით მაგრდება, ხშირად თმას არ იღებს, არამედ წყვეტს. თუ ულვაშის მოშორებას ექსპერტთან ცვილით აპირებთ, დარწმუნდით, რომ ის ნამდვილად ფუტკრის ცვილს იყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აკნე, გაღიზიანება და ნაკაწრები გარანტირებული გაქვთ.
  • დეპილაციის კრემი. სწრაფი მეთოდი თმის მოსაშორებლად. მას 2 პლიუსი აქვს – უმტკივნეულოა და დროის ზოგავს. აი, მინუსები გაცილებით ბევრია. კრემში შედის კალიუმის თიოგლიკოლატი, რომელიც თმას ზედაპირზე ტეხავს. ფესვებზე არ მოქმედებს, ანუ თმა სწრაფად დაბრუნდება. ამასთან უცნობია, კანი ქიმიურ შემადგენლობაზე რა რეაგირებას მოახდენს. დამწვრობის ან ალერგიის რისკი არსებობს.
  • გაუფერულება. თუ თმა თხელი და მოკლე, მაგრამ მუქია, შეგიძლიათ გაუფერულებაზე დაფიქრდეთ. ბოლოს და ბოლოს, ულვაშები ყველას აქვს და თუ პრობლემა მასშტაბური არაა, შეგიძლიათ კარდინალური ზომები მიიღოთ. მთავარია – ეს დამოუკიდებლად არ გააკეთოთ. სოდით და წყალბადის ზეჟანგის გაუფერულებამ შეიძლება წითური ულვაშების მფლობელი გაგხადოთ. სჯობს სილამაზის სალონს მიმართოთ, სადაც ნამდვილად გაგიუფერულებენ და სხვა ფერში არ შეღებავენ.

თმა სახეზე

  • ფოტოეპილატორი. მოსახერხებელი და ყველაზე ეფექტური მეთოდი სახეზე ბუსუსების მოსაშორებლად. შინაურული ფოტოეპილატორი თმას სახეზე 5-6 თვეში აქრობს, თუ პროცედურას ყოველ 10 დღეში ჩაიტარებთ. მოწყობილობა IPL სისტემაზე მუშაობს. სინათლის იმპულსი ბოლქვებზე მოქმედებს, მათ კლავს და თმის ზრდას აფერხებს. დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი ფასის და გემოვნების აპარატი შეიძინოთ: ბიუჯეტური Philips-იდან დაწყებული BORK-ით დასრულებული. მინუსი – გარუჯულ კანზე ცუდად მოქმედებს. ეპილატორი აქცენტს თმაზე აკეთებს, ხოლო მუქ კანზე მისი „დანახვა“ რთულია.
  • ტრიდინგი. მარტივად რომ ვთქვათ, თმის მოშორება ძაფით. ამის დამოუკიდებლად გასაკეთებლად 30 სმ ბამბის ძაფი, დიდი მოთმინება და ხელის მოქნილობა დაგჭირდებათ. მეთოდის უკეთ გასაგებად სჯობს იუთუბზე რამდენიმე ვიდეოს უყუროთ. ძაფის ეფექტი 3-4 კვირა ძლებს. მინუსი: მტკივნეულია, ამასთან პირველივე ჯერზე სრულყოფილი შედეგის მიღწევა რთულია.
  • ზამბარა. მუშაობის პრინციპი ტრიდინგისას ჰგავს, მაგრამ უფრო მარტივია. სპეციალური ზამბარა შეიძინეთ, გაწელეთ, ბუსუსები მასში მოათავსეთ და თმა მოიშორეთ. ზამბარა თმას დაიჭერს და ფესვებიანად ამოიღებს. უსიამოვნოა, მაგრამ სწრაფი და ბიუჯეტური მეთოდია.

თმა ხალზე

  • მაკრატელი. ყველაზე უსაფრთხო მეთოდი პრობლემის მოსაშორებლად. ამისთვის მანიკიურის მაკრატელი შეიძინეთ და ზრდის მიხედვით გადაჭერით. არავითარ შემთხვევაში არ მოიწყვიტოთ. დერმატოლოგები საფრთხეს ვერ ხედავენ, მაგრამ გაფრთხილებენ, რომ ნებისმიერი ხალი დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ავთვისებიან წარმონაქმნში გადაიზარდოს.
  • ხალის ლაზერით მოშორება. შეგიძლიათ მარტივად ხალი მოიშოროთ, თუ ყოველ ჯერზე გაზრდილი თმის გადაჭრა არ გსურთ. საქმე იმაშია, რომ ხალი პიგმენტური კანია, რომლის ადგილზეც აქტიურად იწარმოება მელანინი, რაც თმის ზრდას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, თმა ხშირად ხალზე იზრდება. ხალის მოშორებით 2 პრობლემას აღმოფხვრით: კანის სიმსივნის განვითარების რისკს და არასასურველ თმას. ლაზერი ნაწიბურევს არ ტოვებს, თუ პროცედურის შემდეგ კოსმეტოლოგის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ.

მეთოდები, რომლების უნდა დაივიწყოთ

  • საპარსი. პირველ რიგში, ყოველთვის არსებობს დაზიანების და სახეზე ნაკაწრების დატოვების შანსი. მეორეც, საპარსი თმას უფრო აუხეშებს და ამუქებს, რაც ჩაზრდის რისკს ზრდის. ამასთან, ბუსუსების თავები უკვე მე–2 დღეს ჩნდება. მხოლოდ ერთი მინუსები აქვს. სახეზე საპარსი საშუალება არავითარ შემთხვევაში არ გაიკაროთ.
  • მოწვა. სახიფათო და საეჭვო მეთოდი. თმას სამუდამოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგაშორებთ, თუ ძლიერ დამწვრობას მიიღებთ. საუკეთესო შემთხვევაში დაივიწყეთ წამწამები. ამასთან, თმის ძირების მოშორებას ვერ შეძლებთ – თმა უკვე 1 კვირაში გაიზრდება.