საკითხავი
სახამებელი უამრავი უსიამოვნების საწინააღმდეგოდ! თავად ვიყენებ და სხვებსაც ვურჩევ
სახამებელი ბევრი უსიამოვნების დროს თქვენი მხსნელი იქნება.
1. ვერცხლი
ლამაზი კოვზების და ჩანგლების ძალიან სწრაფად გაწმენდას შეძლებთ. ახლა უბრალოდ ბრწყინავენ. წყალს მხოლოდ 2 ჩ/კ სახამებელი დაუმატეთ და ნივთები ჩააწყვეთ, შემდეგ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
2. ფანჯარა
უბრალოდ წყალს სახამებელი დაუმატეთ. სახამებელი ისე მოქმედებს, როგორც აბრაზიული მასალა. ესეც ასე, მზადაა – ყველაფერი ბრწყინავს, ხოლო ლაქები არაა.
3. სუფთა ხალიჩა
როგორც აღმოჩნდა, ხალიჩის ზოლებიდან ცხიმს სახამებელი ადვილად იწოვს. უბრალოდ ლაქას სახამებელი მოაყარეთ. ის ჭუჭყს შეიწოვს. 10 წუთის შემდეგ უბრალოდ ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
4. დამწვრობა
თუ ზაფხულში სანაპიროზე დაიწვით, კანის აღდგენას სახამებლის დახმარებით შეძლებთ. ფხვნილი წყალს აურიეთ, რომ ფაფა მიიღოთ. ეს ნარევი დაზიანებულ კანზე წაისვით.
5. მსუბუქი დაუთოება
ადრე ნივთებს სახამებლით ასწორებდნენ, ახლა დაუთოების პროცესში სპეციალურ სპრეის იყენებენ, რომლის შემადგენლობაც საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს! სწორი დაუთოებისთვის საშუალების მომზადება ძალიან მარტივია. 1 ჭიქა წყალზე 1 ს/კ სახამებელი გამოიყენეთ.
6. არომატული ბოტასები
ფეხსაცმლის სუნს სახამებელი შესანიშნავად აქრობს. თუ მთელი დღე ფეხით დადიოდით ან ფეხსაცმლის განიავება ვერ მოახერხეთ, ღამით მასში სახამებლის ჩაყრა საკმარისი იქნება. უკვე რამდენიმე საათში სახამებელი სუნს შეიწოვს, დილით კი სუფთა ბოტასებს მიიღებთ. სხვათა შორის, ამ მეთოდით სუნის გაქრობას შეძლებთ ხალიჩის ზედაპირიდან, სადაც ბავშვებმა მოშარდეს.
7. ტყავის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
უბრალოდ ლაქას სახამებელი მოაყარეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ ფხვნილმა ჭუჭყი შეიწოვოს. შემდეგ სველი ჩვრით გაწმინდეთ.
8. წიგნები და რუკები
ასეთ ნივთებს სინესტეს მოაშორებთ, თუ პოლიეთილენის პაკეტში მოათავსებთ, სახამებელს მოაყრით და შეანჟღრევთ.
9. დამამშვიდებელი საშუალება
ასეთი ღირებული ნივთი რომ მიიღოთ, უბრალოდ სახამებელი ნებისმიერ ეთერზეთს აურიეთ. პირადად მე, განწყობის მიხედვით ლავანდას ან ვარდს ვიყენებ.
10. მშრალი შამპუნი
ჩემს თავზე სახამებელი არ მიდია. აი, საყვარელი ძაღლის ბეწვს ასე რეგულარულად ვწმენდ. ძაღლს დაბანის ძალიან ეშინია, ასეთი მშრალი შამპუნი კი ნამდვილი მხსნელია!
11. ავეჯის გაწმენდა
ხის ნივთები ძველებურ მიმზიდველობას დაიბრუნებს, თუ სახამებელს წყალს 1:1 პროპორციით აურევთ და ამ საშუალებით ზედაპირს გაწმენდთ.
12. სათამაშოები
სათამაშოები, როგორც წიგნები, პარკში ჩააწყვეთ, სახამებელი მოაყარეთ და შეანჟღრიეთ. ის მთელ ჭუჭყს შეიწოვს, ხოლო ფუმფულა სათამაშო სუფთ დარჩება. ფხვნილი კარგად რომ მოაშოროთ, პროცედურის შემდეგ სათამაშო მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
13. დეზოდორანტი
ჭარბი ოფლიანობა რომ მოიშოროთ, იღლიები სააფთიაქო მუხის ქერქის ნახარშით დაიბანეთ, შემდეგ მსუბუქად სახამებელი წაისვით, რომელიც სიმშრალეს შეგინარჩუნებთ. მე ეთერზეთებსაც ვუმატებ და დეზოდორანტს სიამოვნებით ვიყენებ.
14. საწებელი
როცა საწებელს ან სოუს ვამზადებ, სახამებელს ვამატებ. მისი დახმარებით პროდუქტის სისქის გაკონტროლებას შეძლებთ.
15. ჰაეროვანი ომლეტი
ათქვეფამდე ცოტა სახამებელი დაუმატეთ. ომლეტი მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვა.
16. იატაკი
თუ იატაკი კრაჭუნობს, სახამებელი დაგეხმარებათ. აგარაკზე ასეთი პრობლემა დაძინებაში ხელს გვიშლიდა. სახამებელი ასე მუშაობს – ის წვრილ ხვრელებს ავსებს, რომელიც ხმაურს იწვევს.
17. საღებავი შემოქმედებისთვის
უსაფრთხო და ძალიან მარტივია. 1-2 ს/კ წყალი და ორჯერ მეტი სახამებელი აიღეთ, შემდეგ შერჩეულ საკვებ საღებავს აურიეთ. თავიდან ფხვნილი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ გააგრილეთ და საღებავს მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ.